ხულოში ვეტერინარული კლინიკა აშენდება

აგროსერვისცენტრი ხულოში ვეტერინარული კლინიკის მშენებლობას იწყებს. კლინიკის მშენებლობისთვის 47 650 ლარია გათვალისწინებული. ვეტერინარული კლინიკა დაბა ხულოში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, N3-ში აშენდება. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება 30 ოქტომბერს დასრულდება, კლინიკა კი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა აშენდეს. აგროსერვისცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კლინიკა მოემსახურება როგორც მსხვილფეხა, ასევე სხვა შინაურ ცხოველებსაც [მაგალითად, ძაღლი, კატა]. ანალოგიური კლინიკა მიმდინარე წლის …

გია ყანჩელი პაუზებს შორის

„არა, ოვაციებს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,“ – მითხრა მან მტკიცედ და გაჩუმდა, ხელჯოხი ოდნავ შეაქანა და იატაკს მიაჩერდა რამდენიმე წამით. მაგიდასთან ვსხედვართ. ჰოლიდან ჩვენამდე მხოლოდ ნაბიჯების ხმა ისმის, ადამიანები მიდი-მოდიან… მერე მზერა გამისწორა. „როდესაც მთავრდება შესრულება, თითქმის ყველა ჩემი ნაწარმოები გადადის სიჩუმეში“, – განაგრძო მან კიდევ უფრო მშვიდი ხმით. – „ეს სიჩუმე გრძელდება 5 …

ოქტომბრის ბოლო, უნალექო შაბათი ბათუმში – ამინდის პროგნოზი

ხვალ, 28 ოქტომბერს, ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექო. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში,“ – ამბობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. სინოპტიკოსების თქმით, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 8-13 გრადუსი, დღისით კი 17-22 გრადუსი იქნება. მთაში მოსალოდნელია ღამით 1- 6, დღისით 8-13 გრადუსი სითბო. 29 ოქტომბრიდან კი ბათუმში და …

341 ათასი ლარი აჭარის მთავრობის შენობის რემონტისთვის

აჭარის მთავრობა ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე შენობის კაპიტალურ რემონტსა და რეკონსტრუქციას გეგმავს, რითვისაც აჭარის ბიუჯეტში 341 ათასი ლარია გათვალისწინებული. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 4 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის პირობების მიხედვით გარემონტდება მთავრობის შენობის სახურავი, გარე ფასადი, კიბის უჯრედი, სველი წერტილები, წყალმომარაგება-კანალიზაცია, მოეწყობა არქივი, …

რატომ არის დედობა პოლიტიკური აქტი

გენდერის მკვლევარი თამთა თათარაშვილი დღეს, 26 ოქტომბერს ბათუმში დისკუსიას მართავს. დისკუსიის თემა, დედობის პოლიტიკური მნიშვნელობაა. რატომ ვერ ახერხებენ  ქალები ხშირ შემთხვევაში გათავისუფლდნენ  აღზრდის თავსმოხვეული  სტერეოტიპებისგან და თვითონ შეცვალონ  კულტურული გარემო? ამ თემაზე თამთა თათარაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს. თამთა, რაში მდგომარეობს დედობის პოლიტიკური მნიშვნელობა? ბუნებრივია სანამ ამ კითხვამდე მივიდოდი, მანამდე მე თვითონ დავდექი იმ რეალობის წინაშე, რასაც …

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო „სოკარს“ 7127 ლარს და 20 თეთრს სთხოვს

7127 ლარსა და 20 თეთრს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიმს“ სთხოვს. დავის საგანი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაა, რაშიც „სოკარი“ 2014 წლის 8 ივლისიდან 2015 წლის 24 მარტამდე ფულს არ იხდიდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. საუბარია „მაკდონალდსის“ გარე ტერიტორიის ნაწილსა და გზაზე [აქ „სოკარს“ ბენზინგასამართი სადგურიც …

