დღეიდან განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაშია 

დღეიდან, 2017 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გავიდა და ეროვნული ბანკის ინფორმაციით მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად. მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტების გშვებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 7 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე დადგენილება კი ეროვნული ბანკის …

ქობულეთში მაშველები ზღვაში მოზარდს ეძებენ

სამაშველო სამსახური ქობულეთში, ზღვაში, მოზარდ ბიჭს ეძებს, რომელიც დღეს შევიდა ზღვაში. მისი დაკარგვის შესახებ მშობელმა განაცხადა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.  

მოზარდები პლანტაციებში

15 წლის ანი ბათუმის გარეუბანში ცხოვრობს. პირველად საქართველო-თურქეთის საზღვარი მან 14 წლის ასაკში გადაკვეთა. დედამ მხოლოდ საზღვრამდე მიაცილა, შემდეგ ის ნათესავს გაჰყვა სამუშაოზე. სამუშაო დილის ექვს საათზე იწყებოდა და საღამოს ექვსზე სრულდებოდა. ანი პლანტაციაში თხილს კრეფდა. ასეთ რთულ პირობებს მიჩვეული არ იყო, თუმცა ამბობს, რომ შემდეგ ყველაფერს მიეჩვია. ბევრ მოზარდს, ძირითადად აჭარისა და ნაწილობრივ გურიის …

ალექსანდრე ჯეჯელავა: ბულდოზერზე არ უნდა აღმოჩნდეს სხვა ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტი

„პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრების უმეტესობა არის თბილისში. რაიონების უმრავლესობას პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ აქვს,“ – აღნიშნა ბათუმში, განათლების კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქეთევან ნატრიაშვილმა, საქართველოს განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ. გასვლით სხდომას პარლამენტის, განათლების სამინისტროს და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებიან და მისი მიზანია პრიორიტეტული საკითხებისა და საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა და შეჯერება. მინისტრის მოადგილის თქმით, ეტაპობრივად ყველა მუნიციპალურ ცენტრში …

ბათუმის მერია, საავტომობილო კოლეჯის აშენების პირობით, 4 ჰა მიწას 3,1 მილიონად ყიდის

ბათუმის მერიამ ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთაში მდებარე 1 871 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, გ. ლეონიძის ქ. N29-ში მდებარე 29 327 კვ.მ. და 8 129 კვ.მ. მიწის ნაკვეთები ერთ ლოტად პირობებიან აუქციონზე გაიტანა. მთლიანობაში 39 327 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 3 მილიონ 167 ათასი ლარია. ქონების მყიდველი სხვა პირობებთან ერთად, ვალდებული იქნება „საკუთრებაში გადაცემულ მიწის …

ფურგონი, რომელმაც მარტოხელა მოხუცებს ცხოვრება გაუხალისა 

ფურგონი, რომელშიც დამონტაჟებულია სარეცხი მანქანა და სახლის, ასევე ეზოს მოვლისთვის საჭირო სხვა ნივთები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასულ წელს გამოჩნდა. ეს ფურგონი პერიოდულად მობილურ ჯგუფთან ერთად მარტოხელა მოხუცებს სტუმრობს: „ვურეცხავთ სარეცხს, ვულაგებთ სახლს და ეზოს, ვუჩეხავთ შეშას“. პროექტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „People in Need“– მა განახორციელა [ადამიანი გაჭირვებაში]. მობილურ ჯგუფში ოთხი ადამიანია. მათ შორისაა ექიმი, რომელიც …

უფუნქციო ვიდეოსათვალთვალო კამერები საავტომობილო გზებზე ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის დაბებსა თუ ბათუმი – ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებული ვიდეოთვლები უფუნქციოა. ქედის გამგებელი დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ვიდეოთვლების ქსელში ჩასართავად საჭირო თანხა ქედის გამგეობამ უკვე მოიძია და ელექტრონული ტენდერიც ჩაატარა. „იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ბიუჯეტი მწირია, პირველ ეტაპზე ვიდეოთვლები დავამონტაჟეთ. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული 17 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო …

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. კომახიძე ბათუმის მერის არჩევნებისთვის ემზადება, იგი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება. ლაშა კომახიძის განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ უნდა მოაწეროს ხელი. ლაშა კომახიძემ 2016 წლის ივლისში, ზურაბ პატარაძის მთავრობაში დაიკავა მინისტრის სავარძელი. მანამდე, 2008 წლიდან, იგი გაეროს …

