მეორე დღეა ინტენსიურად თოვს მაღალმთიან აჭარაში. ფოტორეპორტაჟი ხულოს სოფელ რიყეთიდან
Category Archives: მთიანი აჭარა
სოფლებში გზების გაწმენდა დილიდან განახლდება – აჭარის მთაში ინტენსიურად თოვს
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიან სოფლებში ამ დროისთვის ინტენსიურად თოვს, თუმცა გადაადგილების სერიოზული პრობლემები ამ ეტაპზე არ არის. „ხულოში, დაბაში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს, სოფლებში კი, 50 სანტიმეტრს გადააჭარბა; შუახევის სოფლებში – 40 სანტიმეტრს. თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდებოდა მთელი დღის განმავლობაში. სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზები ყველგან გაწმენდილი იყო, თუმცა, …
Continue reading “სოფლებში გზების გაწმენდა დილიდან განახლდება – აჭარის მთაში ინტენსიურად თოვს”
ბათუმში ქარმა 40-ზე მეტი ხე მოგლიჯა – მერია
ბათუმში წუხელ ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია. წაქცეული ხეები დაეცა ავტომანქანებსაც. ქალაქის მერიის ინფორმაციით „ძლიერი ქარის შედეგად 40-ზე მეტი ხე-მცენარე დაზიანდა“. ამასთან, მერიის ინფორმაციით დაზიანდა „ძლიერი ქარის შედეგად მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მუნიციპალური ავტობუსის მოსაზდელები.“ ძლიერი ქარით გამოწვეული ზიანი ჯერ დაზუსტებული არ არის. ქალაქში გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. სინოპტიკოსების ცნობით, …
Continue reading “ბათუმში ქარმა 40-ზე მეტი ხე მოგლიჯა – მერია”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 დეკემბრის 21 საათიდან 25 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა, ღამით დროგამოშვებით ძლიერი; მაღალ მთაში ქარბუქი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან 20-25 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი …
რატომ შეიზღუდა იუსტიციასთან მოძრაობა – შეცვლილია 13 და 14 ნომერი ავტობუსების მარშრუტი
ბათუმში 13 და 14 ნომერი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი მეორე დღეა შეცვლილია. მიზეზი შერიფ ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების კვეთაში მიმდინარე სამუშაოებია. ამ ადგილზე საფეხმავლო ხიდის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ. სამუშაოების გამო შარტავას გამზირზე იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი მხოლოდ „მაკდონალდსის“ [რუსთაველის ქუჩის] მიმართულებით მოძრაობს, ხოლო აქედან ახალი ბულვარის მიმართულებით გზა გადაკეტილია [ავტომანქანით აქ წრეს ვერ გააკეთებ]. ხიმშიაშვილის …
განსაკუთრებული ზონა – ხელოვნური კუნძულის ტერიტორიას მთავრობამ ახალი სტატუსი მიანიჭა
ტერიტორიას ბათუმში, სადაც ხელოვნური კუნძული და ნახევარკუნძულები უნდა აშენდეს, საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი მიანიჭა. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს [ფართობები – 1 443 223 კვ/მ, 27 046 კვ/მ და 3 445 კვ.მ], ტურისტული-ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, მიენიჭოს განსაკუთრებული …
„ჩვენთან ყოველ დღე 10 ბავშვი იბადებოდა, ამიტომ ქობულეთი ჩემი ოჯახია“ – 89 წლის გინეკოლოგი
ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი ____________________ როცა ასაკზე ვკითხეთ, კითხვითვე მოგვიგო – თქვენი აზრით, რამდენი წლის ვიქნებიო, თუმცა პასუხს არ დაელოდა და გაზეთების დასტისკენ მიგვითითა, რომელსაც სათვალის გარეშე კითხულობს. გულსუნდა მდივანი მაისში 90 წლის გახდება, ამბობს, რომ ჯანმრთელობას არ უჩივის და გული ისევ ახალგაზრდა აქვს. ჯანმრთელად რომ არ ვიყო, მეხუთე სართულზე ხომ ვერ ვიცხოვრებდი, მხოლოდ ჩემი ნაოჭები …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 დეკემბრის 21 საათიდან 20 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 5 – 10 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
ბათუმის მერიაში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური უქმდება
