რეკლამა,სიახლეები •

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15.10.2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის, 2026 წლის Foreign Exchange Awards-ზე თიბისიმ საქართველოში საუკეთესო სავალუტო ბანკის ტიტული მოიპოვა. ჯილდო თიბისიმ სავალუტო ბაზრის ეროვნულ კატეგორიაში მიიღო, რაც ბანკის სავალუტო მიმართულების მასშტაბს, მომსახურების ხარისხსა და ბაზარზე ძლიერ  პოზიციას უსვამს ხაზს.

Euromoney Foreign Exchange Awards სავალუტო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს. ჯილდოს ფარგლებში ყურადღება ექცევა ბანკების ფინანსურ შედეგებს, ინოვაციებს, კლიენტებისთვის შექმნილ ღირებულებასა და ბაზარზე გავლენას.

Euromoney-ის შეფასებით, 2025 წელს თიბისიმ კიდევ უფრო გააძლიერა სავალუტო მომსახურება და ციფრული შესაძლებლობები, მათ შორის, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სავალუტო ოპერაციების მიმართულებით. გასულ წელს საქართველოში განხორციელებული სავალუტო ოპერაციების დაახლოებით 42% თიბისიზე მოდიოდა.

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, Bloomberg-ის პლატფორმის საშუალებით განხორციელებული სავალუტო ოპერაციების მოცულობამ 2025 წელს 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ბანკის სავალუტო მიმართულებიდან მიღებული შემოსავლების 80%-ზე მეტი მომხმარებლების მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე მოდიოდა.

Euromoney-ის მიერ თიბისის საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დასახელება მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. სავალუტო ბაზარი გლობალური ფინანსური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული მიმართულებაა, სადაც წარმატებას განსაზღვრავს როგორც ბაზრის მასშტაბი, ისე მომსახურების ხარისხი, ტექნოლოგიური შესაძლებლობები და საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირების უნარი. ამ მიმართულებაში ქვეყნის საუკეთესო ბანკად დასახელება ადასტურებს, რომ თიბისის სავალუტო მომსახურება და შესაძლებლობები საერთაშორისო, ავტორიტეტული ფინანსური გამოცემის შეფასებითაც საუკეთესოა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: