თხილნარის N1 სკოლაში თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცე მოეწყობა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ახალ, ინოვაციურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება რეგიონის საჯარო სკოლების საბიბლიოთეკო სივრცის მოწყობა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ და განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. პროგრამის მიზანია საჯარო სკოლებში მიმზიდველი და ფუნქციური სამკითხველო სივრცეების …

ქედის მოსახლეობას სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციის მიღება კლინიკაში პირველივე ვიზიტზე შეეძლება

ევექსი კლინიკების ქედის ჰოსპიტალში ნებისმიერი პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია პირველივე ვიზიტზეა შესაძლებელი. ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისში მოღვაწე სპეციალისტების კონსულტაციის მიღება რეგიონულ კლინიკებში ვიდეო ზარით არის შესაძლებელი. კონკრეტული სპეციალისტის საჭიროებას პაციენტს ოჯახის ექიმი ჩივილების შესაბამისად უსაზღვრავს. მისი დახმარებით ხდება სპეციალისტთან დაკავშირება. ვიდეო ზარს ტექნიკურად სრულად უზრუნველყოფს ქედის ჰოსპიტალი. ვიდეო ზარს ესწრება ოჯახის ექიმიც, რომელიც პაციენტს სამედიცინო ტერმინებში …

ბათუმის 23-ე სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით სამინისტრო ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად ქალაქ ბათუმის N23 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მოინახულა. პროექტის ფარგლებში აშენდება …

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი თავისი ფუნქციურობითა და მასშტაბურობით უნიკალური პროექტია. ის აერთიანებს სპორტის მრავალი სახეობის მიმართულებას. დარბაზების საერთო ფართი 10 240 მ2-ია, ხოლო პროექტის ღირებულება კი 62 მლნ ლარია. პროექტი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დასრულდა გადახურვის, ფასადის შეფუთვის, დარბაზებში სპორტული განათების, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო, გარე კეთილმოწყობისა და სპორტული იატაკების მოწყობის …

სილქნეტის აბონენტები REDMED-ის დისტანციურ სამედიცინო კონსულტაციებზე 25 %-იან ფასდაკლებას მიიღებენ

სილქნეტი მობილური ქსელის აბონენტებს სთავაზობს 25%-იან ფასდაკლებას სამედიცინო ციფრულ პლატფორმა REDMED-ით მიღებულ მომსახურებაზე, რომელიც მოიცავს დისტანციურ, აუდიო და ვიდეოკონსულტაციებს აპლიკაციის ან ვებგვერდის მეშვეობით. აღნიშნული ფასდაკლება სილქნეტის აბონენტებისთვის REDMED-თან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა. REDMED-ი პირველი ქართული სამედიცინო სერვისების ციფრული პლატფორმაა, რომელიც ამარტივებს სამედიცინო სერვისების მიღების პროცესს. აპლიკაციისა და ვებგვერდის დახმარებით თქვენ შეძლებთ მოძებნოთ, შეარჩიოთ, დაუკავშირდეთ სასურველ ექიმს …

ახალი Drive In კინოთეატრი ბათუმს ტურისტულად უფრო მიმზიდველს გახდის – ჯაბა სურმანიძე

როგორც ცნობილია, მალე ბათუმს ახალი Drive In კინოთეატრი შეემატება. შპს „სტადიონისა“ და „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ერთობლივი პროექტის შესახებ შპს „სტადიონის“ დირექტორი ჯაბა სურმანიძე საუბრობს. ბატონო ჯაბა, რას წარმოადგენს Drive In კინოთეატრი? 55 მ2 ზზომის ეკრანი ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე განთავსდება. თანამედროვე ტექნოლოგიის რადიო სიხშირე საშუალებას მისცემს მაყურებლებს 300 მ რადიუსის მანძილზე მიიღონ ხმა და უყურონ …

ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით პირველი მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა

ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მხარდაჭერით გაიმართა პირველი მუნიციპალური ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით : ,,არაფორმალური განათლება და დისტანციური სწავლება“. კონფერენციის მიზანი იყო: არაფორმალური განათლების ხელშეწყობა დისტანციური ფორმით; მოსწავლეთა წიგნიერების დონისა და მოტივაციის ამაღლება; მსჯელობის, აზრთაგაზიარების, თანამშრომლობის, თავისუფალი აზროვნების, დისკუსიის უნარების განვითარება. კონფერენციაში მონაწილეობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების საგნობრივ ონლაინ (ბიოლოგიის, ქიმიის, სამოქალაქო განათლების, …

800 ახალი ჭკვიანი აპარტამეტი ბათუმში – „სმარტერის“ დასრულებული პროექტი [ვიდეო]

კომპანია „სმარტერი“ წარმოგიდგენთ მორიგ დასრულებულ პროექტს ქალაქ ბათუმში, სადაც დასრულდა 800 აპარტამენტის ჭკვიანი სისტემებით აღჭურვა. White Sails-ის მობინადრეებს საშუალება ექნებათ დისტანციურად, ნებისმიერი მანძილიდან გააკონტროლონ საკუთარი აპარტამენტები და თავი იგრძნონ დაცულად, მაშინაც კი როცა ისინი ადგილზე არ იმყოფებიან. საიტი Smarter.ge თქვენც გაძლევთ საშუალებას გატესტოთ ჭკვიანი სახლი  თქვენი სმარტფონის გამოყენებით, ასევე ააწყოთ თქვენი ჭკვიანი სახლი და ზუსტად …

