ქვათა ცვენა სოფელ მახალაკიძეებში

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში გუშინ, 19 ივნისს, ქვათა ცვენის შემთხვევა დაფიქსირდა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის თქმით, ლოდი ფერდობიდან დასახლებულ უბანში, სასოფლო გზაზე ჩამოვარდა. ქვათა ცვენის შედეგად არავინ დაშავებულა. „საკმაოდ დიდი მოცულობის ლოდია ჩამოვარდნილი, ქვათა ცვენის შემთხვევები სოფელ მახალაკიძეებში გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, მაგრამ ამ უბანში ლოდი პირველად  გუშინ ჩამოვარდა. გეოლოგები გამოვიძახეთ, ხვალ …

აჭარის ქონების მართვის წესში ცვლილებები შევიდა

პირს, რომელიც დაადასტურებს, რომ ის ათ წელზე მეტ ხანს ცხოვრობს მის მიერ დაკავებულ არასაცხოვრებელ ფართობში, აჭარის მთავრობა მას ამ ფართობს უსასყიდლოდ გადასცემს – აჭარის ქონების მართვის წესში ცვლილებები შევიდა. ცვლილების მიხედვით, მთავრობას დაინტერესებულმა პირმა უნდა წარუდგინოს კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები და ორი მოწმე, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ მთავრობისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ. ინფორმაცია შეიძლება …

8 აგვისტოს ბათუმში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ბათუმის მერია რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის გახსნას გეგმავს. მერიის ინფორმაციით „ამ დღის აღსანიშნავად ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, სადაც მოწვეული იქნებიან დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები“. ბათუმის მერიაში თვლიან, რომ „მემორიალის განთავსება ხელს შეუწყობს ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემის განცდის ჩამოყალიბებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ქვეყნის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს დამოკიდებულებას“. მემორიალის …

მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარაში დროგამოშვებით იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 21 ივნისს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ელვა, ჭექა და წვიმა. იქროლებს  ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება ღამით 13-18, დღისით კი 18-23 გრადუსი, მთაში – ღამით 8-13, დღისით – 15-20 გრადუსი. 22 ივნისს შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, მომდევნო ორ დღეს,  23-24 ივნისს …

კომპანიები, რომლებსაც ზურაბ პატარაძემ k2-ის გაზრდაზე უშუამდგომლა

2017 წლის მარტიდან დღემდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, k2-კოეფიციენტის გაზრდაზე 13 კომპანიას უშუამდგომლა. მათგან უმეტესობა  ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. ამ კომპანიებს  შორისაა შპს „ბათთაუერსი“. კომპანია ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიმშიაშვილის #1,2- ში, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანია k2 – კოეფიციენტის გაზრდას 7,0-მდე ითხოვდა. მერისადმი მიწერილ შუამდგომლობის წერილში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე …

სასამართლო პროცესი ბრალდებულების წასვლის შემდეგ

„ბატონო მოსამართლევ, მე არ მინდა, შეხედოთ ამ საქმეს მხოლოდ ვიწრო კრიმინალურ ჭრილში, ეს არის ისტორიული საქმე,“ – მიმართა მოსამართლე ირაკლი შავაძეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა. მას შემდეგ, როცა სასამართლო დარბაზი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულმა 7-მა პირმა პროტესტის ნიშნად დატოვა, მოსამართლემ პროკურორ რამაზ შავაძის და ადვოკატების ე.წ. შესავალი სიტყვა მოისმინა. არსებითი განხილვის ამ ეტაპის შემდეგ, სასამართლომ მოწმეთა …

ავარიის შედეგად ველოსიპედისტი გარდაიცვალა

ველოსიპედისტი, რომელიც ბათუმში დღეს, 19 ივნისს, ავტოავარიაში მოხვდა რუსთაველის ქუჩაზე, გარდაიცვალა. ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ველოსიპედისტი, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც  მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის …

მაჭახლის ხეობის 9 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება

„მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა, რომელიც საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახლის ხეობის 9 სოფლისთვის სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას“ – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მაჭახლის ხეობის სოფლების მოსახლეობამ სოფლებისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა. პრემიერის პრესსამსახურის …