„ჰარი პოტერი-მაგიის ისტორია“ ბრიტანული გამოფენა პოტერჰედებისთვის

ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა 2018 წლის 28 თებერვლამდე მასპინძლობს გამოფენას სახელწოდებით ,,ჰარი პოტერი – მაგიის ისტორია’’, რომელიც მეგობრობის, სიყვარულის, სიკეთისა და ბოროტების მარადიული ბრძოლის ყველასთვის საყვარელ ამბავს ეძღვნება. ექსპოზიციაზე უძველესი მანუსკრიპტები, იშვიათი წიგნები და ძველი, საყოფაცხოვრებო ნივთებია წარმოდგენილი ბიბლიოთეკის არქივიდან. დამთვალიერებელს შეუძლია მაგიურ წარსულში იმოგზაუროს და ბრიტანული ფოლკლორის ტრადიციებს გაეცნოს, რომელიც ჯოან როულინგის შთაგონების წყაროდ იქცა …

კომპანია, რომელმაც ბათუმის პორტთან ესტაკადა უნდა ააშენოს, გამოვლენილია

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამარჯვებული კომპანია გამოავლინა, რომელიც ესტაკადას 14 370 000 ლარად ააშენებს. სამინისტროს ესტაკადის მშენებლობას ორი კომპანია სთავაზობდა: „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“. ტენდერში გამარჯვებული „კავკასუს როუდ პროჯექტია“, რომელმაც ესტაკადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 320 დღეში უნდა ააშენოს. „კავკასუს როუდ პროჯექტს“, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენის შემდეგ, აჭარის ფინანსთა და …

ნინო ქათამაძისა და INSIGHT-ის კონცერტი ბათუმში

12 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნინო ქათამაძისა და INSIGHT-ის კონცერტი – „შემოდგომის ბათუმი“ გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სიმფონიური ორკესტრი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 20,25 და 30 ლარია.

სკოლა ევრო–2000–ის მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა გერმანიაში

უკვე რამდენიმე წელია, რაც სკოლა ევრო 2000–ს პარტნიორი სკოლა ჰყავს გერმანიის ქალაქ ელმსჰორნში. ბისმარკის სახელობის გიმნაზიასა და ჩვენს სკოლას შორის პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა სამი წლის წინ, როდესაც სკოლას ბისმარკის სახელობის გიმნაზიის დირექტორი სტუმრობდა. რიგით მეოთხე გაცვლითი პროგრამა 2017 წლის სექტემბერში შედგა. გერმანული ენის პედაგოგები, ირმა დავითაძე და მაია დუმბაძე, მე–10, მე–11 და მე–12 კლასების მოსწავლეებთან …

საია: გამოდის, ჩვენ წამებში უნდა დავწეროთ საჩივრები

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადმინისტრაციული სარჩელი ბათუმის საოლქო კომისიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საია ასაჩივრებდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც საიას უარი უთხრეს საარჩევნო დარღვევებზე მომზადებული 6 საჩივრის განხილვაზე. ოლქმა მიიჩნია, რომ საჩივრები დაუყონებლივ უნდა წარმოდგენილიყო და არა დარღვევის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მართებულად მიიჩნია საოლქო კომისიის მიდგომა. მისი თქმით, რთულია იმის …

სოფლის ექთნებს ხელფასი გაეზრდებათ

მომავალი წლის იანვრიდან სოფლის ექთნებს ხელფასი გაეზრდებათ. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების [პჯდ] ექთნების შრომის ანაზღურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულების 100 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დანამატი სოფლის პჯდ ცენტრებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში გაიცემა. გაზრდილ ანაზღაურებას 110 ექთანი მიიღებს. ეს ცვლილება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლში, აჭარის …

