28 ივლისიდან ევექსის ქსელში შემავალ ყველა პოლიკლინიკასა და ჰოსპიტალში შესაძლებელი იქნება სწრაფი მარტივი ტესტით C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარება. C ჰეპატიტის სწრაფი ტესტებით „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ყველა ის პაციენტი, რომელიც ევექსის ქსელში შემავალ პოლიკლინიკებსა და დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩაიტარებს უფასო სკრინინგს, საჩუქრად 50 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც იმ სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად გამოიყენებს, …
Author Archives: რეკლამა
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი – აქ პროფესიონალები ჯანმრთელობას ქმნიან
საქართველოში პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაცია მიმდინარეობს, რომლის მიზანი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და რთული შემთხვევების ეფექტური მართვა და შემცირებაა. პროექტის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობენ პაციენტებს, დონეები ენიჭებათ. ყველაზე მაღალი მესამე დონეა. სწორედ მესამე დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს, რაც ნიშნავს, რომ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს …
Continue reading “ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი – აქ პროფესიონალები ჯანმრთელობას ქმნიან”
ქედის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები
2012 წლიდან დღემდე ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ქედის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად 60-მდე სოფელში მოეწყო სანიაღვრე და წყალშემკრები არხები, გაბიონები. სოფელ აკავრეთასა და აჭარისწყალზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ათობით სოფელში მოასფალტდა გზები, მათ შორის რამდენიმე მათგანში პირველად დაიგო შიდა სასოფლო გზები. ქედის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. …
Continue reading “ქედის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები”
„მედეას ტრაგედია“ გონიოს ციხეში [ანონსი]
2017 წლის 27 ივლისს, 21:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში სპექტაკლი „მედეას ტრაგედია“ გაიმართება, რომელიც ბერძნული მითოსის ცნობილი კოლხი პერსონაჟის ტრაგედიას მოგვითხრობს. „სპექტაკლი დადგმულია ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით. ემსახურება უძველესი თეატრის გაცოცხლებას და მაქსიმალურად არის დაახლოვებული ანტიკური თეატრის ესთეტიკასთან,“ – ამბობს რეჟისორი ოთარ ქათამაძე. მსგავსი სანახაობა ხელს შეუწყობს მუზეუმის პოპულარიზაციას და …
„მუზეუმი და მეგობრები“ – გამოფენა ძმები ნობელების მუზეუმში
2017 წლის 21 ივლისს, 13 საათზე, ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – „მუზეუმი და მეგობრები“. წარმოდგენილი იქნება კერძო კოლექციონერების მიერ მოწოდებული გასული საუკუნის ტექნიკური ხელსაწყოები, მუზეუმის მეგობარ მხატვართა მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები და მოყვარულ ფოტოგრაფთა ნამუშევრები. ღონისძიებას გააფორმებენ სტუდია BT ART- ისა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის წევრების მიერ შესრულებული ქორეოგრაფიული ნომრებით. გამოფენა ერთი …
Continue reading “„მუზეუმი და მეგობრები“ – გამოფენა ძმები ნობელების მუზეუმში”
დასავლეთ საქართველოში ნესტის პრობლება „ვესტუსის“ გამოყენებით გადაიჭრება
ქართულ ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი მოთხოვნადი ხდება ენერგოეფექტურობის ის პოზიტიური და ეფექტური მახასიათებლები, რომლებიც არამხოლოდ ეკოლოგიას, არამედ ფინანსურ ეკონომიასაც უკავშირდება, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი. საქართველოშიც ამ მიმართულებით ბევრს საუბრობენ, უფრო მეტიც, ხელისუფლება ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის შემუშავებას გეგმავს, რომლის დებულებების თანახმად, …
Continue reading “დასავლეთ საქართველოში ნესტის პრობლება „ვესტუსის“ გამოყენებით გადაიჭრება”
ბათუმში მეტრო მარტის ჰიპერმარკეტი გაიხსნა
