ბათუმის ბულვარში ცნობილი მებაღე-დეკორატორის, იასონ გორდეზიანის ბრინჯაოს ქანდაკება დაიდგმება. მთლიანობაში ძეგლისთვის [განთავსების ჩათვლით] მაქსიმუმ 130 ათასი ლარია გათვალისწინებული. ძეგლისთვის შერჩეულია სავარაუდო მდებარეობაც – ის ბულვარის კოლონადების გვერდით [მარცხნივ] განთავსდება. ბულვარის ტერიტორიაზე იასონ გორდეზიანის საპარკე ქანდაკების საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 4200 ლარი გამოყო. ესკიზს და შესაბამის ხარჯთაღრიცხვას ბულვარი ტენდერის საშუალებით შეისყიდის. …
Continue reading “ბულვარში იასონ გორდეზიანის ქანდაკებას დადგამენ”