ინტერესთა კონფლიქტი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში

კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა სკრინინგია – ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა. კიბოსთან ბრძოლის ანალოგიური პოლიტიკა აქვს გაცხადებული საქართველოსაც, თუმცა მარტისა და აპრილის მონაცემებით, წელს რეგიონებში გასულ წელთან შედარებით 50%-ზე მეტად შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც სკრინინგის ჩატარება მოახერხეს. სახელმწიფომ პროგრამის შესრულება სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ჯგუფს დაუკვეთა, რომელსაც რეგიონებში არ აქვს, მაგალითად, მამოგრაფი. გარდა ამისა, …

სარფში ახალი სკოლის მშენებლობას საძირკველს ოფიციალურად ჩაუყრიან

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში საჯარო სკოლის ახალი შენობა შენდება. დღეს, პირველ სექტემბერს, სკოლის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართება. სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა. ხელშეკრულება კი აჭარის განათლების სამინისტრომ შპს „დამბასთან“ 1 მილიონ 759 ათას ლარზე, 2017 წლის 12 ივლისს გააფორმა. სკოლის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში [2018 წლის ოქტომბერში] უნდა დასრულდეს. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ …

ჯეჯელავა დემირელის სკოლის დახურვაზე კომენტარს არ აკეთებს

დღეს, პირველ სექტემბერს, ბათუმში მიმდინარე პარლამენტის განათლების კომტეტის გასვლით სხდომაზე მყოფმა საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელევამ უპასუხოდ დატოვა „ბათუმელების“ შეკითხვა „დემირელის სკოლის“ დახურვასთან დაკავშირებით. მინისტრმა განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს და ჟურნალისტებმა პრესსამსახურს უნდა მიმართონ. ოფიციალური ინფორმაციით, დემირელის სკოლამ ავტორიზცია ვერ გაიარა. უკვე მეოთხე თვეა, რაც წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის …

ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოძრავი სერვისცენტრები გადამხდელებს ხულოში, შუახევსა და ქედაში მოემსახურება შესაბამისად, დღეს, პირველ სექტემბერს, 4 სექტემბერსა და 5 სექტემბერს. მომსახურების გაწევის ადგილი და დრო: [checklist] ხულო, 01.09.2017, გამგეობის შენობის წინ; 10:00-17:00 სთ; შუახევი, 04.09.2017, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; 10:00-17:00 სთ; ქედა, 05.09.2017 დაბა ქედა, ცენტრში; 10:00-17:00 სთ. [/checklist] „01 – 25 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს …

ბათუმში ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ [ფოტო]

დღეს მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. ყურბანის (მსხვერპლშეწირვის) ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა მუსლიმი ოჯახი საქონელს  კლავს. ხორცი სამ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი იმ ოჯახში რჩება, სადაც საქონელი დაიკლა, მეორე მეზობელ-ნათესავებს ურიგდება, მესამე ნაწილი კი ღარიბებს. თაქბირი, ალაჰის განდიდების ლოცვა დღეს ბათუმში ორ მეჩეთში – ორთა ჯამეში და ახალ მეჩეთში წაიკითხეს.           …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: ახალ მეჩეთზე კონსულტაციები მიმდინარეობს

დღეს, პირველ სექტემბერს, მუსლიმური სამყარო მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს ზეიმობს. ბათუმის ორთა-ჯამეში ლოცვა დილით ადრე დაიწყო. ლოცვის შემდეგ მუსლიმებთან მისალოცად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მივიდნენ. „დარწმუნებული ვარ, ისინი ქადაგებენ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ჩვენ დღეს მათთან ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღესასწაულს,“ – თქვა ზურაბ პატარაძემ თავის მისალოც …

ვაკანტურია ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის თანამდებობა

ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა, ირაკლი ბერიძემ თანამდებობა დატოვა. ის სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის. ირაკლი ბერიძის ინფორმაციით, აჭარაში შემოდის ჩინური კომპანია „შანდონ დონგი იუჰე“, რომელიც სამშენებლო მასალების იმპორტზე იმუშავებს. ირაკლი ბერიძეს კომპანიის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელობა შესთავაზეს.