ბათუმში, ჭავჭავაძის N131-ში, მეტრო მარტის რიგით მეხუთე ტექნიკის ჰიპერმარკეტი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე საჩუქრების მოსაგებად ჩატარდა არაერთი სახალისო კონკურსი, დღის ბოლოს კი ყველაზე ერთგული მომხმარებლებისთვის გათამაშდა სუპერპრიზები – არისტონის მაცივარი, LG-ის და SAMSUNG-ის ტელევიზორები, სარეცხი მანქანა, ლენოვოს ლეპტორპი და Iphone 7. ჰიპერმარკეტში მომხმარებლებს ტექნიკის ფართო არჩევანი დახვდათ. გახსნის დღეს მეტრო მარტის ბათუმის ფილიალში მთელი დღის …
Continue reading “ბათუმში მეტრო მარტის ჰიპერმარკეტი გაიხსნა”
ბათუმში ტერაბანკის „ჩემი ფინანსური სახლი“ გაიხსნა
გუშინ, 12 ივლისს, ბათუმში „ტერაბანკის“ ახალი ფილიალი „ჩემი ფინანსური სახლი“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს „ტერაბანკის“ მენეჯმენტი, ბიზნესკლიენტები, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და ბათუმის მერი ესწრებოდნენ. საზეიმო ლენტი „ტერაბანკის“ გენერალურმა დირექტორმა თეა ლორთქიფანიძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ გაჭრეს. მიწვეულ სტუმრებს თეა ლორთქიფანიძემ მიმართა: „18 წელია ჩვენი ბანკი ბაზარზეა, შარშან რებრენდინგი განვახორციელეთ შევცვალეთ ბანკის სახელი, ფილიალების …
Continue reading “ბათუმში ტერაბანკის „ჩემი ფინანსური სახლი“ გაიხსნა”
15 ივლისს ბათუმში მეტრო მარტის ჰიპერმარკეტი უნიკალური აქციით გაიხსნება
15 ივლისს, ბათუმში, ჭავჭავაძის #131-ში, [სამკერვალო ფაბრიკის ყოფილი შენობა], მეტრო მარტის რიგით მეხუთე ტექნიკის ჰიპერმარკეტი საზეიმოდ და სპეციალური ფასდაკლების აქციებით გაიხსნება. ჰიპერმარკეტში მომხმარებლებს ტექნიკის ფართო არჩევანი დახვდებათ. [checklist] გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მეტრო მარტის ბათუმის ფილიალში მთელი დღის განმავლობაში იმოქმედებს სპეციალური ფასები, განსაკუთრებული შეთავაზებები ყველა კატეგორიის ტექნიკაზე, საჩუქრების მოსაგებად ჩატარდება არაერთი სახალისო კონკურსი, დღის ბოლოს კი …
Continue reading “15 ივლისს ბათუმში მეტრო მარტის ჰიპერმარკეტი უნიკალური აქციით გაიხსნება”
საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოება – საჯარო შეხვედრა ბათუმში
15 ივლისს, 11:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: ფარნავაზ მეფის ქუჩა, N. 62/64/66) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანაორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე – “საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოების საკითხები: გამოწვევები და შესაძლებლობები”. შეხვედრაზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ისაუბრებს საქართველოს საგარეო კურსზე და ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ …
Continue reading “საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოება – საჯარო შეხვედრა ბათუმში”
აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ბელორუსში
7-9 ივლისს, აჭარის სამთავრობო დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეთაურობით, ბელარუსს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან მიხაილ რუსისთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. „ბელარუსის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი …
Continue reading “აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ბელორუსში”
კოლეჯი „გოლდენ სიი“ – დუალური სწავლება ბათუმში, სწავლა და მუშაობა ერთდროულად
კოლეჯის შექმნის იდეა დუალური სწავლების შესახებ იდეა 2013 წელს დამებადა, მაშინ სასწავლო მივლინებით გერმანიის ქალაქ გარმიშში ვიყავი, სადაც თანმიმდევრულ თარგმანს (ინგლისური, რუსული) ვსწავლობდი ევროპის ენების სასწავლო ცენტრში. სულ ექვსი სტუდენტი ვიყავით სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი ამერიკის საელჩოდან, წარმოშობით ნორვეგიელი. ერთ დღეს ის სკაიპით შვილს ესაუბრებოდა, ვიცოდი, რომ მისი შვილი სწავლობდა პროფესიულ კოლეჯში, თუმცა შევნიშნე, …
Continue reading “კოლეჯი „გოლდენ სიი“ – დუალური სწავლება ბათუმში, სწავლა და მუშაობა ერთდროულად”
„ნიუ დენტ XXI“ – კლინიკა, რომლის პრიორიტეტი მაღალი ხარისხი და მისაღები ფასია