2024 წლის პირველი იანვრიდან უქმდება ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური. სამსახურის გასაუქმებლად საჭიროა მისი დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება. შესაბამისი პროექტი საკრებულოშია. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 19 დეკემბრის სხდომაზე უნდა მიიღოს. „საქართველოს კანონის „თავდაცვის კოდექსი“ 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის …
Continue reading “ბათუმის მერიაში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური უქმდება”
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია 400 ათასად ობობა ევაკუატორს იყიდის – ტენდერი
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ევაკუატორის შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი ხელახლა, 400 ათასი ლარით გგამოაცხადა. ევაკუატორის შესყიდვაზე ინსპექციას ტენდერი ადრე 350 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა, გასულ თვეში ის ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ერთი ერთეული ევაკუატორის [ობობა] შესყიდვაზე პრეტენდენტთა წინადადებების მიღება ამჯერად 2023 წლის 26 დეკემბერს დაიწყება და 29 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის საბოლოო …
Continue reading “ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია 400 ათასად ობობა ევაკუატორს იყიდის – ტენდერი”
როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 დეკემბრის 21 საათიდან 18 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 9 – 14 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 0 – …
Continue reading “როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან”
ვინ იმღერებს ბათუმში საახალწლო კონცერტებზე – 448 ათასი ლარი დაიხარჯება ჰონორარებში
ბათუმში საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შეისყიდის. ღონისძიებები ევროპის მოედანზე 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. კულტურის ცენტრი თითოეული მონაწილის ჰონორარს არ აკონკრეტებს და დოკუმენტებში საერთო თანხა აქვს მითითებული – ჯამში 448 ათას 86 ლარი. „შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2023 წლის 25 …
ღამის ბათუმი წინასაახალწლოდ | ფოტორეპორტაჟი
საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში ბათუმის ბიუჯეტიდან წელს 5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. ბათუმში წელს საახალწლო მანათობელ ახალ კონსტრუქციებსაც ამონტაჟებენ. ქალაქის გაფორმება დაწყებულია. წინასაახალწლოდ განათებული ბათუმი დღეს – მარიამ მუთიძის ფოტორეპორტაჟი ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო, რომელსაც საზეიმოდ 25 დეკემბერს აანთებენ. ნაძვის ხეში, რომელსაც ევროპის მოედანზე აწყობენ, ქალაქის ბიუჯეტიდან გასულ წელს მილიონამდე ლარია გადახდილი. …
Continue reading “ღამის ბათუმი წინასაახალწლოდ | ფოტორეპორტაჟი”
ქობულეთში შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენის პროექტს შეისყიდიან
„ზიანი არის საკმაოდ დიდი და, შესაბამისად, შემსყიდველს არ აქვს რესურსი საკუთარი ძალებით მოახერხოს აღწერა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა“, – წერს ქობულეთის მერია შესყიდვების სააგენტოს და პროექტის გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. პროექტის შეძენას მერია 30 ათას ლარად გეგმავს. „გადაუდებელი აუცილებლობა დადგა 26-27 ნოემბერს, როცა მოხდა სტიქია. ამის შემდგომ დაახლოებით 28 ნოემბერს მოგვეცა საშუალება დაგვეწყო გაწმენდითი …
Continue reading “ქობულეთში შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენის პროექტს შეისყიდიან”
ბათუმში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს დგამენ | ფოტო
ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო. ნაძვის ხეში, რომელსაც ევროპის მოედანზე მეორე წელია დგამენ, ქალაქის ბიუჯეტიდან გასულ წელს მილიონამდე ლარია გადახდილი. ასეთი იყო ბათუმის ნაძვის ხე შარშან: საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში [რაშიც ნაძვის ხის დადგმაც შედის] ბათუმის მერია წელს 5 მილიონზე მეტ ლარს იხდის. ხელშეკრულება ტრადიციულად შპს „აჭარგანათებასთან“ არის გაფორმებული. პარალელურად დაწყებულია ქალაქის …
