როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? – დისკუსია ბათუმში

ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს 17:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ბათუმში გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე თვითმმართველობის არჩევნები: როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? მომხსენებლები: ასლან ჭანიძე – იურისტი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი; პეტრე ზამბახიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“; ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი; მოდერატორი: ნატა იმედაიშვილი – ჟურნალისტი 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმართველობის არჩევნებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. …

კლდიდან ჩამოცვენილი ქვები, ადიდებული მდინარე და ტურისტები მახუნცეთში

ძლიერი წვიმის შედეგად მახუნცეთში მდინარე ადიდდა. მგზავრების ინფორმაციით, რომლებიც მახუნცეთში იმყოფებიან, გზაზე ჩამოცვენილი ქვების გამო რამდენიმე მანქანის საბურავი დაზიანდა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, მახუნცეთში რამდენიმე გარემოვაჭრე და ტურისტები მაინც არიან.   ამავე თემაზე:  მახუნცეთის ჩანჩქერი ძლიერი წვიმის შემდეგ [ვიდეო]

სტუდენტური განწყობა უმცირესობისადმი და მედიის როლი [ვიდეო]

დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ კვლევის პრეზენტაცია. კვლევის თემაა სტუდენტური განწყობა უმცირესობისადმი და მედიის როლი.  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ კვლევის შესახებ სოციოლოგ ქეთი სართანიას ესაუბრა. გადაცემის წამყვანია ხატია სიხარულიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე. გადაცემა მზადდება პროექტის ფარგლებში – „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში”, რომლის მხარდამჭერია …

მერია: ბათუმის რიგ უბნებს სასმელი წყალი ძლიერი წვიმის გამო არ მიეწოდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობებზე წყლის დონის მაქსიმალური ზრდისა და ამღვრევის გამო წყლის მიწოდება ვერ ხერხდება ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებისთვის. „ნაწილობრივ შეზღუდულია წყალმომარაგება გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლების აბონენტებისთვის. ასევე, ჩაქვის, განთიადისა და მახინჯაურის მოსახლეობისთვის. წყალმომარაგება სათავე ნაგებობაზე წყლის დონის დაწევისთანავე აღდგება,“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აჭარაში ამინდი 14 ოქტომბერს გაუარესდა. …

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, N1 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. რამდენიმე წუთით შემთხვევის ადგილზე შეზღუდული იყო ტრანსპორტის გადაადგილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „დამნაშავე მძღოლი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდება,“ – აცხადებენ შსს-ში. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, ბადრი ფარტენაძის თქმით, „საპატრულო პოლიციამ ავტობუსის მძღოლი გაამართლა და ტრანსპორტმა მოძრაობა გააგრძელა“.      

6 მაისის პარკში მაგნოლია წაიქცა

ბათუმში, 6 მაისის პარკში, მაგნოლიის ხე წაიქცა, რის შედეგადაც  5 ახალდარგული ევკალიპტის ხე დაზიანდა.  მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული მაგნოლიის ხე მრავალწლოვანია. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაზიანებულ ევკალიპტის ხეებს მერიის გამწვანების სამსახური აღადგენს. „მაგნოლიის აღდგენა კი, სამწუხაროდ ვერ მოხერხდება,“ – თქვეს მერიაში.

დამწვარი სახლი, გადახდილი სახურავები და მეწყერი – სტიქია ქობულეთში

ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ  სოფელ საჩინოში სამ სახლს სახურავი  გადახადა.  სოფელ აჭყვაში მეწყერი  ჩამოწვა, რის გამოც ერთი ოჯახის უსაფრთხო ადგილას გაყვანა გახდა საჭირო. მეწყრის გამო ჩახერგილია სოფელში მისასვლელი გზებიც. სოფელ ლეღვაში კი, ჯინჭარაძეების სახლი დაიწვა. ოჯახში ექვსი ადამიანი ცხოვრობდა. როგორც გამგებელი ამბობს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, „თუმცა საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა.“ დაზარალებული …