სტომატოლოგიური კლინიკა „ნიუ დენტ XXI“ ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #68-ში მდებარეობს. კლინიკა გაიხსნა 2009 წელს და დაარსების დღიდან ვზრუნავთ, ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე, ევროპული ხარისხის სერვისები. სტომატოლოგია მედიცინის ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ სტომატოლოგიის თანამედროვე მიღწევებს, გავდივართ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მუდმივად ვართ სიახლეების ძიებაში. კლინიკა აღჭურვილია …
Continue reading “„ნიუ დენტ XXI“ – კლინიკა, რომლის პრიორიტეტი მაღალი ხარისხი და მისაღები ფასია”
My Batumi – რესტორანი ზღვისპირას უგემრიელესი კერძებით
ზაფხულში ზღვისპირას რომანტიკული ვახშამი ან მეგობრებთან ერთად გართობა დღის იდეალური დასასრული შეიძლება იყოს, თუმცა იდეალურ საღამოს იდეალური ადგილი სჭირდება, ასეთი კი ბათუმში მხოლოდ რესტორანი „ჩემი ბათუმია“. ბათუმის შემოსასვლელში რესტორან „ჩემი ბათუმის“ აბრას და ფართოდ გაღებულ ალაყაფის კარს ქართულ ტრადიციულ გარემოში შეჰყავხართ. ქართული ორნამენტებითა და დეტალებით გაფორმებული ინტერიერი შესვლისთანავე სასიამოვნო განწყობას გიქმნის. ჩახოხბილი, ჩაქონდრილი, ჩაქაფული, ჩალაღაჯი, …
Continue reading “My Batumi – რესტორანი ზღვისპირას უგემრიელესი კერძებით”
დასრულებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტში
ქობულეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში, ასევე ქალაქში, სადაც მოსახლეობა ითხოვდა საგზაო ინფრასტრუსტრუქტურის მოწყობას, აქტიურად მიმდინარეობის სამუშაოები. 2017 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ამ მიმართულების პროექტებისთვის 13 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ატარებს. უწყებაში ამბობენ, რომ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – მათი ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი მალე დასრულდება, ხოლო დარჩენილ …
Continue reading “დასრულებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტში”
ისმეთ დინდარი: ურთულესი ოპერაციები ჩვენთან ყველასათვის ხელმისაწვდომია
პროფესორ, კარდიოლოგ ისმეთ დინდარს საქართველოშიც კარგად იცნობენ და უცხოეთშიც. მისი პროფესიული კარიერა დაკავშირებულია ისეთ სამედიცინო დაწესებულებებთან, როგორიცაა: „მედიცინა გრუპ ჰოსპიტალი“, „მედიკალ პარკ ჰოსპიტალი“, „კოლანის საერთაშორისო ჰოსპიტალი“. იგი მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის ავტორია. 2000 წელს პროფესორი ისმეთ დინდარი საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ღირსების ორდენით. იმავე წელს მიიღო საქართველოს საუკეთესო მედიცინის მუშაკის წოდება და საპატიო მედალი. საუკუნის …
Continue reading “ისმეთ დინდარი: ურთულესი ოპერაციები ჩვენთან ყველასათვის ხელმისაწვდომია”
სიახლეები აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში და გაზრდილი ბიუჯეტი
აჭარის მთავრობისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულება. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ პროგრამებთან ერთად აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგიონში დამატებით პროგრამებს ახორციელებს. 2012 წლიდან დღემდე სამინისტროს ბიუჯეტთან ერთად ყოველწლიურად მატულობს პროგრამების რაოდენობაც. თუკი 2012 წელს მხოლოდ 11 პროგრამა არსებობდა, 2017 წელს 25 პროგრამა მოქმედებს, ხოლო 2018 წლისთვის 31 …
Continue reading “სიახლეები აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში და გაზრდილი ბიუჯეტი”
სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში – „ანბანთცვენა“
სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეები „ანბანთქებით“ წარსდგნენ თოჯინების თეატრში. ფარდა გაიხსნა თუ არა, მოწვეული სტუმრები, თანატოლები, აწ უკვე პირველი აღსაზრდელები ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურეს. მუზები, ფერიები, ხმოვნები, თანხმოვნები, მომღერალ-მოცეკვავეები ფურცლავდნენ ისტორიას ფარნავაზიდან იაკობამდე, დედაენის პერსონაჟებმა, გაბეჯითებულმა მუქთამჭამელამ, გათანამედროვებულმა ანომ და ვანომ, პატარა რეპერებმა მანამდე სცენა მეორეკლასელებს დაუთმეს, რომლებმაც ამ დღის მნიშვნელობას და საერთოდ, ბავშვების ლაღ, ხალას და …
Continue reading “სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში – „ანბანთცვენა“”
სოციალური დრამა გონიოს ციხეში
