საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამ დრომდე [20:15, 04/12] არ გამოუცხადებია სამძიმარი უკრაინაში ერთდროულად 5 ქართველის დაღუპვის გამო. ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს განცხადებით მიუსამძიმრა. „5 ქართველის გარდაცვალება …
Author Archives: netgazeti.ge
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე ევროკომისია მხარს არ უჭერს
ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ვარჰეის პრესკონფერენციაზე გამოცხადდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული …
სატრანსპორტო პოლიტიკა ბათუმშიც უნდა მოწესრიგდეს – მაია ბითაძე
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ბათუმშიც უნდა მოწესრიგდეს. „აჭარაში, ბათუმში, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) ახროციელებს პროექტს, რომლის ფარგლებში ბათუმშიც უნდა მოწესრიგდეს სატრანსპორტო პოლიტიკა“, – განაცხადა მაია ბითაძემ 6 მაისს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე. გირჩევთ ამ თემაზე: მოგვარდა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემის შემდეგ? მაია …
Continue reading “სატრანსპორტო პოლიტიკა ბათუმშიც უნდა მოწესრიგდეს – მაია ბითაძე”
შეამოწმე, რას ამბობს ღარიბაშვილი I ტურის შემდეგ
არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბევრი ილაპარაკა, ძირითადად სააკაშვილზე და 1 წერილიც გაავრცელა. შეავსე ტესტი და შეამოწმე, როგორც იცნობ მის განცხადებებს.
შენობის ნანგრევებში მეხუთე ცხედარი იპოვეს — ის ბავშვია
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში, მაშველებმა დღეს დილით მეხუთე ცხედარი იპოვეს, ის მცირეწლოვანია. ამ დრომდე ნაპოვნი გარდაცვლილებიდან ორი ბავშვია, სამი კი ზრდასრული. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა. ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მთავარ …
Continue reading “შენობის ნანგრევებში მეხუთე ცხედარი იპოვეს — ის ბავშვია”
ბათუმის დინამომ ბატე 4-1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა
ბათუმის დინამომ ბელარუსულ საფეხბურთო კლუბ ბატეს სტუმრად 4-1 მოუგო და ევროპის კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ პირველი თამაში დინამოს 1-0 ჰქონდა წაგებული და ეს სხვაობა ბელარუსში აღმოფხვრა. დინამოელთაგან გოლები აზაროვმა, ფანცულაიამ, მამუჩაშვილმა და ფლამარიონმა გაიტანეს. შემდეგ ეტაპზე ბათუმის დინამოს მეტოქე თურქეთის სივასპორი იქნება. გუნდებს შორის პირველი თამაში 5 აგვისტოს, ბათუმის სტადიონზე გაიმართება.
“განიხილება ზედოზირების ვერსიაც” – შსს ლაშქარავას გარდაცვალებაზე
შინაგან საქმეთა სამინსიტროში ტვ “პირველის” ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ შსს ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკებით ზედოზირებასაც განიხილავს. შსს მოუწოდებს ლაშქარავას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის, ლაშქარავას მობილური ტელეფონი. “პირველადი მონაცემებით, გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა თავის მეგობართან ერთად მოპედის საშუალებით. მათ შორის იყო საბურთალოს რაიონი, …
Continue reading ““განიხილება ზედოზირების ვერსიაც” – შსს ლაშქარავას გარდაცვალებაზე”
ბათუმის მიტროპოლიტის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, პატრიარქის ძმისშვილის, დიმიტრი შიოლაშვილის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა. ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა და „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა. „შეიჭრა ერთი პირი, რომელიც იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რომელიც იქვე მყოფმა სტიქაროსანმა და სამართალდამცველებმა, რომლებმაც თვითონვე იხილეს, თუ როგორ შეამტვრია კარი, გაანეიტრალეს“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ დეკანოზმა. მისივე ცნობით, თავდამსხმელი …
Continue reading “ბათუმის მიტროპოლიტის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა”
ვემზადებით აქციისთვის თბილისში, ხელისუფლებამ საღად უნდა შეაფასოს პროცესი – გოლეთიანი
„რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღის ორგანიზატორები ემზადებიან დიდი დემონსტრაციისთვის თბილისში, პარლამენტის წინ. გოლეთიანის თანახმად, აქცია თბილისში გაიმართება იმ შემთხვევაში, თუკი „ნამახვანჰესის“ გარშემო მოვლენები კვლავ ისე გაგრძელდება, როგორც ამ დრომდე ვითარდება, — კომპანია არ შეწყვეტს სამუშაოებს და მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ. ჯერჯერობით აქციების ორგანიზატორებს არ დაუსახელებიათ კონკრეტული თარიღი, როდის …
აჭარაში Covid19-ით სიკვდილიანობა 4-ჯერ მეტია, ვიდრე მთელ ქვეყანაში