პროკურატურის მტკიცებულებები მოსამართლემ დასაშვებად მიიჩნია – „ბათუმის აქციის საქმე“

პროკურორების, რამაზ შავაძის და ფრიდონ ქარცივაძის მიერ დღეს, 19 ივნისს, სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები მოსამართლე ირაკლი შავაძემ დასაშვებად სცნო. საუბარია ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეო კადრების ანალიზზე, რომლითაც დასტურდება, რომ კადრებში დაფიქსირებული პირები „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულები არიან. წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შავაძემ ამ საკითხის განხილვა გადადო, რადგან ადვოკატები სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნებს გაცნობილი არ …

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულთა ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

„ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებული პირების ახლობლები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან არიან შეკრებილნი. ისინი აჭარის მთავრობის სახლის წინ აპირებდნენ საპროტესტო აქციის გამართვას, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან. აქციის მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ  დაკავებულები უკანონო პატიმრები არიან. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დღეს, 19 ივნისს, სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და დაახლოებით ხუთი წუთით, …

ახალგაზრდა მუსიკოსების კონკურსი ბათუმში

ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში რიგით მეხუთე აჭარის რეგიონალური ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი გაიმართება. კონკურსი 19  ივნისს დაიწყება და 25 ივნისს  გალა კონცერტით დასრულდება. კონკურსში აჭარის სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების ასამდე სხვადასხვა კატეგორიის მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. სულ წარმოდგენილი იქნება ოთხი სამუსიკო განყოფილება:  საფორტეპიანო, საორკესტრო, საგუნდო და ვოკალური. კონკურსის მსვლელობისას სხვადასხვა სახის ვიქტორინა და მასტერკლასები ჩატარდება.ზაქარია …

ბრალდებულების და მათი ახლობლების პროტესტი სასამართლო დარბაზში – „ბათუმის აქციის საქმე“

პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულებმა და მათმა ახლობლებმა დატოვეს. დარბაზი ხალხმა სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხმაურიანი განცხადებებით და შეძახილებით დატოვა. „ძალიან ცუდი რჩევა მოგცათ თქვენ ვიღაცამ,“ – მიმართა ბრალდებულების ახლობლებს მოსამართლე ირაკლი შავაძემ, ვიდრე ისინი დარბაზს დატოვებდნენ. მან პროტესტის ეს ფორმა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად შეაფასა. „არა. ეს იყო პროტესტი პროკურატურის მიმართ“, – …

მოვალეობის შემსრულებლები თანამდებობებზე

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარებული კონკურსის შედეგად, იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მანუჩარ ხინიკაძე დაინიშნა, ხოლო, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე – ნათია გელაძე. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები კონკურსამდე ამ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლებად იყვნენ დანიშნულნი. ოფიციალური ინფორმაციით, 1-ელი ივლისიდან საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, საჯარო მოხელეთა რანგირების წესი ამოქმედდება და საჯარო …

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციიდან ხის გადატანის პროცესი დასრულდა

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიიდან, ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, სადაც ბიძინა ივანიშვილის პარკს აშენებს, მრავალწლოვანი ხეების გადატანის პროცესი დასრულებულია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რეზიდენციის ტერიტორიიდან 2 მრავალწლოვანი ხე გაიტანეს, ამჟამად კი ლანდშაფტის აღდგენისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორია, სადაც მრავალწლოვანი ხეები ამოიღეს, წარმოადგენს არქეოლოგიური მემკვიდრეობის არეალს. აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები პეტრას არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლის განუყოფელი ნაწილია. …

ინგლისურენოვანი ბანაკი ქედელი მოსწავლეებისთვის

ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სოფელ მერისში ერთკვირიანი ინგლისურენოვანი ბანაკი მოეწყობა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსის, მამია გვარიშვილის ინფორმაციით, საზაფხულო ბანაკი ქედელი მოსწავლეებისთვის სოფელ მერისში ინტერნატის შენობაში მოეწყობა და ერთი კვირის განმავლობაში ბანაკში 50 მოსწავლე დაისვენებს. ბანაკის მოსაწყობად საორგანიზაციო საქმეებს ქედის რესურსცენტრი უზრუნველყოფს, ინგლისურენოვან პედაგოგებსაც რესურსცენტრი მოიწვევს. რაც შეეხება დაფინასებას, ქედის …

