მთავარი,სიახლეები

ბათუმში აზერბაიჯანული ენის შესაწავლის საკვირაო სკოლა გაიხსნა

14.10.2017
ბათუმში აზერბაიჯანული ენის შესაწავლის საკვირაო სკოლა გაიხსნა

ბათუმელ აზერბაიჯანელებს დღეიდან საშუალება ექნებათ მშობლური ენა ბათუმში შეისწავლონ. ენის შესწავლის საკვირაო სკოლის გახსნის ცერემონია სასტუმრო „დივანში“ გაიმართა. ენის გაკვეთილები ამავე სასტუმროს შენობაში, ყოველ შაბათს ჩატარდება. მსურველებს ენას აზერბაიჯანიდან მოწვეული სპეციალისტები შეასწავლიან.

ოფიციალურ ღონისძიებას, 14 ოქტომბერს, „დივანში“ ბათუმელი აზერბაიჯანელები, აზერბაიჯანის გენერალური კონსული ბათუმში რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვი, ასევე საკონსულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკვირაო სკოლას ბათუმში საკონსულო დააფინანსებს.

„ეს სკოლა არ იქნება მხოლოდ ბათუმში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის. აქ აზერბაიჯანული ენის შესწავლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება… სკოლას აზერბაიჯანის ხელისუფლება ფინანსურად უჭერს მხარს, ამასთან, აქ არა მარტო ენის გაკვეთილები ჩატარდება, არამედ საუბარი იქნება ისტორიასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გენერალურმა კონსულმა.

ენის შესწავლის კურსების გახსნის თხოვნით აზერბაიჯანის საკონსულოს ბათუმში, საქართველო-აზერბაიჯანის საქველმოქმედო ორგანიზაციამ მიმართა. ეს ორგანიზაცია ბათუმში ფუნქციონირებს და ის ერთგვარი სათვისტომოა ბათუმელი აზერბაიჯანელებისთვის. ორგანიზაციის პრეზიდენტის, ვიდადი ახუნდოვის განცხადებით, ბათუმში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს მშობლიური ენა ფაქტობრივად დავიწყებული აქვთ, ისინი ერთმანეთში ძირითადად ქართულად და რუსულად ურთიერთობენ. ენის შესწავლის სურვილი ოცზე მეტმა ადამიანმა უკვე გამოთქვა.

აზერბაიჯანელები აჭარაში, კერძოდ ბათუმში, ძირითადად მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყსიდან ცხოვრობენ. საზოგადოების ინფორმაციით, აჭარაში დღეს ათასზე მეტი ეროვნებით აზერბაიჯანელი ცხოვრობს.

აზერბაიჯანული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლა

აზერბაიჯანული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლის პრეზენტაცია

აზერბაიჯანული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლის გახსნა / ბათუმი / 14.10.2017

აზერბაიჯანული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლის გახსნა / ბათუმი / 14.10.2017

აზერბაიჯანული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლის გახსნა / ბათუმი / 14.10.2017

აზერბაიჯანული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლის გახსნა / ბათუმი / 14.10.2017

აზერბაიჯანული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლა (4)

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.