აჭარაში Covid19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4-ჯერ მეტია, ვიდრე მთლიანად საქართველოში. ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: ქვეყანაში, 2020 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, 3 716 900 ადამიანი ცხოვრობს 6 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებეული 6 ოქტომბრის მონაცემებით, გარდაიცვალა 58 პაციენტი „ნეტგაზეთის“ გაანგარიშებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე საქართველოში გამოდის, დაახლოებით, 16 ინფიცირებული (ანუ სიკვდილიანობა 1 მილიონ …
Continue reading “აჭარაში Covid19-ით სიკვდილიანობა 4-ჯერ მეტია, ვიდრე მთელ ქვეყანაში”
„ძალა ერთობაშიას“ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივაა გაერთიანებული, 23 სექტემბერს დაასახელა აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ესენი არიან: გიორგი კირთაძე – ბათუმი გია აბულაძე – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო ელგუჯა ბაგრატიონი – ქობულეთი ამავე თემაზე: ვარშალომიძე, თედორაძე, ბოლქვაძე – „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში
ვარშალომიძე, თედორაძე, ბოლქვაძე – „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში
ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარშემოა გაერთიანებული, 23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. გაერთიანების მაჟორიტარი დეპუტატები აჭარაში არიან: ლევან ვარშალომიძე – ბათუმი ბონდო თედორაძე – ქობულეთი მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო სრული სია კი ასე გამოიყურება: გრიგოლ ვაშაძე — ქუთაისი ნანუკა ჟორჟოლიანი – წყალტუბო ნიკა მელია – გლდანი …
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ „პანკისის რადიოს“ ემუქრებიან, შსს-ს გამოძიება არ დაუწყია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე [5 სექტემბერი, 12:45] არ დაუწყია გამოძიება “პანკისის რადიოს” მიმართ მუქარის ფაქტზე. მედიასაშუალებამ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცავ უწყებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე განხორციელებულ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით. როგორც “პანკისის სათემო რადიო” აცხადებს, მათ წინააღმდეგ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს აქცია გაიმართა, სადაც სათემო რადიოს ოფისის დარბევითა …
იპოვეს 15 წლის მოზარდი, რომელსაც 5 დღე ეძებდნენ
15 წლის მოზარდი ნინო ჯარიაშვილი, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, თბილისში ცოცხალი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 15 წლის მოზარდი გუშინ ღამე იპოვეს. მანამდე მოზარდის მამამ “ტელეკომპანია პირველთან” საუბარში აღნიშნა, რომ შვილის გაუჩინარების შესახებ მოზარდის დედამ ინფორმაცია კვირას, 19 ივლისს შეატყობინა.
როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – რჩევები
როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – გთავაზობთ რჩევებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით. მიწისძვრა – ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრის უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის …
Continue reading “როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – რჩევები”
კორონავირუსი, ბორდერიზაცია და რუსეთი
“რუსეთისთვის კორონავირუსი წარმოადგენს კვამლის ფარდას შემდგომი “ბორდერიზაციისთვის”, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირთან ე.წ. საზღვრის გავლების პროცესის თაობაზე. კვამლის ფარდას უწოდებენ ხელოვნურად შექმნილ ღრუბელს, რომელსაც ომში მოწინააღმდეგისთვის ხილვადობის გასართულებლად, საკუთარი სამხედრო ძალების და ტექნიკის მოქმედებების შესანიღბად იყენებენ. კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, რუსეთი …
აჭარა ტვ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
აჭარის მაუწყებელში განვითარებული მოვლენები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში მოხვდა. ანგარიში მიმოიხილავს 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას. ანგარიშში წერია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება, მედიის უფლებების დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს შეშფოთების გამოხატვას მედიაში პოლიტიკური გავლენების შესახებ. იქვე მოყვანილია აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 19 აპრილის გადაწყვეტილება, დაეთხოვათ გენერალური დირექტორი ნათია კაპანაძე, რის საბაბადაც სახელმწიფო სახსრების …
Continue reading “აჭარა ტვ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში”
შეშფოთებული ვარ – ეუთოს სპეცწარმომადგენელი აჭარის მაუწყებლის მოვლენებზე
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ჰარლემ დეზირი აცხადებს, რომ შეშფოთებულია აჭარის მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. „შეშფოთებული ვარ საქართველოში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს ძირითადი პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენლის თანამდებობიდან გადაყენებისა და გადადგომის გამო“, — წერს ჰარლემ დეზირი ტვიტერზე. ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ასევე წერს, რომ შეშფოთებულია „სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის ჩარევის შესახებ ცნობებით“. „დამოუკიდებელი საზოგადოებრივი …