ველოსიპედისტს რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა

რამდენიმე  წუთის წინ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე (დელფინარიუმთან), მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ველოსიპედისტი, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი, მძიმე დაზიანებებით გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების …

სანაგვე ურნების დაწვასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს

„ბათუმის ქუჩებში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. დამწვარია 60 სანაგვე ურნა და ათამდე მიწისქვეშა კონტეინერი. დაზიანებული და დამწვარი ურნების შედეგად მიყენებული ზარალი 130 ათას ლარს აღემატება. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ სამშენებლო ნარჩენებისა და ცეცხლმოკიდებული ნივთების სანაგვე ურნებში ჩაყრისაგან“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „სანდასუფთავება“: ბათუმში რვა მიწისქვეშა სანაგვე ურნა დაწვეს დამწვარი ურნები ბათუმში …

ჭარნალში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები

ჭოროხის ქვემო წელის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჭარნალში უძველესი ნამოსახლარი აღმოაჩინა, რომელიც ძვ.წ-ით პირველი ათასწლეულით თარიღდება. ნამოსახლარი ბრინჯაოს მეტალურგიის კერების შემქმნელ მოსახლეობას უნდა ეკუთვნოდეს. ექსპედიციის მსვლელობისას შესწავლილ იქნა გვიან ბრინჯაოს მეტალურგიის კერები, რომლებიც ძირითადად მდინარის პირას კლდეში გამოკვეთილ გოდებს შეეხება. ძირითადად, არტეფაქტებში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის სამეურნეო და სუფრაზე მოსახმარი კერამიკა და გეომეტრიული ორნამენტით შეკრული ქვევრები მარცვლეულის შესანახად. …

საპროტესტო აქცია სასამართლოსთან – „ბათუმის აქციის საქმე“

„შერჩევით სამართალზე“ საუბრობენ „11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებული პირების ახლობლები. ისინი ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები მასობრივ ძალადობასა და პოლიციისადმი თავდასხმაში ბრალდებულების უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ. „ამ ბიჭებმა შეიძლება რაღაც მიზერული შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მარტო ამ 19-მა კაცმა გადაწვა ბათუმი?… პოლიციამ პოლიციის საქმე უნდა აკეთოს, ასეც არ დგას საკითხი, მაგრამ მაინცადამაინც …

სოფელ მარადიდის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

სოფელ მარადიდის მოსახლეობა მდინარე ჭოროხზე  ჰესების მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა სასაფლაოებისთვის გათვალისწინებული ადგილის ამაღლებას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, მას შემდეგ რაც მდინარე ჭოროხზე ორი ახალი ჰესი ექსპლუატაციაში შევა დაიტბორება სასაფლაოების ადგილი და 28  სახლი. კომპანიამ მოსახლეობას სასაფლაოებისთვის ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, თუმცა მოსახლეობა ამ ადილის ამაღლებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ითხოვენ ასევე იმ 28 …

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა პირველი ივლისიდან ამოქმედდება

2017 წლის 1-ელი ივლისიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბუკლეტები მომზადდა. „მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა და რეგიონებში, მძღოლებსა და ქვეითებს საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ. ბუკლეტებში საქართველოში …

333 გრამი ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სარფში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, სარფის საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით, 333 გრამი ოქროს …

ფასის ლარით მითითების წესის დარღვევაზე ადმინისტრირებას შემოსვლების სამსახური განახორციელებს

2017 წლის პირველი ივლისიდან ფასის ლარით მითითება სავალდებულო ხდება. პირველი ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს. „15 ივნისიდან პირველ ივლისამდე, შემოსავლების სამსახური, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს. ამ ხნის განმავლობაში, მომხმარებელს ექნება საშუალება ისარგებლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი 2 299299, …