17 ივნისს, 21:00 გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართება სპექტაკლი „ფერონი“, რომლის ავტორი და რეჟისორი გიორგი გიოვანია. ნაწარმოები მთლიანობაში სოციალური რეალობის ანარეკლია და ნათლად გამოხატავს ადამიანურ სისუსტეებს. სპექტაკლი ოთხმოქმედებიანია და თითოეული მათგანი, ერთი შეხედვით, სხვადასხვა, მაგრამ ამავდროულად ერთსა და იმავე გმირების ირგვლივ განვითარებულ ისტორიაზე გვიამბობს. პიესის მთავარი გზავნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე …
„Kazakh Invest“-ის წარმომადგენლები აჭარაში ივლისის დასაწყისში ჩამოვლენ
ყაზახეთში საქართველოს პრეზიდენტისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იმყოფებოდა. ქართული დელეგაციის ვიზიტი საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ეძღვნებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაფართოებული შეხვედრები გაიმართა ყაზახეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინსტრთან და პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ვიზიტი 12 ივნისს ასტანაში, „აკორდას“ სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური …
Continue reading “„Kazakh Invest“-ის წარმომადგენლები აჭარაში ივლისის დასაწყისში ჩამოვლენ”
შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების სემინარს სკოლა ევრო 2000-ის მოსწავლეები დაესწრნენ
პროექტი შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხადაჭერით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი შავი ზღვის ბუნებრივი გარემოს შენაჩუნების ხელშეწყობა, მისი ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა და მუდმივი მონიტორინგია. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სემინარს დაესწრნენ სკოლა ევრო-2000–ის მოსწავლეები ანაკლიაში, 2017 წლის 24 მაისს. სემინარის დასაწყისში პროექტის ორგანიზატორებმა მოგვაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია მისი მიმდინარეობისა და ამოცანების …
აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის 7 ძეგლს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება [ფოტო]
აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციისა და კონსერვაციის პროგრამის ფარგლებში, აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიმდინარე წელს დაიწყო ბათუმისა და ქობულეთის ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების კერძოდ: ქ.ბათუმში დ.თავდადებულის ქ.N35, მაზნიაშვილის ქ.N6/მ.აბაშიძის N15, ზუბალაშვილის ქ.N38, კომახიძის ქ.N4, ჟორდანიას ქ.N14 , გორგასალის ქ.N24-ში მდებარე სახლების და ქ.ქობულეთში …
აჭარის მთავრობის პროექტები ხულოს მუნიციპალიტეტში
რეგიონის ხელისუფლებისთვის მაღალმთიანი აჭარის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, მთის კურორტებისა და ტურიზმის განვითარების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და გზების კეთილმოწყობის მიმართულებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა ხეობასა თუ სოფელს ხშირად სტუმრობს. გასულ დღეებში, ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოკაცია მოიარა, მათ შორის სხალთისა და ღორჯომის ხეობა, …
Continue reading “აჭარის მთავრობის პროექტები ხულოს მუნიციპალიტეტში”
„ბათუმის წყალი“ – თანამედროვე წყალმომარაგება
ზაფხული ახლოვდება და ბათუმში დამსვენებელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს, ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის სუფთა ზღვა დასვენების აუცილებელი ნაწილია. ახლო წარსულში ზაფხულის სეზონის დაწყება წყლის გრაფიკთან და ზღვის ხარისხზე საყოველთაო მსჯელობასთან ასოცირდებოდა, ეს დრო წარსულს ჩაბარდა და დღეს ბათუმს წყალმომარაგების კომპანია „ბათუმის წყალი“ – რეაბილიტირებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით, ავტომატიზებული სამარაგო-საწნევო რეზერვუარებით და ადლიის ჩამდინარე წყლების ულტრათანამედროვე გამწმენდი …
Continue reading “„ბათუმის წყალი“ – თანამედროვე წყალმომარაგება”
უშვილობის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით
თურქული კლინიკა „ინ ვიტრო“ 2011 წლიდან ფუნქციონირებს. გამოცდილებითა და წარმატებული შედეგებით კლინიკა ლიდერია ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში როგორც საქართველოში, ისე პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. თურქული კლინიკა „ინ ვიტრო“ ულტრათანამედროვე და უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. უშვილო წყვილებს კლინიკა „ბათუმის ინ ვიტრო“ რეპროდუქციული პრობლემების გადაჭრას მკურნალობის სხვადასხვა მეთოდით სთავაზობს. „პირველ რიგში, …
ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია სკოლა ევრო-2000-ის მხარდაჭერით
გერმანია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ტურნირი ფეხბურთში, რომლის ორგანიზატორი იყო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის სკოლების განყოფილება (ZFA). ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, სკოლა ევრო-2000 და სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი. ტურნირში სკოლა ევრო-2000-ის გოგონათა გუნდმა გაიმარჯვა მოსწავლეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა განათლების მინისტრის მოადგილემ, ბადრი …
Continue reading “ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია სკოლა ევრო-2000-ის მხარდაჭერით”
ოჯახის დღე სკოლა ევრო 2000-ის მოსწავლეებმა 6 მაისის პარკში აღნიშნეს
ძლიერი სკოლა ხომ ძლიერი სახელმწიფოა. ძლიერი ოჯახი და ძლიერი სკოლა ძლიერ საზოგადოებას ქმნის, რაც ჩვენი სახელმწიფოს წარმატებული მომავლის საწინდარია. სკოლა და ოჯახი განუყოფელია, მათი ერთობა კი აუცილებელია ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფად. სკოლა ევრო 2000-სთვის განსაკუთრებულად ღირებული არიან მოსწავლეები და მათი ოჯახები, რისი დასტურიცაა ჩვენი ყოველდღიური ადამიანური ურთიერთობები, დამოკიდებულება, პატივისცემა და სიყვარული მათ მიმართ. სკოლა მასშტაბური ღონისძიებით …
Continue reading “ოჯახის დღე სკოლა ევრო 2000-ის მოსწავლეებმა 6 მაისის პარკში აღნიშნეს”
საქმიანი ტურიზმი, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა და 2017 წლის ტურისტული სეზონის მოლოდინი აჭარაში
ბათუმი – MICE ტურიზმის ცენტრი საქართველოში აპრილ-მაისის თვეები საერთაშორისო ღონისძიებებითა და ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით იყო გამორჩეული. ბათუმმა უმასპინძლა საერთშორისო ღონისძიებებს როგორც ბიზნეს-სექტორის, ისე ჯანდაცვის, კულტურის, სოფლის მეურნეობის თუ ტურიზმის მიმართულებით. 800-მდე დელეგატი და მსოფლიო დონის ბიზნეს-სპიკერი სტუმრობდა ბათუმს IBF Batumi -საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში. პირველად შავი ზღვის კავკასიის რეგიონში, ბათუმში ჩატარდა შავი …
ინფრასტრუქტურული პროექტები ქედის მუნიციპალიტეტში
მალე აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები იალაღებზე გარეკავენ საქონელს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა იალაღებზე მიმავალი გზების გაწმენდითი სამუშაოები შეასრულა, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად გაიწმინდა გზა. მოსახლეობას შეუძლია უკვე ისარგებლოს: ზედა ბზუბზუ-ყურყვეთის, ზენდმანი-უკანტეხილის, კვინჩხა-ნაგონაღვარის, ჭალათი სასადილოს მთისა (კოსლითავის) და ნამონასტრევი-ლაშის მთის მიმართულებით არსებული გზებით. მუნიციპალიტეტს 41 ხელოვნური ნაგებობა …
Continue reading “ინფრასტრუქტურული პროექტები ქედის მუნიციპალიტეტში”
მაღალმთიან აჭარაში რეგიონის მთავრობის მიერ დაფინანსებული განათლების ხელშეწყობის პროექტები
აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ხემლისაწვდომობის გაზრდა რეგიონში. სწორედ ამ მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის 55% განკუთვნილია განათლების სფეროსთვის. სამინისტროს ძირითადი პროგრამული ფინანსური რესურსის უმეტესი ნაწილი გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე – საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ინვენტარით, ლაბორატორიებითა და მხატვრული ლიტერატურით უზრუნველყოფა, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. წლების განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებების …
„ლიბერთი ბანკის“ სოციალური პასუხისმგებლობა