Continue reading “ბათუმში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს დგამენ | ფოტო”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 დეკემბრის 21 საათიდან 16 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 12 – 17 გრადუსი ღამით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას”
დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის ბათუმში 60 ლიფტის შესაცვლელად
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი, ელექტრონული ლიფტების მონტაჟზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 5 264 551 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, თუმცა სამმართველოს უკვე ორი კომპანია უჩივის დავების საბჭოში. შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, შპს „ბათუმი სიტი XXI“, რომელსაც სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, აცხადებს, რომ მათ წარადგინეს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებები …
Continue reading “დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის ბათუმში 60 ლიფტის შესაცვლელად”
სად გაითიშება დენი 15 დეკემბერს ბათუმსა და აჭარის სოფლებში
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით 15 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს. ბათუმში 11:00-დან 18:00 საათამდე – ჯავახიშვილის, პუშკინის, ბაგრატიონის, გენერალ ა. აბაშიძის, ქეთევან წამებულის, მალაზონიას და მიმდებარე ქუჩებს, მახვილაურის დასახლებას. ხელვაჩაურში 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს კახაბერსა და მახვილაურში. ქობულეთში 11:00-დან 12:00 საათამდე და 16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტების ნაწილს ქ. ქობულეთში მემედ აბაშიძის, ჰაიდარ აბაშიძის, მეგობრობის …
Continue reading “სად გაითიშება დენი 15 დეკემბერს ბათუმსა და აჭარის სოფლებში”
ბათუმის მერია ჯართადქცეულ მანქანებს აუქციონზე ყიდის
ბათუმის მერია ამჯერად დაზიანებულ და მწყობრიდან გამოსულ 7 ავტომანქანას ყიდის ელექტრონულ აუქციონზე. მანქანების უმეტესობა ფაქტობრივად ჯართად არის ქცეული და უპირობოდ იყიდება. აუქციონები დაწყებულია და 2023 წლის 22 დეკემბერს დასრულდება. MERCEDES-BENZ მარკა MERCEDES-BENZ, მოდელი ML 270 CDI, სარეგისტრაციო ნომერი: BX 909 XB, საიდენტიფიკაციო ნომერი: WDC1631131A528757, გამოშვების წელი 2004; საწყისი გასაყიდი ფასი: 1400 ლარი, ვაჭრობის ბიჯი 50 …
Continue reading “ბათუმის მერია ჯართადქცეულ მანქანებს აუქციონზე ყიდის”
100 ლარამდე იზრდება ბათუმში არასწორი პარკირებისთვის მანქანის ევაკუირების გადასახადი
ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა პროექტი, რომლითაც ბათუმში ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას ტრანსპორტირების ხარჯის 100 ლარამდე გაზრდას ითხოვს. ბათუმში სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური ამ დროისთვის 45 ლარია. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ცვლილება ეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არასწორი პარკირებისთვის ევაკუატორით გადააქვთ სპეციალურ ავტოსადგომზე. პროექტის მიხედვით, საკრებულოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას …
ხულო, შუახევი და ქობულეთი ახალი წლის ღონისძიებებს მთავრობის დავალებით ჩაატარებენ
საქართველოს მთავრობამ დაახლოებით ერთი კვირის წინ, 2023 წლის 5 დეკემბერს, გამოსცა განკარგულება, რომლითაც რამდენიმე მუნიციპალიტეტს, მათ შორის ხულოს, შუახევსა და ქობულეთს „ეთხოვა“ საახალწლო ღონისძიებების ჩატარება. ეს სამი მუნიციპალიტეტი კი, ამ ღონისძიებების ჩასატარებლად, ჯამში ნახევარ მილიონზე მეტ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავენ. საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით პროექტის – „ახალი წლის დღეები საქართველოში“ გამართვასთან დაკავშირებით …
Continue reading “ხულო, შუახევი და ქობულეთი ახალი წლის ღონისძიებებს მთავრობის დავალებით ჩაატარებენ”
ბათუმის მერის ხელფასი იზრდება და 6 600 ლარამდე იქნება