ბათუმში ავიაშოუს გამართვა იგეგმება

ივნისის ბოლოს ბათუმში ავიაშოუ „FlyFest Georgia“-ს გამართვა იგეგმება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 6 საჰაერო ხომალდი L-39C Albatross ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, შავი ზღვის თავზე მოაწყობს 30-წუთიან ავიაშოუს, „რომელიც მოიცავს უმაღლესი ავიაპილოტაჟით შესრულებულ მრავალფეროვან და სანახაობრივ ელემეტებს“. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2017 წლის 15 ივნისს შევიდა შპს „სერვისეირის“ დირექტორის წერილი, რომელიც …

3 ვაკანსია უსკოში – 172 კონკურსანტიდან მეორე ეტაპზე 90 იბრძვის

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] გამოცხადებულ კონკურსში, უსკოს ინფორმაციით, მეორე ეტაპზე 172 კონკურსანტიდან 90 გადავიდა, რომლებსაც დღეს, 18 ივნისს, ტესტირება უტარდებათ. ტესტირება კონკურსის მეორე ეტაპია და იგი ელექტრონული ფორმით იმართება. უსკოს ინფორმაციით: ტესტი შედგება 50 კითხვისაგან, კერძოდ: 1. საქართველოს კონსტიტუცია – 10 კითხვა; 2. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ -20 კითხვა; 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი …

კომპანია, რომელსაც აჭარის მთავრობამ „მზიური“ და „მახინჯაური“ პირდაპირ მიჰყიდა, ამ ქონებას ყიდის

ყოფილი პანსიონატი „მზიური“ და სანატორიუმი „მახინჯაური“ კომპანია „სტატოტელს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად გასული წლის სექტემბერში მიჰყიდა. კომპანიამ კი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 20 დღეში, 2016 წლის 4 ოქტომბერს, სამინისტროს ორი წერილით მიმართა, რომლებითაც ამ ქონების [ან ქონების ნაწილის] იპოთეკით დატვირთვასა და გასხვისებაზე ითხოვდა ნებართვას. „აღნიშნული უძრავი ქონე[ბე]ბის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის საკითხზე გაცნობებთ, …

ფიჭვნარისა და პეტრას ციხის არქეოლოგიური გათხრები განახლდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფიჭვნარსა და პეტრას ციხეზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარე წელსაც ჩატარდება. შესაბამისი ტენდერები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა. ორივე ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 6 ივლისს დასრულდება. ფიჭვნარში გათხრები 90 დღის განმავლობაში ჩატარდება, რისთვისაც 22 ათასი ლარია გათვალისწინებული, ხოლო პეტრას ციხეზე გათხრები 45 დღეში უნდა დასრულდეს, რისთვისაც 22 ათას 500 ლარია გამოყოფილი. არქეოლოგიური გათხრები …

5,4 მილიონი ლარი პარტიებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის გადასაცემად 5,4 მილიონი ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსებისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ მისაღები თანხების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 …

„სანდასუფთავება“: ბათუმში რვა მიწისქვეშა სანაგვე ურნა დაწვეს

ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული მიწისქვეშა სანაგვე ურნები აღარ ფუნქციონირებს. „სანდასუფთავების“ სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ასამბაძის განცხადებით, სანაგვე ურნები დაწვეს. ქალაქის ტერიტორიაზე, რვა ასეთი მიწისქვეშა ნაგავშემკრებია დამწვარი. ერთი სანაგვე ურნის ღირებულება 10 ათასი ლარია. „ნაგავშემკრები ურნები დაიწვა, ალბათ სიგარეტის ნამწვი ჩააგდეს, ან სხვა რამ, ვერ გეტყვით. საქმეს პოლიცია იძიებს, თუმცა ჯერ გამოძიებული არ არის“ – აცხადებს ასამბაძე. …

ტიტას ხე ივანიშვილის პარკში იქ აღარ დგას, სადაც დარგეს

ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, იმ პარკში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მრავალწლოვანი ტიტას ხე გახმა და მოჭრეს. ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა შეკვეთილში „ბათუმელებს“ ტიტას ხე იმ ადგილზე აღარ დახვდა, სადაც ის 2016 წელს დარგეს. ეს ხე პირველი მრავალწლოვანი ხე იყო, რომელიც აჭარიდან გურიაში ზღვით გადაიტანეს. ე.წ. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიას დაცვის სამსახური იცავს. უცხო …

აჭარის მთავრობა „ჯარას“ დახურულ ჩვენებაზე

დოკუმენტური ფილმის „ჯარას“ პრემიერა გუშინ ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ შედგა. პრემიერას, ძირითადად, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ  რადგან  ადგილების რაოდენობა შეზღუდული იყო, ამიტომ დახურეს ჩვენება. „კინოთეატრ „აპოლოში“ 154 ადგილია  და ვინც მოვიწვიეთ მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ დარბაზში“ – გვეუბნება სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თეა ვადაჭკორია. მისივე ინფორმაციით, პრემიერაზე  მოსაწვევ პირთა სია სამინისტრომ …

წმ. ნიკოლოზის ტაძრისა და ბათუმის სასამართლოს სახურავს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შეაკეთებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბათუმში მდებარე რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სახურავს შეაკეთებს. ასეთი სულ სამი ძეგლია: წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ბათუმის სასამართლო და ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩა N47-ში მდებარე შენობა. სააგენტოს ელექტრონული ტენდერი „ქ. ბათუმში მდებარე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“ აქვს გამოცხადებული. ამ სამუშაოების შესრულებაში სააგენტო მაქსიმუმ 6500 ლარს გადაიხდის. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს …

გამოცდები სკოლაში

ლილე მესხიძე, მე-9 კლასის მოსწავლე მოგეხსენებათ, 15 ივნისს სკოლებში სასწავლო პროცესი დასრულდა და ყველა ცუდ ხასიათზე დადგა. არა იმიტომ, რომ სკოლა მოენატრებათ ან კლასელები, ან მსგავსი ბლა ბლა ბლა… იმიტომ, რომ გამოცდები იწყება. ნუ ზოგს 15-მდე უკვე ჩაბარებული აქვს, მაგალითად, მე. ნუ ჩავაბარე რა….. დავწერე რა.. კარგი ქულები ვერ გამოვიტანე იქედან: 1. რადგან ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა …

ზურაბ პატარაძემ „ოცნების“ შემწირველს მერიასთან K2-ის გაზრდაზე უშუამდგომლა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, K2-ის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობის თხოვნით ასზე მეტმა ინვესტორმა მიმართა. K2 – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია და მის გაზრდაზე თანხმობა მშენებლობის სიმაღლის გაზრდას ნიშნავს. ინვესტორების  უმეტესობას მთავრობის თავმჯდომარემ უარი უთხრა. თანხმობის მიღება კი მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ მოახერხა. მათ შორისაა ყოფილი ჩინოვნიკისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, აკაკი სონგულიას კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი“. …

ჯეჯელავამ სკოლის არჩეული დირექტორი გაათავისუფლა – დირექტორი სასამართლოში ჩივის

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დღეს, 16 ივნისს, საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანება მიიღო თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. მინისტრის ბრძანების მიხედვით, დირექტორი სკოლიდან შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძველზე არის გათავისუფლებული. მედეა გვენეტაძე არჩეული დირექტორია, მას ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2020 წელს ეწურებოდა. მედეა გვენეტაძის …

რატომ დააჯარიმეს ბათუმის სამშობიარო სახლი 57 ათასი ლარით

სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ „ბათუმის სამშობიარო სახლი“ სხვადასხვა დარღვევის გამო დააჯარიმა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო. „სამშობიარო სახლი“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. „დარღვევები სხვადასხვა სახის იყო. მაგალითად, სამედიცინო ბარათში დაფიქსირებული დიაგნოზი არ ემთხვეოდა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, ასევე პაციენტთან მიმართებაში ჩანაწერი არ იყო სრულყოფილად შევსებული,“ – გვითხრა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა, ნინო ლაშაბერიძემ. …

Exit mobile version