„ლიბერთი ბანკი“ საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი ბანკია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. „ერთად შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ!“ – ეს სლოგანი ზუსტად გამოხატავს „ლიბერთი ბანკის“ დამოკიდებულებას ქვეყნის მომავლისადმი. საზოგადოების წინაშე სოციალური ვალდებულებების მნიშვნელობის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ალექსი ხოროშვილი საუბრობს. ბატონო ალექსი, რას ნიშნავს „ლიბერთი ბანკისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა? რატომ არის თქვენთვის ეს მიმართულება მნიშვნელოვანი? „ლიბერთი ბანკისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა არის …
Continue reading “„ლიბერთი ბანკის“ სოციალური პასუხისმგებლობა”
GIPA-ფრიდმანის პრიზი-2017
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს კონკურსს ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში. საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წლის 20 მაისიდან 2017 წლის 1-ელ ივნისამდე. შემოსულ მასალებს განიხილავს ჟიური, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან როგორც მედიასაშუალებების, ისე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. საპრიზო ფონდი შეადგენს 1500 ევროს. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1-ელი ივნისი. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება: სამართლიანობის, …
გამოფენა – „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი’’
2017 წლის 30 მაისს, 16 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში ახალი საექსპოზიციო კუთხე გაიხსნება, რომელიც ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის და მისი გენერალური კონსტრუქტორის, ჩვენი თანაქალაქელის, აკადემიკოსის და გენერალ – მაიორის, ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას. კოსმოსური ობიექტის ღია კოსმოსურ სივრცეში წარმატებული გამოცდა და დამოუკიდებელ ორბიტაზე გადასვლა საქართველოს …
Continue reading “გამოფენა – „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი’’”
საჯარო შეხვედრა: საგარეო პოლიტიკა – ევროკავშირი და ვიზა ლიბერალიზაცია
ბათუმში, 30 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა [NDI] და ქ. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, ფატი ხალვაშის ბიუროს ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე „საგარეო პოლიტიკა – ევროკავშირი და ვიზა ლიბერალიზაცია“. შეხვედრაზე NDI-ის წარმომადგენელი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ევროკავშირისა და ვიზა ლიბერალიზაციის მიმართ მოსახლეობის განწყობებს საქართველოში. პრეზენტაციის შემდეგ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი ისაუბრებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის …
Continue reading “საჯარო შეხვედრა: საგარეო პოლიტიკა – ევროკავშირი და ვიზა ლიბერალიზაცია”
EcoGas – იაფი და უსაფრთხო, თხევადი აირის უპირატესობა
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]უფრო იაფი და უფრო უსაფრთხო[/highlight] – ეს ის ორი მთავარი მიზეზია, რის გამოც თქვენი ავტომობილი საწვავისა და ბუნებრივი გაზის ნაცვლად თხევადი გაზის მოხმარების სისტემაზე უნდა გადაიყვანოთ. თხევადი გაზის სისტემის დაყენება თქვენს ავტომობილში უპროცენტო განვადებითაც შეგიძლიათ. დამონტაჟებისთვის საჭირო 1 000 – 1 500 ლარის კომპენსირებას თხევადი გაზის უფრო იაფი ღირებულებით მაქსიმუმ 6 …
Continue reading “EcoGas – იაფი და უსაფრთხო, თხევადი აირის უპირატესობა”
თუ ინგლისურის შესწავლა ან განმტკიცება გსურთ – გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდებისათვის
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები/Intertnational Exchange Programmes დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას საკუთარი ცოდნა გაიღრმავონ ინგლისურ ენაში, შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები და საინტერესოდ გაატარონ დრო უცხოეთში. წელს პროგრამა გეგმავს მასწავლებელთა ტრენინგ-პროგრამას მალტასა და ინგლისში – ბიზნეს-ინგლისურში, სწავლების მეთოდიკასა და ზოგად ინგლისურში, ასევე, იგეგმება სასწავლო პროგრამები და საზაფხულო ბანაკები მალტაზე, სადაც პროგრამის ფარგლებში, სხვა გასართობი პროგრამის გარდა, შედგება საკრუიზო ექსკურსია …