Continue reading “შეშფოთებული ვარ – ეუთოს სპეცწარმომადგენელი აჭარის მაუწყებლის მოვლენებზე”
დაგვეხმარეთ არხის გადარჩენაში – აჭარა ტვ-ის ჟურნალისტები დიპკორპუსს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და მათ არხის გადასარჩენად დახმარებას სთხოვენ. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის – …
Continue reading “დაგვეხმარეთ არხის გადარჩენაში – აჭარა ტვ-ის ჟურნალისტები დიპკორპუსს”
როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით
მშენებლებმა სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო მოედანი. მათ წასვლასთან ერთად საქართველოს ამ ეტაპზე ხელიდან გამოეცალა რეგიონში სტრატეგიული გეოპოლიტიკური თამაშის წესების შეცვლის შანსი. პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში ცოტა თუ ენდობა პროექტის ჩაგდების მთავრობისეულ ოფიციალურ მიზეზს — „ვალდებულებების შეუსრულებლობას“. არაერთი აქტორისთვის არის ცხადი, რომ „ქართულ ოცნებას“ — ბიძინა ივანიშვილს — არ სურდა, ანაკლიის …
Continue reading “როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით”
კორონავირუსი, რუსეთის პროპაგანდა და ლუგარის ლაბორატორია
რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისში გასულ წლებში არაერთხელ გამხდარა რუსეთის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის მსხვერპლი. დღეს, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ამ ლაბორატორიის დახმარებით საქართველოს დამოუკიდებლად, მყისიერად შეუძლია კორონავირუსის დადგენა. კორონავირუსი და ლუგარის ლაბორატორია საქართველო 4 დღის განმავლობაში ელოდა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამიდან თავისი ორი მოქალაქის ანალიზების პასუხებს კორონავირუსზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საეჭვო …
Continue reading “კორონავირუსი, რუსეთის პროპაგანდა და ლუგარის ლაბორატორია”
ლავროვის შესაძლო ვიზიტის თავსატეხი
ალბათ, ჩვენი ბრალია, რომ ეს რისკი ვერ გავთვალეთ ბოლომდე, იმ ჯგუფმა, ვინც ვიყავით საორგანიზაციო საქმეებში ჩართულნი”, – თქვა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა შარშან, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩაშლის შემდეგ. საზოგადოებრივი პროტესტი, რომელსაც თან სდევდა აქციის დაშლა და პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო მეტად პოლარიზება, მაშინ რუსეთის დუმის დეპუტატის და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის …
უკრაინის საგარეო ავიაკატასტროფის მიზეზებიდან ტერაქტსა და რაკეტით ჩამოგდებას გამორიცხავს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის დედაქალაქ თეირანში მომხდარი ავაიაკტასტროფის მიზეზებიდან გამორიცხა ავიაკატასტროფა ან რაკეთით ჩამოგდების ვერსია. როგორც საგარეო უწყება აცხადებს, გამოძიების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ავიაკატასტროფა ძრავის პრობლემამ გამოიწვია. “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” ბოინგ 737-800 დღეს დილით თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ზუსტდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, რეისზე 168 ბილეთი იყო გაყიდული, ასევე, ბორტზე …
საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?
ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას გერმანიის გენერალური პროკურატურა ახლა უკვე ოფიციალურად უკავშირებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებს. რა რეაქცია აქვს (ან უნდა ჰქონდეს) საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც მის მოქალაქეს სხვა ქვეყანაში კლავენ, ხოლო მკვლელობის შემკვეთად რუსეთის სპეცსამსახურები სახელდება? [red_box]რა ხდება?[/red_box] რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი დაახლოებით სამი თვის წინ, 23 აგვისტოს, მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. …
Continue reading “საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?”
რაზე მიანიშნა ივანიშვილმა აშშ-ს?
“დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს “შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში” შეერთებული შტატების მიმართ, რაც “სამწუხარო” იქნება. ივანიშვილის კრიტიკა ეხებოდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), რომელთა დაკვეთით ჩატარებულ კვლევებსაც მმართველი გუნდი არ ენდობა და აკრიტიკებს. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტების …
რატომ თქვა მეუფე იოანემ, რომ ილიას მკვლელობა „დაკვეთა იყო ევროპიდან“ – რუსული პროპაგანდა?