მოიალაღეებმა მთა კვესაურა დატოვეს [ფოტო]

აჭარაში მოიალაღეები მთიდან სოფლებში დაბრუნებას სექტემბრის თვის დასასრულს იწყებენ და ოქტომბრის თვის ბოლომდე მთას ტოვებენ. თვეების განმავლობაში მთაში დამზადებული რძის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო საჭიროების მქონე ნივთები სატვირთო ავტომობილებით გადმოაქვთ, საქონელი კი ფეხით გადმოჰყავთ. მთა კვესაური, სადაც ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების – დანდალოსა და ხარაულას მოსახლეობა ეწევა მემთეურობას, სოფელ ხარაულადან 55 კილომეტრითაა დაშორებული. მთა ბოლო მოიალაღემ გუშინ, …

გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 მონაკვეთზე [გოდერძის უღელტეხილი] ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 15 ოქტომბერს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბეშუმის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილი მგავრები გამოიყვანეს, სულ 13 ავტომანქანა. მთავარი ფოტო: რიყეთი, ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მახუნცეთის ჩანჩქერი ძლიერი წვიმის შემდეგ [ვიდეო]

მახუნცეთის ჩანჩქერი ტურისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია აჭარაში. შემოდგომაზე აქ ტურიტების რაოდენობა, ისევე როგორც ბათუმში, მცირდება, თუმცა წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ჩანჩქერთან შორიახლოს მაინც არიან გამყიდველები, რომლებიც სუვენირებსა და ადგილობრივ ნაწარმს ყიდიან. წყალვარდნილი კი ძლიერი წვიმების ფონზე შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სამაშველო: უღელტეხილიდან მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 30 მგზავრი გამოიყვანეს

სამაშველო სამსახურის ცნობით, დღეს, 15 ოქტომბერს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბეშუმის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილი მგავრები გამოიყვანეს, სულ 13 ავტომანქანა. „ეს სამარშრუტო ტაქსები იყო, რომელბიც ჩვეულებრივ, ემსახურებიან მგზავრებს. შეტყობინება შემოვიდა და სამი ჯგუფი გავიდა ადგილზე. თოვლის სიმაღლე იმ დროისათვის ნახევარტი მეტრი იყო“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურში. დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში დილიდან თოვს. ხულოს გამგეობაში ამინდის გაუარესებასთან …

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ევროპის ჩემპიონი გახდა

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ 11 მატჩქულით (17,5 პარტიებში აღებული ქულა) ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ანტალიაში ოქრო მოიპოვა. „ნონას“ შემადგენლობაში თამაშობდნენ: ნანა ძაგნიძე, ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია. ეს ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მესამე გამარჯვებაა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე. „ნონა“ 2014-2015 წლებშიც ევროპის ჩემპიონი იყო. ჩემპიონატი კლუბებს შორის თურქეთში, ანტალიაში მიმდინარეობდა 7-15 ოქტომბერს. ევროპის …

ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვს [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვს. სოფელ თხილვანაში პირველი თოვლი დღეს მოვიდა. თოვლის საფარი რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს.

რატომ არ არიან საარჩევნო სიებში ეროვნული უმცირესობები – შეხვედრა კანდიდატებთან

დღეს, 14 ოქტომბერს, ეროვნულ უმცირესობების წარმომადგენლებს  ბათუმის მერობის ოთხი კანდიდატი – ლაშა კომახიძე, ლევან ანთაძე, თენგიზ თავდგირიძე და ომარ ფარტენაძ შეხვდნენე. რატომ არ არიან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები საარჩევნო სიებში და არის თუ არა ბათუმი ტოლერანტული ქალაქი? – ეს კითხვები დღეს, „თავისუფალ სივრცეში“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ბათუმის მერობის კანდიდატებთან შეხვედრის დროს დაისვა. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს „კუკავა-ლორთქიფანიძე- …