მათემატიკაში ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 700-ით გაიზარდა

მათემატიკაში წელს აბიტურიენტების 33,7 პროცენტი ჩაიჭრა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს მათემატიკაში მინიმალური ბარიერი მხოლოდ 22-მა პროცენტმა ვერ გადალახა. მათემატიკის გამოცდაზე წელს 7722 აბიტურიენტი გავიდა. აქედან გამოცდა 2602-მა ვერ ჩააბარა, ანუ 708 აბიტურიენტით უფრო მეტმა, ვიდრე გასულ წელს. მათემატიკაში მინიმალური ქულა 15 იყო, მაქსიმალური – 59. მაქსიმალური ქულა წელს მათემატიკაში …

ბათუმის შემოვლითი გზის აშენებისთვის 329 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია ააშენებს. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია. მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე, ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის დაწყებაზე დეპარტამენტსა …

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში – დაპირისპირებული მხარეების განმარტებები

თუ დირექტორი გექცეოდათ დისკრიმინაციულად, რატომ  მიმართეთ პროკურატურას და არა სახალხო დამცველს? – „ბათუმელების“ ამ კითხვას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა მალხაზ ბოლქვაძემ უპასუხა, რომ მისთვის მიუღებელია „საქმე შერიგებით დასრულდეს“. პროფესიით იურისტმა, მალხაზ ბოლქვაძემ ტელევიზიის დირექტორს დისკრიმინაციის მუხლით პროკურატურაში 3 აგვისტოს უჩივლა. „დისკრიმინაციული კანონი ითვალისწინებს, რომ დისკრიმინაციის დადგენის შემდეგ სახალხო დამცველი ვალდებულია მხარეების შერიგებაზე იმუშაოს. …

აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლების შემოსავლები

2016 წელს, ქედის, ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებიდან, ყველაზე მეტი ანაზღაურება – 51 326 ლარი და 31 თეთრი ხელვაჩაურის გამგებელ ნადიმ ვარშანიძეს აქვს აღებული, გასულ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით.  ნადიმ ვარშანიძეს, როგორც ბათუმის საზღვაო აკადემიის სრულ პროფესორს, შარშან, ხელფასის სახით, 26 000 ლარიც მიუღია. ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის ივლისის თვეში შეუვსია შუახევის გამგებელ ტარიელ ებრალიძეს. მას, …

ბარათაშვილის 24-ში მშენებლობის შეჩერებაზე სასამართლო იმსჯელებს

ბარათაშვილის 24-ში მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ხვალ, პირველ სექტემბერს უნდა მიიღოს. ორგანიზაცია „ბათომმა“ სასამართლოს უკვე მიმართა დაზუსტებული სარჩელით, სადაც წერია, რომ ნებართვის ბათილად ცნობის გარდა, მშენებლობა საერთოდ უნდა შეჩერდეს ბარათაშვილის 24-ში. ისტორიული სახლი ბარათაშვილის 24-ში კომპანიამ „დარ ბილდინგი“ დაანგრია. ამჟამად ეს კომპანია ამ მისამართზე შვიდასრთულიან სახლს აშენებს. ორგანიზაცია …

გერმანელების ნაკვალევი ბათუმში

ერთ-ერთი უკანასკნელი ბათუმელი გერმანელი, ირინა შმიდტი, რამდენიმე წლის წინ  გარდაიცვალა ბათუმში, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა. ირინა აქ ცხოვრობდა თავის ქართულ-გერმანულ ოჯახთან ერთად. 9 წლის იყო, როდესაც გერმანიიდან კრასნოიარსკის მხარეში გადაასახლეს მშობლებთან ერთად. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, თეოფილე ტუნაძე. ვაჟთან და მეუღლესთან ერთად ბათუმში საცხოვრებლად 1976 წელს ჩამოვიდა. 90-იან წლებში, როდესაც მის ოჯახს გერმანიაში …

იურისტი კომისიის თავმჯდომარეს: „არ გამოვრიცხავ, შეთანხმებული გქონდეთ პოზიცია სააგენტოსთან“

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ბათუმის მერიის მიწის კომისია ცდილობდა გონიოელების დარწმუნებას იმაში, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პოზიციის გაგება არის სავალდებულო. „მითხარით ერთი არგუმენტი, რატომ არის ეს საჭირო. ძეგლთა დაცვის სააგენტოს პოზიცია დევს საქმეში. სააგენტო არ ეწინააღმდგება გონიოს ციხესთან მდებარე მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას გარკვეული პირობების დაცვით,“ – მიმართა კომისიას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, …

„ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ – პოსტერების კონკურსი

ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტის ფარგლებში – „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ – აცხადებს პოსტერების კონკურსს. პოსტერი ორიგინალური ხერხით უნდა ამხელდეს: ანტიდასავლურ, დეზინფორმაციულ მასობრივ საშუალებებს, მათთან დაკავშირებულ ქართულენოვან მედიას [გაზეთებს, ვებგვერდებს, ფეისბუქგვერდებს] და/ან სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა ხერხით [მითებით, ფოტომანიპულაციებით, სიძულვილის, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული ენის გამოყენებთ] გავლენას ახდენენ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების ჩამოყალიბებაზე. პოსტერები სასურველია ეხმიანებოდეს ანტიდასავლური …