მოსამართლე: ამომრჩეველს არ ჰქონია პრეტენზია ბიულეტენების დანომვრაზე

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ არ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი ბათუმის საარჩევნო ოლქის წინააღმდეგ. საოლქო კომისიამ განუხილველი დატოვა 4 სარჩელი იმ მოტივით, რომ ისინი დაუყოვნებლივ არ წარედგინა კომისიას. „სამართლიანი არჩევნები“ ასევე ასაჩივრებდა ბათუმის 29-ე უბანზე საოლქო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საჩივრის მიხედვით, ამ უბანზე რეგისტრატორი ბიულეტენებს ნომრავდა და „ფარულობის პრინციპი“ დაირღვა. „სამართლიანი არჩევნები“ ბიულეტენების ხელახლა გადათვლას და …

თამარ გურჩიანის ლექცია ბათუმში – როგორ უნდა მიაწვდინო ხმა ხელისუფლებას

28 ოქტომბერს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი ისაუბრებს თემაზე , სამოქალაქო საზოგადოება და გაერთიანების უფლება საქართველოში. საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომელსაც არც პარტიული პოლიტიკური გზით სურს სიარული და არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია. როგორ უნდა მიაწვდინოს ხმა ხელისუფლებას, როგორ უნდა მოახდინოს …

გაუმართავი ავტომანქანები და მოტყუებული საფინანსო ორგანიზაცია – დაკავებულია ორი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების  მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირია დაკავებული. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტის პერიოდში, ბრალდებულებმა სხვისი კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, შეიძინეს BMW-ს მარკის X5-ის მოდელის გაუმართავი 5 ავტომანქანა. რამდენიმე შემთხვევაში მათ მხოლოდ ავტომანქანის ძარის შეძენა მოახდინეს. ამის შემდგომ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა …

ბათუმის მომავალი მერი საკადრო პოლიტიკაზე: „ძალიან გაბედული ვარ გადაწყვეტილებებში“

შესთავაზებს თუ არა თანამშრომლობის გაგრძელებას ბათუმის ახალი მერი მოქმედი მერის – გიორგი ერმაკოვის მოადგილეებს, ამაზე ლაშა კომახიძე ჯერ არ საუბრობს. „მოადგილეებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტული პასუხისგან, იმიტომ, რომ  არის გარკვეული საკითხები, რომლებშიც უფრო ღრმად მჭირდება ჩახედვა,“ – ამბობს ლაშა კომახიძე. რაც შეეხება სამსახურების უფროსებს, უკვე ცნობილია, რომ ბათუმის ახალ მერს სამსახურში ჯერ კიდევ …

ქუჩაში ფოტოს იძულებით გადაღებისთვის პოლიციას კომპენსაციას სთხოვენ

მოქალაქე ბეგი ტაკიძე პოლიციის წინააღმდეგ სასამართლოში დაობს. იგი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს პოლიციისგან. პოლიციამ ბეგი ტაკიძე და „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი – ბექა რომანაძე 29 მარტს გააჩერა ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე და ფოტოს გადაღება აიძულა. „მოვიდა პოლიციის თანამშრომელი და გვთხოვა მაიდენტიფიცირებელი საბუთების წარდგენა. პოლიციის თანამშრომელს წარვუდგინეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მივაწოდე ჩემი პასპორტი და მოხდა იდენტიფიცირება, მაგრამ პოლიციის მუშაკმა …

ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, რესურსცენტრის შენობის წინ ინციდენტი მოხდა. ჩხუბის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაჭრეს, რომელიც ამ დროისთვის ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი. ქობულეთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ დაჭრილი საავადმყოფოში მოქალაქეებმა გადაიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებიათ. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, ჩხუბი რამდენიმე ახალგაზრდას შორის მოხდა და ერთ-ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს …

რა იცვლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა როინ გავაშელიშვილის და ვალერიან მიგინეიშვილის სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უკავშირდება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად სარგებლობის უფლება მიეცემათ იმ პირებს, ვინც 2013 წლის პირველ ივლისამდე კერძო დაზღვევით სარგებლობდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საყოველთაო დაზღვევით სრულად ვერ სარგებლობდნენ ადამიანები, ვინც …