შემდეგი ორი დღე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და შტორმიც

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ბათუმში და, ზოგადად, დასავლეთ საქართველოში დღეს და შემდეგი ორი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. დღეს, 14 ოქტომბერს, ამინდი მკვეთრად გაუარესდება ღამის საათებში. შემდეგი ორი დღის განმავლობაში კი გაძლიერდება ქარი დასავლეთის მიმართულებით ათიდან თორმეტ მეტრ/წამამდე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციითვე, განსაკუთრებით ძლიერი ქარი მოსალოდნელია 16 ოქტომბერს, შესაბამისად, შავ ზღვაზე უნდა ველოდოთ შტორმსაც – 4-5 ბალამდე. ამ …

როდის იქნება ბედნიერი ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე

ქობულეთის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ მირიან ქათამაძეს ამ დრომდე არ მოუსმენია კომპეტენტური მოსაზრება მრავალწლოვანი ხეების გადარგვის გამო ციხისძირის ეკოსისტემის დაზიანების თუ მოსალოდნელი შედეგების შესახებ. არც იმ სამშენებლო პროექტების შესახებ აქვს ინფორმაცია, რომელთა პარამეტრები დადგენილ რეგულაციებს გასცდა – კიდევ რა არ იცის ან იცის მერობის კანდიდატმა, რომელიც ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ქობულეთში ტურიზმის ბუმს შექმნის? – …

ბათუმში აზერბაიჯანული ენის შესაწავლის საკვირაო სკოლა გაიხსნა

ბათუმელ აზერბაიჯანელებს დღეიდან საშუალება ექნებათ მშობლური ენა ბათუმში შეისწავლონ. ენის შესწავლის საკვირაო სკოლის გახსნის ცერემონია სასტუმრო „დივანში“ გაიმართა. ენის გაკვეთილები ამავე სასტუმროს შენობაში, ყოველ შაბათს ჩატარდება. მსურველებს ენას აზერბაიჯანიდან მოწვეული სპეციალისტები შეასწავლიან. ოფიციალურ ღონისძიებას, 14 ოქტომბერს, „დივანში“ ბათუმელი აზერბაიჯანელები, აზერბაიჯანის გენერალური კონსული ბათუმში რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვი, ასევე საკონსულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკვირაო სკოლას ბათუმში საკონსულო დააფინანსებს. „ეს სკოლა არ იქნება …

ბსუ კვლევითი ინსტიტუტისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17 სექტემბერს ქობულეთში კაიკაციშვილის ქუჩაზე №1-ის მიმდებარედ კვლევითი ინსტიტუტის შენობის სამშენებლო სამუშაოების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას გამართავს. 18 სექტემბერს კი, ბათუმში,  ლეონიძის ქუჩაზე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის შენობის მშენებლობა დაიწყება. უნივერსიტეტის რექტორი და მიწვეული სტუმრები კაფსულის ჩადების ცერემონიალში მიიღებენ მონაწილეობას. ორივე პროექტისთვის ჯამში 3,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ვექტორი“ შესარულებს. 200 …

სამი მილიონნახევარი შუხევის სოფლებში სასმელი წყლის მისაყვანად

შუახევის მინიციპალიტეტის გამგეობა სოფელ ინწკირვეთის ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას გეგმავს. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამგეობის შესყიდვების სამსახურმა ორწლიანი ტენდერი გამოცხადა. შესყიდვისთვის სამი მილიონ 646 322 ლარი გაითვალისწინეს. სატენდერო კომისიის ინფორმაციით სასურველია 2017 საბიუჯეტო წლის ბოლომდე შესრულდეს მილიონ ხუთასი ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები. ტენდერის პირობების მიხედვით პროექტი მოიცავს სოფელ ინწკირვეთის მთის გორის ძირიდან მდინარის …