ახალი წლიდან დაახლოებით 10 პროცენტით იზრდება მერიაში დასაქმებული ყველა საჯარო მოხელის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო]. მათ შორის იზრდება მერისა და მისი მოადგილეების ხელფასებიც. ბათუმის მერის ხელფასი მიმდინარე, 2023 წელსაც დაახლოებით 10 პროცენტით [550 ლარით] გაიზარდა და 6 050 ლარი იყო. ანალოგიური გათვლებით, 2024 წელს ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 6 600 ლარი იქნება [თუ არსებული ხელფასის …
Continue reading “ბათუმის მერის ხელფასი იზრდება და 6 600 ლარამდე იქნება”
ბათუმში ავარიული სახლების გასამაგრებლად 3 მილიონი ლარით ტენდერი გამოაცხადეს
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ქალაქში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებზე სამი დღის წინ ტენდერი 2 999 999 ლარით გამოაცხადა. მერიის სამმართველო პირობაში მიუთითებს, რომ სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შესრულდეს, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რომელი სახლების გამაგრებაა გადაწყვეტილი ამ ტენდერის ფარგლებში. ბოლო პერიოდში სამმართველოსთვის ასეთი ფორმით …
Continue reading “ბათუმში ავარიული სახლების გასამაგრებლად 3 მილიონი ლარით ტენდერი გამოაცხადეს”
მახინჯაურის სკოლის ეზოში ახალ კორპუსს ააშენებენ – გამოყოფილია 2,6 მილიონი ლარი
ხელვაჩაურის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ეზოში დამატებით ახალი სასწავლო კორპუსისა და სპორტული დარბაზის აშენებაა დაგეგმილი. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 635 873 ლარია. ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი შენობა შედგება ორი ბლოკისაგან: პირველი ბლოკი – ძირითადი სკოლის სამსართულიანი შენობა; მეორე ბლოკი — სპორტული დარბაზი. პროექტის შინაარსობრივი …
Continue reading “მახინჯაურის სკოლის ეზოში ახალ კორპუსს ააშენებენ – გამოყოფილია 2,6 მილიონი ლარი”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 დეკემბრის 21 საათიდან 11 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: …
ბათუმში „სან რემოს“ შენობა და პირსი დაანგრიეს | ფოტოამბავი
ბათუმში რესტორან „სან რემოს“ შენობა და პირსი უკვე დანგრეულია. ამ ადგილზე ახალი შენობისა და პირსის მშენებლობაა დაგეგმილი. ტერიტორია ბათუმის მერიას იჯარით აქვს გაცემული. 2023 წლის 9 დეკემბერს, პლაჟზე დემონტაჟის და მშენებლობის სამუშაოები შეიძლება ითქვას, ერთად მიმდინარეობდა [გრძელდება დემონტაჟი, პარალელურად ეწყობა სამშენებლო ღობე, პლაჟზე შეაქვთ ლოდები, პერიოდულად იკეტება ბულვარში ფეხით მოსიარულეთა სასეირნო ბილიკი…] „სან რემოს“ პირსი …
Continue reading “ბათუმში „სან რემოს“ შენობა და პირსი დაანგრიეს | ფოტოამბავი”
მიწის უფასო რეგისტრაცია ხელვაჩაურში იანვრიდან, შუახევში კი, ივნისიდან დაიწყება – რეესტრი
მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის ფარგლებში „მასშტაბური საველე-საკადასტრო სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 2024 წლის იანვრიდან, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში – 2024 წლის ივნისიდან არის დაგეგმილი“. ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ბათუმელებს“ დღეს, 8 დეკემბერს მოგვაწოდა. აღსანიშნავია, რომ აჭარის არცერთ სოფელსა თუ თემში მიწის უფასოდ აზომვა არ დაწყებულა იმ გეგმა-გრაფიკით მითითებულ პერიოდში, რაც საჯარო …
იუსტიციის სახლთან პარკინგის ადგილი „ალიანსს“ 49 წლით გადასცეს – რას აშენებს კომპანია
ბათუმში, იუსტიციის სახლსა და „ალიანს პალასს“ შორის მდებარე 4 224 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც ავტოპარკინგი იყო, შემოღობილია. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და ის „იუსტიციის სახლის“ სარგებლობაში იყო, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ეს ადგილი სახელმწიფომ 49 წლით შპს „ალიანს მენეჯმენტს“ აღნაგობის უფლებით გადასცა. აღნაგობის ხელშეკრულებით „ალიანსი“ ვალდებულია 2024 წლის ივნისამდე ამ ტერიტორიაზე „უზრუნველყოს არანაკლებ 200 ავტომანქანაზე გათვლილი …