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფისს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაარემონტებს

ბათუმში „საბაევის სახლი“, რომლის რესტავრტაცია-რეაბილიტაციისთვის გასულ წელს ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა, გასარემონტებელია. ამ შენობაში, რომელშიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია განთავსებული, შიდა სარემონტო სამუშაოებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჩაატარებს. შესაბამის მომსახურებას სააგენტო ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 96 500 ლარი აქვს გათვალისწინებული. სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, შენობაში სხვადასხვა სამუშაო იქნება ჩასატარებელი. მათ შორის: ამორტიზებული …

მდინარე ბარცხანაში ნავთობი იღვრება – სახელმწიფო პრობლემას არ აგვარებს [ვიდეო]

ზღვასა და ნავთობტერმინალს შორის, მდინარე ბარცხანაში, ნავთობის შემცველი ნივთიერება იღვრება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მოქალაქემ აცნობა. ადგილზე  „ბათუმელებს“ ნავთობტერმინალის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ პერიოდულად წმენდნენ მდინარეს და დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება. იგივე გვითხრეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მდინარის კალაპოტი მხოლოდ ზედაპირულად დაათვალიერეს და წასვლამდე მოკლედ განმარტეს, პერიოდულად მეორდება ნავთობის შემცველი პროდუქტის ჩაღვრა ბარცხანის ხიდთან. …

ბათუმში სახალხო დამცველის წარმომადგენლობას ახალი ოფისი ექნება

სახალხო დამცველის წარმომადგენლობას ბათუმში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ოფისისთვის ფართს გადასცემს. ახალი ოფისისთვის ფართი გამოყოფილი იქნება ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში არსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში. სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელის, ციალა ქათამიძის თქმით, ფართი გარემონტებულია, თუმცა არ არის ადაპტირებული. „შენობის პირველ სართულზე გვაძლევენ ოფისს, სამინისტრომ მოგვწერა უკვე წერილი სადაც ამბობს, რომ მზად …

მზის ენერგიაზე მომუშავე ოთხი ჭკვიანური გამოგონება

მზე შეიძლება ყველაზე დიდ ენერგეტიკულ რესურსად იქცეს, თუმცა 99%-ით დღემდე სხვა სახის ენერგიაზე ვართ დამოკიდებული. აშშ-ში, მაგალითად, მზე, როგორც ალტერნატიული ენერგია, მხოლოდ ერთი პროცენტითაა ათვისებული. სერბეთის, ჰოლანდიის, ფინეთისა და გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე მზის ენერგიის გამოყენების ოთხი ჭკვიანური მაგალითი არსებობს. 1.მარწყვის ენერგია (Strawberry Energy) თუ ბელგრადში მობილური ტელეფონი გაგეთიშებათ, შეგიძლიათ ,,მარწყვის ხე’’ მოძებნოთ და მზის ენერგიით დამუხტოთ, …

წყვილები, რომლებმაც მსოფლიო ხელოვნების ისტორია შეცვალეს

წყვილები, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ ძალიან ეხმარებიან ერთმანეთს და გაუცნობიერებლად ბევრ საინტერესო რამეს, დიდ საქმეებს, ხელოვნებაში განსხვავებული მიმდინარეობის დასაწყისს, ან სულაც ახალ ეპოქას იწყებენ განსხვავებული ხედვით. ვიხსენებთ რამდენიმე წყვილს, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს ხელოვნების ისტორიაში, თუმცა ეს სია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.                               …

სოფელ გორგაძეებში ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმი მოეწყობა

ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმი ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში მოეწყობა. სახლ-მუზეუმის მოსაწყობად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ქობულეთის გამგეობამ ტენდერი გუშინ, 24 ოქტომბერს გამოაცხადა. პროექტის შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 10 ათასი ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს „სრული არქიტექტურული ნაწილის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული ნაწილის, საინჟინრო-კომუნალური შიგა და გარე ქსელების პროექტისაგან, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვა.“ სატენდერო კომისიაში ჯერ …