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, იმდროინდელი სოციალ-დემოკრატების გავლით, „ევროპას“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ მკვლელობის „დაკვეთა ევროპიდან იყო“. მის ამ ნათქვამს – ილიას მკვლელობის ევროპასთან დაკავშირებას – ისტორიკოსები „წარმოუდგენელ აბსურდს“ უწოდებენ. მიტროპოლიტი იოანეს ძველ ნათქვამ-ნააზრევის ფონზე, ზოგიერთი კომენტატორი მის ახალ განცხადებაში რუსული პროპაგანდის კიდევ ერთ მოქნილ, მავნე გამოვლინებას ხედავს, ხოლო …
ხანგოშვილის მკვლელობა: რატომ დუმს საქართველო, როცა გერმანია რუს დიპლომატებს აძევებს
ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას გერმანიის გენერალური პროკურატურა ახლა უკვე ოფიციალურად უკავშირებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებს. რა რეაქცია აქვს (ან უნდა ჰქონდეს) საქართველოს სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან? რა ხდება? რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი დაახლოებით სამი თვის წინ, 23 აგვისტოს, მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი …
ინტერვიუ იაპონიის ელჩთან – „მომავალი არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდაა დემოკრატიისთვის“
გთავაზობთ ინტერვიუს იაპონიის ელჩთან საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარასთან, რომელსაც „ბათუმელები“ იმპორტ-ექსპორტზე, ვიზების გამარტივებაზე, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. ბატონო ტადაჰარუ, საქართველოში ბევრი ადამიანი ოცნებობს იაპონიაში მოგზაურობაზე, თუმცა ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. მუშაობთ თუ არა მიმოსვლის გამარტივებაზე, ვიზებისა და პირდაპირი ფრენების მიმართულებით? რა თქმა უნდა, ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე იაპონიისთვის და …
28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით „კუკუშკის“ მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება. სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“ აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
საშემოდგომო მიღება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების რეგისტრაცია 2-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა და დასაქმების გარანტიით სთავაზობს. კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს, პროფესიონალი პედაგოგების მონაწილეობით, საშუალება ეძლევათ განათლება განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო გარემოში მიიღონ. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სწავლის მსურველებს სთავაზობს …
Continue reading “საშემოდგომო მიღება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში”
წიგნები მატარებლის მგზავრებს
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით წიგნებით დატვირთული მატარებელი გავიდა. უჩვეულო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მწერლებმა გელა ჩარკვიანმა და გურამ მეგრელიშვილმა გამართეს. Stadler Kiss ორსართულიან მატარებელში პირველ ეტაპზე გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ წიგნები განთავსდა. რკინიგზას წიგნები ასევე გადასცეს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, „სისტეამ“, „გამომცემლობა შემოქმედი ანგელოზი“, „ილიაუნის გამომცემლობამ“, „წიგნები ბათუმში“ და სხვა. პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოსპარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვასახის ლიტერატურას. „მგზავრების კომფორტზე ზრუნვა, საქართველოს რკინიგზისთვის ერთ-ერთი …
რაზე შეთანხმდნენ სარალიძე/მაჩალიკაშვილი და პარტიები
რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში ზაზა სარალიძესა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩაერთვებიან პარტიები. შეხვედრას სარალიძესთან ერთად თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა. პარტიების ლიდერების განცხადებით, ისინი ხვალ, 3 ივნისს, დღის განმავლობაში შეიმუშავებენ ხელისუფლების შეცვლის სამოქმედო გეგმას და მას საზოგადოებას 18:00 საათზე გააცნობენ. ქვემოთ შეგიძლიათ წაიკითხოთ ის განცხადებები, რომლებიც …
Continue reading “რაზე შეთანხმდნენ სარალიძე/მაჩალიკაშვილი და პარტიები”
ვითიბი ბანკსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ხელშეკრულება 2 წლით გაგრძელდა
ვითიბი ბანკი საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი კიდევ 2 წლის განმავლობაში იქნება. მხარეებს შორის შეთანხმებას, ხელი ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვითიბი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა მოაწერეს. პარტნიორებმა გასული თანამშრომლობა შეაფასეს და მომავალი 2 წლის მოლოდინებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი წარსული თანამშრომლობა სასიამოვნო გამოცდილებად იქცა ორივე მხარისთვის და სწორედ …