ბათუმის მერობის კანდიდატები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდებიან

ხვალ, 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“ [გამსახურდიას #6] ბათუმის მერობის კანდიდატები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის ორგანიზატორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა 5-7 წუთის განმავლობაში წარადგინონ თავიანთი პროგრამები და უპასუხონ აუდიტორიის შეკითხვებს. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ინფორმაციით დისკუსიაში მიწვეულები არიან მერობის კანდიდატები: ჯელალ ქიქავა – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ლაშა კომახიძე …

მიწის კომისიის თავმჯდომარე გონიოში მიწების დაბრუნებაზე: პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება

„პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება, რა შუაშია არჩევნები,“ – ასე უპასუხა ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ, დავით კოპინაძემ „ბათუმელების“ კითხვას – ხომ არ დაუბრუნეს 13 გონიოელს მიწა სპეციალურად არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე? „მიწის კომისიამ“ მოულოდნელად დღეს, 13 ოქტომბერს გამართა სხდომა და გონიოელებს უთხრა, რომ მათ 2010 წელს ჩამორთმეულ მიწებზე საკუთრებას აღუდგენდნენ. ბათუმის მერიის წინააღმდეგ …

სურსათის ეროვნული სააგენტო : როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ციტრუსოვანი კულტურების აზიური ფარისანასგან დაცვის მიზნით მოსახლეობას მოუწოდებენ სააგენტოს მიერ გადაცემული პრეპრატებით დროულად შეწამლონ ციტრუსი. სააგენტოს ინფორმაციით ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი [ზონდერი 100ეკ; ინსაკარი 100ეკ; თეიქოფ 100ეკ] მაღალეფექტური, ფართო სპექტრის ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება აზიური ფაროსანას, ფოთლის მავნებლების, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატარის, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ …

ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის საკითხი გადაიდო

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებს სულ ცოტა 25 ახალი, დიზელზე მომუშავე ავტობუსი უნდა დაემატოს. მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკის განახლებაზე საუბარი რამდენიმე წელია მიდის, ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ ტექნიკურ დოკუმენტაციას ამჯერად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი [EBRD] სწავლობს, ტენდერს კი ბანკისგან მიღებული საბოლოო დოკუმენტების საფუძველზე გამოაცხადებენ. EBRD-ისგან „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ „საბოლოო ტექნიკურ დოკუმენტაციას“ ერთ …

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე 13 გონიოელს მიწა დაუბრუნეს

ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 13 გონიოელს მიწის საკუთრება აღუდგინა. გადაწყვეტილება კომისიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე დავით კოპინაძემ თქვა, რომ კომისიის წევრებმა თითოეული შემთხვევა დეტალურად შეისწავლეს. „დადგინდა, რომ მიწის საკუთრების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მოწმობები არ გააჩნიათ,”- დასძინა კომისიის თავმჯდომარემ. “ტაში უნდა დაგიკრათ ალბათ. დიდი მიღწევაა, თუკი ამდენი წლის და 36 …

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ხულოში

ხულოს საკრებულოს მოქმედი წევრი, პროფესიით იურისტი, ნუგზარ სოლომონიძე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ხულოში. ხულოს საკრებულოში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-ის კვოტით შევიდა, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ თანაგუნდელები გამოეყო და ცალკე პარტია ჩამოაყალიბეს, ნუგზარ სოლომონიძე „ევროპული საქართველოში“ გადავიდა. 2000-2002 წლებში ის კურორტ ბეშუმის იურისტად, ხოლო 2010-2013 წლებში დიაკონიძეების თემში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა. ბატონო ნუგზარ, რატომ გაემიჯნეთ …