ბათუმში ხელოვნური კუნძულის გზშ-ს საჯარო განხილვა 12 იანვარს გაიმართება
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ბათუმში 2024 წლის 12 იანვარსაა დაგეგმილი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხელოვნური კუნძულის გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა 12 იანვარს, დღის 12:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართება (მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. N25). საჯარო განხილვის ორგანიზატორია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. „საჯარო …
Continue reading “ბათუმში ხელოვნური კუნძულის გზშ-ს საჯარო განხილვა 12 იანვარს გაიმართება”
დაუცველი სანაპირო ბათუმში და დამცავი კედელი, რომელსაც ზღვა შლის | ფოტო
ბათუმში 27 ნოემბერს შტორმმა ახალ ბულვართან სანაპირო ზოლი კიდევ ერთხელ დააზიანა. ამ შტორმის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნაპირის ნგრევა ზღვის მიერ ძველი ბულვარის მიმართულებით ისევ გრძელდება. რა მდგომარეობა იყო უშუალოდ სანაპიროზე შტორმის მეორე დღეს, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: რა ხდება შტორმის შემდეგ ბათუმის ბულვარში | ფოტოამბავი ამჯერად კი, ფოტოებით გვინდა გაჩვენოთ ის დამცავი ნაგებობა, …
Continue reading “დაუცველი სანაპირო ბათუმში და დამცავი კედელი, რომელსაც ზღვა შლის | ფოტო”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 დეკემბრის 21 საათიდან 4 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: …
ვილები და ცათამბჯენები ხელოვნურ კუნძულზე – პროექტის გზშ მზადაა
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში წარადგინა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაბამის პორტალზე აღნიშნული დოკუმენტის გაცნობა და შენიშვნების წარდგენა 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ. „ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ბათუმის აკვატორიაში, 65 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემულია 1 443 …
Continue reading “ვილები და ცათამბჯენები ხელოვნურ კუნძულზე – პროექტის გზშ მზადაა”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი დეკემბრის 21 საათიდან 2 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
შეთანხმება ან ექსპროპრიაცია – 6 მილიონი კომპენსაციისთვის ბათუმში ქუჩების გასაგრძელებლად
ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში 6,4 მილიონი ლარი გაითვალისწინეს იმ კერძო საკუთრების გამოსასყიდად, რომელიც ფარნავაზ მეფისა და ინასარიძის ქუჩების გაგრძელებისთვის, ასევე ადლიისა და კაჩინსკების ქუჩების დასაკავშირებლადაა საჭირო. კერძო მესაკუთრეები მერიასთან თუ ვერ შეთანხმდებიან, მათ საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. აღნიშნული სამუშაოები ბათუმის მერიას აქვს დაგეგმილი, რაზედაც ქალაქის საკრებულოც თანახმაა. კერძო საკუთრების გამოსყიდვის შემდეგ, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის …
როგორი ამინდი იქნება დეკემბრის პირველ დღეებში ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ნოემბრის 21 საათიდან პირველი დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი შიდამთიან …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება დეკემბრის პირველ დღეებში ბათუმში”
ბათუმში პარკირების 45 845 დარღვევა დააფიქსირეს – 11 თვის მონაცემები
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარკირების ზედამხედველობის განყოფილების მუშაობის 11 თვე შეაჯამა და ამ განყოფილების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკა გამოაქვეყნა. ინსპექციის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში ბათუმში პარკირების 45 845 დარღვევა დააფიქსირეს. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 67 პროცენტი, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომაა – 30 639 დარღვევა. ეს მაშინ, როცა წელს, 5 თვის განმავლობაში [თებერვლიდან ივლისამდე] …
Continue reading “ბათუმში პარკირების 45 845 დარღვევა დააფიქსირეს – 11 თვის მონაცემები”