ნათია კაპანაძე მის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე: „პროცესი შეიძლება იყოს გარე ძალების მართული“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ნათია კაპანაძემ პროკურატურას მიმართა. ის ითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად შეისწავლოს მის  წინააღმდეგ ტელევიზიის იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსის მალხაზ ბოლქვაძის მიერ შეტანილი საჩივარი, რადგან მას აქვს ეჭვი, რომ მოვლენების ასეთი განვითარება წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება იყოს გარე ძალების მიერ მართული. ამის შესახებ ნათია კაპანაძემ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე იასაუბრა. მალხაზ ბოლქვაძე აჭარის საზოგადეოებრივი …

მიწის კომისიამ გონიოელების საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო

გონიოელებისთვის მიწის გადაცემის საკითხის განხილვა ხელახლა დაიწყო მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. პირველ ჯერზე კომისია ოთხი გონიოელის შემთხვევას განიხილავს – ენვერ ირემაძის, ჯემალ ბათაძის, რუსუდან ჯავახიშვილის და მზევინარ ლამპარაძის. ამ პირების სარჩელი მიმდინარე წლის 31 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის საკუთრების კომისიის წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გონიოს 60-მდე …

 ქვედა თხილვანელთა განსახლების ვადა სექტემბერში იწურება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრები 63 ოჯახიდან, ორმა ოჯახმა, სახელმწიფო განსახლების პროგრამაში ჩართვასა და 25 000 ლარის მიღებაზე უარი განაცხადა. მისივე ინფორმაციით ორ ოჯახს ბინა, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის სოციალურ სახლში გადაეცა, ხოლო დანარჩენ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების შესაძენად, 25 000 ლარი, პირად ანგარიშებზე დაერიცხათ. „ორმა ოჯახმა უარი განაცხადა თანხის მიღებაზე, თუმცა მათთვის …

შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 7 მილიონზე მეტი დაიხარჯება

საქართველო და მათ შორის აჭარა ყოველწლიურად მიმზიდველი ხდება ტურისტული თვალსაზრისით. გასული 7 თვის სტატისტიკური მონაცემებით, წელს გაცილებით მეტი ტურისტი ეწვია ჩვენს რეგიონს, ვიდრე გასულ წლებში. ტურისტების მატება თვალშისაცემია აჭარის მთაში, განსაკუთრებით მთის კურორტებზე. ცხადია, საზღვაო კურორტების პოპულარობასთან ერთად, აჭარის მთავრობა აქტიურად მუშაობს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაზე. შენდება საგზაო, წყლისა და უკვე ბუნებრივი გაზის …

როცა ზედამხედველი დარღვევებს ვერ ხედავს

„ … ნებართვა გაცემული არ ყოფილა“ – ასეთი განმარტება ბოლო პერიოდში ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა რამდენჯერმე გააკეთა მას შემდეგ, რაც ბათუმში უკანონოდ დაანგრიეს, ააშენეს ან დააშენეს. ცოტა ხნის წინ ბათუმში შესაბამისი სტანდარტების გარეშე მოქმედი, კუსტარული გაზგასამართი სადგური აფეთქდა, რის შედეგადაც 28 წლის კაცი დაიღუპა – ბათუმის მერმა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა იმ …

„ჭაობში“ ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წელშიც გაგრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ „ჭაობის დასახლებაში“ არაერთი ქუჩა ამორტიზებულ-გადათხრილია, ამასთან ზოგიერთ უბანში ინტენსიური სამუშაოები არ შეინიშნება, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პროცესი გეგმით მიმდინარეობს და ზოგიერთ ქუჩაზე სამუშაოები დაგეგმილზე ადრეც კი დასრულდება. „ჭაობში“ დღეს, ასე ვთქვათ, ორი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს – მიწისქვეშა [კანალიზაციის ახალი ქსელის მშენებლობა] და მიწისზედა [სანიაღვრე არხები, კეთილმოწყობა, გარე განათება]. ქუჩების კეთილმოწყობა კი დამოკიდებულია საკანალიზაციო …