ნგრევა ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე #61-ში , სადაც რესტორანი „ბრემენი“ ფუნქციონირებდა, მესაკუთრე ეთერ ქილიფთარი ძველი შენობის დემონტაჟის ხარჯზე ახალი მრავალფუნქციური შენობის აშენებას გეგმავს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც  მშენებელმა ახალი პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის  სააგენტოს შეათანხმა. საბჭოს შვიდი წევრიდან, რომელიც სხდომას ესწრებოდა, ექვსმა თანხმობა განაცხადა, რაც იმას ნიშნავს  რომ საკითხი …

კოსმოსური ბანაკი „Rocket Club“-ი ბათუმის ამერიკულ კუთხეში

არასამთავრობო ორგანიზაცია MGSDV-“Youth for Democracy” აცხადებს რეგისტრაციას 14-დან 17-წლამდე მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის “კოსმოსურ ბანაკში” მონაწილეობის მისაღებად.  “კოსმოსური ბანაკი” ბათუმის, ზუგდიდის და თელავის ამერიკულ კუთხეებში ჩატარდება. კოსმოსური ბანაკი მოიცავს სალექციო პროგრამას და პრაქტიკულ სამუშაოებს სარაკეტო და ჰაერნაოსნობის ინჟინერიასა და კოსმოსური სივრცის კვლევის მიღწევების შესახებ.“კოსმოსურ ბანაკში” მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს 14-დან 17-წლამდე, ბათუმის, ზუგდიდის ან თელავის ამერიკული კუთხეში არსებული “Rocket Club”-ის …

ბათუმში, კორპუსის სარდაფში, ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობის გაჟონვაზე საუბრობენ

ბათუმში, გორგილაძის #94-ში მცხოვრებლების ინფორმაციით, ახალაშენებული მრავალბინიანი სახლის სარდაფიდან ნავთობი ამოტუმბეს. მათივე ინფორმაციით, ნავთობი მათი სახლის სარდაფში სახლის წინ მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურის რეზერვუარიდან მოხვდა. ამბობენ, რომ ამის გარკვევა მათ სარდაფიდან აღებული სინჯით შეძლეს: „სინჯი ექსპერტიზაზე წაიღეს. აქ ამბობენ, რომ „სოკარის“ რეზერვუარიდან ბენზინი ამ დრომდე ჟონავს. „…ზაფხულში ჩვენს ბინაში ნავთობის მკვეთრი სუნი დადგა, ბავშვებს გულისრევის …

შემოდგომა ბათუმში [ფოტო]

საქმის, ქაღალდების, ციფრების, დედლაინების, დაუსრულებელი თუ დასრულებული ისტორიების ზღვაში, ყოველთვის მოიძებნება ერთი საათი, როცა გაქვს შანსი სადმე გახვიდე და დაისვენო. თუ გაგიმართლა და ბათუმში ხარ, მაშინ შეგიძლია ექვსი მაისის პარკში შემოდგომის მზეს მიეფიცხო, ტბაში მოცურავე იხვების ცქერით გაერთო, ან უბრალოდ ბალახზე წამოწვე და არაფერზე იფიქრო.      