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიორს ვერ ყიდულობს

„ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალის ფერმერებისთვის გადასაცემად, „აგროპროექტების მართვის ცენტრს“ 48 ტონა ნიორის სათესლე მასალა უნდა შეესყიდა. ნიორი მთაში ოქტომბრის თვის ბოლომდე უნდა დაირგოს და სათესლე მასალას ამ დროისთვის 258 ბენეფიციარი ითხოვს. მათ ნიორი, 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით უნდა გადაეცეთ, თუმცა „აგროპროექტების მართვის ცენტრში“ პროგრამის ჩავარდნას არ გამორიცხავენ. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „აგროპროექტების მართვის ცენტრში“ …

კოლეჯი ,,გოლდენსიი” მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას იწყებს

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი ,,გოლდენსიი” მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას იწყებს. კოლეჯი სასწავლო პროცესს ახორციელებს დუალური პრინციპით. სტუდენტები სასწავლო პროცესს გადიან დამსაქმებლებთან, რაც მათ აძლევს შანსს,  მარტივად მიიღონ საბოლოო შედეგი – დასაქმდნენ. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენი კოლეჯის სტუდენტები, რომლებიც თორიულ და პრაქტიკულ სწავლას დამსაქმებელთან გადიოდნენ, დასაქმდნენ სწორედ იმ სამუშაო ადგილას, სადაც მიმდინარეობდა სასწავლო კურსი (სასტუმრო …

ბათუმის მერობის კანდიდატების ქონება და გამოცდილება – „გამჭვირვალობის“ კვლევა

ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელმა მალხაზ ჭკადუამ დღეს ჟურნალისტებს კვლევა წარუდგინა, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ბათუმის მერობის კანდიდატებად დასახელებული პირების, ასევე პარტიული სიების პირველი ნომრებისა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატებად დასახელებული პირების ქონებას, ბიზნესინტერესებსა და მათ სამუშაო გამოცდილებას ეხება. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ლაშა კომახიძე – ბათუმის მერობის …

მერიამ „ოცნების“ კანდიდატის ოჯახის კომპანიას მილიონნახევრიანი ხელშეკრულება გაუფორმა

ბათუმის მერიამ მილიონნახევრიანი ხელშეკრულება გაუფორმა „აჭარგანათებას“. კომპანია ბათუმში რუსთაველის დასახლებაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი თოფურიძის ოჯახს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი, ნიკოლოზ თოფურიძე, ირაკლი თოფურიძის ძმაა, კომპანიის 52 პროცენტის მფლობელი ზოია დოლიძე კი – დედა. ბათუმის მერიამ კომპანიას ზუსტად მილიონ 509 999 ლარის ღირებულების სამუშაო დაუკვეთა. „აჭარგანათებამ“ საახალწლოდ ბათუმის მორთულობა და ნაძვის ხეების მონტაჟი და უნდა უზრუნველყოს. …

ვის საარჩევნო პროგრამაში მოხვდა ფაროსანა

აზიური ფაროსანას გამო დღეს ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. მანამდე, 25 სექტემბერს, ფაროსანას შესევის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა ბათუმის 23-ე საჯარო სკოლის მეორე სართულზე. ფაროსანამ სოფლებში თხილის მოსავლის დიდი ნაწილი დააზიანა. ფაროსანა მოხვდა „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო პროგრამაშიც, სადაც ვკითხულობთ: „ბათუმის განაპირა უბნებში, განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებში, ხშირია სხვადასხვა მავნებლების გააქტიურე­ბა. განსაკუთრებით საგრძნობია ამერიკული პეპელას, …

ფაროსანას გამო ბათუმში საბავშვო ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი შეაჩერეს

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებში სამუშაო პროცესი სამი დღით შეწყვიტა. გაერთიანების განცხადებით, მიზეზი ბაღებში აზიური ფაროსანას შეწამვლის სამუშაოებია. „მწერის გასანადგურებლად შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს საბავშვო ბაღების ეზოებს. სამი დღით სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო გადაწყდა,“ – აღნიშნულია ბათუმის საბავშო ბაღების განცხადებაში. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი …

ძარცვისთვის „სანტას“ 4 წელი მიუსაჯეს

27 წლის ჯემალ მარშანიას მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯემალ მარშანიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუდასტურა, რომ მან ახალი წლის საღამოს სანტას ფორმაში გამოწყობილმა სათამაშო იარაღის მუქარით გაძარცვა „იალჩინ მარკეტში“ მდებარე სავალუტო ჯიხური. საუბარია გასული წლის 31 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ჯემალ მარშანია 14 იანვარს დააკავეს. მას კონკრეტულად 9 800 ლარის …

რატომ უნდა შეიძინოთ ბინა ბათუმის ბულვარში მშენებარე „ალიანს პალასში“ – ათი ფაქტი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმის ბულვარში უმაღლესი კლასის, 41-სართულიან ცათამბჯენს აგებს. ეს მრავალფუნქციური, პრემიუმ-კლასის აპარტამენტებია გამართული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე ცხოვრებას მორგებული საჭიროებებითა და კომფორტით. ქვემოთ ჩამოთვლილი ათი ფაქტი ბათუმში „ალიანს პალასის“ უნიკალურობას გამოკვეთს. [checklist] „ალიანს პალასი“ მათთვისაა, ვისაც მრავალფუნქციური გარემო იზიდავს. ცათამბჯენის პირველ ხუთ სართულზე ცნობილი ბრენდის, Courtyard Marriott-ის სასტუმრო განთავსდება. რესტორნები და …

„ჭოროხის გზის“ ერთკილომეტრიანი მონაკვეთი 1 მილიონად გაკეთდება

„ჭოროხის გზის“ [მონაკვეთი: მახოს ხიდი-გონიოს ხიდი] ერთკილომეტრიან მონაკვეთს კომპანია „ტ.ტ.“ შეაკეთებს, რომელთანაც აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტმა ხელშეკრულება მიმდინარე წლის 27 სექტემბერს 1 031 073 ლარზე გააფორმა. სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. შესაბამის ტენდერში „ტ.ტ.“-ს გარდა „ზიმო 7“-იც მონაწილეობდა, რომლის შეთავაზება 1 073 737 ლარი იყო. გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე წელს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაა …

ბილ ვიოლა – ვიდეოარტისტი, რომელიც ცხოვრებას ნაწილებად შლის

ბილ ვიოლა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო-არტისტია. დაბადება, გარდაცვალება, შიში, სევდა, სიხარული – 66 წლის არტისტის ნამუშევრები ემოციებს შთამბეჭდავი ფერებით, შენელებული კადრებით გადმოსცემს. ცხოვრების ნაწილებად დაშლა და მშვიდად თვალიერება ბილ ვიოლას მეთოდია. ვიდეო-არტი მისი პირველი ნამუშევრების გამოჩენისთანავე იქცა თანამედროვე ხელოვნების განუყოფელ ნაწილად. არტისტის ნამუშევრებს პერიოდულად მსოფლიოს ყველა დიდ მუზეუმსა და გალერეაში აჩვენებენ. ვიოლა 70-იანი წლების დასაწყისიდან შეუდგა ვიდეოარტზე მუშაობას, …

ხულოში გამოყვანილი ნივრით ევროპის ბაზარზე

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში მცხოვრებ ართმელაძეების ოჯახს ნიორი ორი წელია გამოჰყავს. ართმელაძეებმა ნიორი პირველად სოფლიდან 17 კილომეტრით დაშორებულ მთა ლოდიძირზე 2015 წლის შემოდგომაზე დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე დარგეს და პირველი მოსავალიც – ერთი ტონა ნიორი შარშან შემოდგომაზე მიიღეს. ხულოში ართმელაძეების ოჯახის მიერ გამოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა ნიორი ევროპის ბაზარზეც გაიყიდა. „სახელმწიფო პროგრამით 150 კილოგრამი სათესლე ნიორი …

Exit mobile version