გიორგი ერმაკოვი: ბათუმის მომავალ მერს გამძლეობას ვურჩევ

ბათუმის არჩეული მერი, გიორგი ერმაკოვი, რომლის უფლებამოსილების ვადა 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება, მიიჩნევს, რომ მან წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულა და მისი მერობის პერიოდში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. „სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც დაწყებულია, რამდენიმეეტაპიანია და დასჭირდება კიდევ ორი წელი დაახლოებით, რომ დასრულდეს. ოთხწლიანი ვადაც რომ მქონოდა, ვერ დასრულდებოდა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის, მასშტაბური სამუშაოებია, რაც ათწლეულებია ქალაქში …

ბათუმის წყალი: ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები

„ბატონო მოსამართლევ, ეს ინფორმაცია რომ გაგვეცა, მერე „ენერგო-პრო ჯორიჯიას“ და „სოკარ ჯორჯიასაც“ იგივეს მოსთხოვენ… იძულებული ვიყავი, ასეთი პასუხი გამეცა“, – ასე მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს შპს „ბათუმის წყლის“ იურისტმა, შალვა ფხალაძემ მიმართა. სასამართლო დავის საგანი ინფორმაციის თავისუფლებას ეხება, კონკრეტულად კი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას. „ბათუმის წყალმა“ ინფორმაცია საშტატო ნუსხის, ასევე თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ „ახალგაზრდა …

ბათუმის მერის ოთხი, შეუსრულებელი, „პროცესში მყოფი“ დაპირება

2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი თანამდებობას დატოვებს. 2014 წელს ერმაკოვი ბათუმის მერი არჩევნების მეორე ტურში მიღებული 26 103 ხმით [ბათუმში სულ 132, 389 ამომრჩეველია] გახდა. მერად არჩევამდე ქალაქის მოსახლეობამ მისგან არაერთი დაპირება მოისმინა. „ბათუმელებმა“ ერმაკოვის მთავარ პოლიტიკურ გზავნილებს გადაავლო თვალი. შეასრულა თუ არა დაპირებები ბათუმის მერმა? „ბათუმელები“ მერის ოთხ დაპირებაზე …

არჩევნები ხელვაჩაურსა და ქობულეთში დამოუკიდებელი კანდიდატების გარეშე

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობისა და გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატები არ დარეგისტრირებულან. ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქში არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ დარეგისტრირებულა, რომლებიც მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს დაასახელებდა. „ოლქში არც გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატურა არ არის დარეგისტრირებული,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში. ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდეს ქობულეთის #81 საოლქო საარჩევნო კომისიიდანაც. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს #84 …

ხეების შეწამვლისთვის გამწვანების სამსახური დახმარებას მთავრობისგან ითხოვს

ბათუმის ქუჩებში რამდენიმე ადგილას ხეებზე ამერიკული თეთრი პეპელა და ფაროსანა გამოჩნდა. ამ მწერების წინააღმდეგ ბრძოლა არც ერთ სახელმწიფო უწყებას ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვს. 24 აგვისტოს „ბათუმელებს“ მერიის გამწვანების სამსახურში უთხრეს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს აგროსერვის ცენტრთან პრეპარატების გადმოსაცემად. „გადმოგვცეს დაახლოებით 30 ლიტრი პრეპარატი და სამი ერთეული ტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯავახიშვილის ქუჩაზე შეწამვლითი სამუშაოები, სადაც ყველაზე …

სად რა არის დაგეგმილი „ბათუმობაზე“ [ღონისძიებების განრიგი]

ბათუმის მერია „ბათუმობის“ აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს ავრცელებს. 2 სექტემბერი ✔12:00 სთ – საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის (დრამატული თეატრის უკან) ყვავილებით შემკობა. ✔12:30 სთ – მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე, სასულე ორკესტრის თანხლებით. ✔12:30 – 17:00 სთ – ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტი ევროპის მოედანზე. ✔12:45 სთ – ბათუმობა 2017-ის საზეიმო გახსნა, ლენტის გაჭრა ღონისძიების თაღთან. …

რატომ ვერ დაამარცხა ფაროსანა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის პლანტაციებში

თხილის კრეფის სეზონი თითქმის დასრულდა. მეთხილეები ამბობენ, რომ მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია და მისი რეალიზება უჭირთ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, მოსავლის რა ნაწილია განადგურებული. რატომ ვერ დაამარცხა მავნებელი შეწამვლის ღონისძიებებმა, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა მამუკა თურმანიძეს დაუსვა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აგრარული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს. „თუ გადავხედავთ სხვა …

Exit mobile version