დედობა როგორც პოლიტიკური აქტი -დისკუსია ბათუმში

26 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 18:30 სთ-ზე, ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია – „დედობა როგორც პოლიტიკური აქტი“. „პატრიარქალურ კულტურაში დედობა განსაზღვრულია, როგორც საშინაო და კერძო პრაქტიკა, რომელიც, ძირითადად, გრძნობებისა და ემოციების ტერმინებით ხასიათდება. ამგვარი ჩარჩო უგულვებელყოფს დედის სპეციფიკური აზროვნებისა და დედობის პოლიტიკური ზეგავლენის შესაძლებლობებს. ამავდროულად, საშინაო სივრცეში ჩაკეტვა დედების ერთმანეთისგან იზოლირებასაც უწყობს …

ვინ არიან ბათუმის საკრებულოს ახალი წევრები

„ქართული ოცნება“ ბათუმის ახალ საკრებულოში 19 წევრით იქნება წარმოდგენილი. პროპორციული სიით საკრებულოში შევლენ: სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძე, წინა მოწვევის საკრებულოს  წევრი, ირაკლი მიქელაძე, ექიმი ნერიმან ცინცაძე, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე, დიმიტრი ჭეიშვილი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული,  ბესარიონ გოგოტიშვილი, დავით მახარაძე, ნატალია ძიძიგური და თამაზ დევაძე.  საკრებულოს ათი წევრი კი, მაჟორიტარობის  …

რატომ ჭიანურდება პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეზე ძალადობის საქმის გამოძიება   

გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა ირაკლი ქაჯაიას საქმეზე. გასული წლის ივლისში იგი სამართალდამცველებმა ბათუმის ბულვარში დააკავეს. პოლიციის ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით, ირაკლი ქაჯაია პოლიციის მე-6 განყოფილებაში ჯანმრთელი შევიდა, იქედან კი ფიზიკური დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში – მას ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული. გამოძიება კონკრეტული პოლიციელების წინააღმდეგ 2016 წლის აგვისტოში დაიწყო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე მიიჩნევს, რომ გამოძიება, რითაც პოლიციელების …

ავტობანი: გვირაბთან სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის ორთავე მხარეს გზებზე და გზის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება. ჩაქვის მხარეს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ ქობულეთის შემოვლითი ახალი გზის არსებულ მაგისტრალთან დაერთებას ახორციელებს, მახინჯაურის მხარეს კი მოეწყობა ავტომობილების მოსაბრუნებელი კვანძი. ამასთან, ამ ადგილიდან დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაც. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციაში აცხადებენ, რომ უშუალოდ გვირაბში მიმდინარე …

ვისგან და რის გამო აიღო ქრთამი ბათუმის მერიის თანამშრომელმა – გამოძიების ვერსია 

სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ფუტკარაძე. წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 23 ოქტომბერს, გაიმართა. გიორგი ფუტკარაძე 19 სექტემბერს დააკავა სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. მაშინ სამართალდამცველებს არ უთქვამთ, რის გამო და რა ვითარებაში აიღო ქრთამი ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა. „ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა გამოძიების ოფიციალური ვერსიის შესახებ. პროკურატურის …

საია ბათუმის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის საშიში ტენდენცია

„უსაფუძვლოა“, „არაა საკმარისი მტკიცებულებები“ – ეს ფრაზები ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ დღევანდელ სხდომაზე რამდენჯერმე თქვა. საოლქო კომისიამ დღეს, 23 ოქტომბერს, საარჩევნო დარღვევებზე სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაწერილი საჩივრები განიხილა. ოლქს არ მოუწვევია რომელიმე საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ან წევრი, რომ დადგენილიყო, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას საჩივარში აღწერილი დარღვევა. კომისიას კითხვები არავისთვის დაუსვამს. უსაფუძვლობის მოტივით საოლქო კომისიამ, …

როგორ ჩაკეტა სასამართლომ მუნიციპალური შპს-ებიდან ინფორმაციის მიღება

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ არ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი მუნიციპალური შპს-დან საჯარო ინფორმაციის მიღებაზე. საია შპს „ბათუმის წყლისგან“ ითხოვდა ინფორმაციას საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ. „ბათუმის წყლის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ბათუმის მერიაა. მერიამ „ბათუმის წყალს“ მარტო 2017 წელს, არაპირდაპირი წესით, 10 მილიონ 500 ათასი ლარი გამოუყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური შპს …

Exit mobile version