აჭარაში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ,სამინისტროს კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. მიმდინარე წელს დაგეგმილია სულ 35 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, 9 – ქობულეთში. სამუშაოები მიმდინარეობს ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციების დაცვით და მაღალი ხარისხით. ასევე, გაიმართა შეხვედრა პედაგოგებთან და …

ფინკა ბანკში 15 ივნისიდან ფულადი გზავნილების ახალი აქცია დაიწყო

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია ბრუნდება. მომხმარებლებს საშუალება აქვთ 15 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ყველანაირი ზედმეტი რიგისა და ლოდინის გარეშე, მარტივად განახორციელონ გზავნილი* და ყოველთვე მიიღონ 10, 20, 30, 40, 50 ლარიანი „ქეშბექი“. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის –  ამ სამთვიანი აქციის დასასრულს ბანკი 36 სერვის ცენტრიდან გამოავლენს 36 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს  და საჩუქრად 100 …

თიბისი თანამშრომლებს სტარტაპ-დეკრეტში გასვლას უკვე მეორედ სთავაზობს

აქ, ახლა, თიბისი საკუთარ თანამშრომლებს მეორედ აძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, ისარგებლონ სტარტაპ-დეკრეტით. პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ, ისარგებლონ 6 თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით და საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ. გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა „სტარტაპერში“ და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ. ინოვაციური პროექტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ …

აჭარაში იწყება სასტუმრო-სარესტორნო დარგის პერსონალის გადამზადებისა და დასაქმების პროგრამა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით კომპანია KMS Georgia იწყებს მასშტაბურ ტრენინგ-პროგრამას აჭარის რეგიონში სასტუმრო და სარესტორნო დარგის პერსონალის გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. პროგრამა მოიცავს როგორც ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სასწავლო კურსებს, ასევე, პროექტისათვის ადგილობრივად მომზადებულ ტრენინგმოდულებს. პროგრამა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში რიგით და მენეჯერის პოზიციებზე დასაქმების …

პასუხები სკოლის არჩევასთან დაკავშირებულ კითხვებზე

მოსწავლეების უმრავლესობამ სასწავლო წელი დაასრულა, თუმცა მშობლები უკვე იწყებენ მომავალი წლისთვის მზადებას, განსაკუთრებით თუ ბავშვი პირველ კლასში მიდის და ცხოვრების ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. ხშირად გაგიგიათ ალბათ მშობლების კითხვები: რომელ სკოლას მირჩევთ? როგორ შევაფასო სწავლის ხარისხი? როგორი გარემო დახვდება? როგორი კლასელები ეყოლება? მასწავლებლები ვინ არიან? რა საგნებს გაივლის, რა გამოადგება ცხოვრებაში? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად …

Glovo-სა და RC კოლას უპრეცენდენტო დასაქმების პროგრამა დღეიდან დაიწყო

მუშაობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს Glovo და RC Cola ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. ყველა მსურველს შეუძლია შემოუერთდეს ფეისბუქის ჯგუფს „გახდი არსი გლოვერი“  და ამ ზაფხულს საქართველოს 5 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, Glovo-ს პარტნიორ კურიერად დაიწყოს მუშაობა. ამისათვის არ არის საჭირო გყავდეს სკუტერი ან ავტომობილი – არსი კოლისა და გლოვოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „გახდი არსი …

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აგრო კრედიტები 0%-დან გაიცემა

შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  სესხები 0%-დან (ეფექტური 0.5%- დან) გაიცემა. ვითიბი ბანკი, პირველი დღიდან ჩართულია და უკვე 7 წელია აქტიურად თანამშრომლობს  შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამასთან. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში სესხის აღება შესაძლებელია საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად.  შეღავათიანი აგრო კრედიტით საბრუნავი საშუალებებისათვის შესაძლებელია ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება; პესტიციდების, …

საქართველოში პირველი ელექტროსკუტერების გაზიარების კომპანია MYCAB.GE ერთი წლის გახდა

Mycab.ge ერთი წლის გახდა, სტარტაპ კომპანია, რომელიც არის თვითგორიალების გაზიარების სერვისი, მოკლე მანძილზე გადაადგილების მარტივი, ტურისტებისა და მოსახლეობისათვის ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი საშუალება. Mycab.ge-ს მართვა მთლიანად ხორციელდება დისტანციურად, ტელეფონის საშუალებით, არ გესაჭიროებათ დამატებით აპლიკაციის გადმოწერა, მხოლოდ და მხოლოდ უნდა ეწვიოთ www.Mycab.ge-ს და პირდაპირ, მარტივად იწყებთ სარგებლობას აპლიკაციით. ასევე, გავაფართოვეთ პარკირების არეალი, თუ აქამდე შესაძლებელი იყო …

აჭარაში 20 საჯარო სკოლა ფიზიკის ელექტრონული ლაბორატორიით აღიჭურვა

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობისა და საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს საჯარო სკოლების ფიზიკის ელექტრონული ლაბორატორიით უზრუნველყოფას. აღნიშნული ლაბორატორია საშუალებას აძლევს მოსწავლეს, პრაქტიკული, რეალური ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემები ასახოს ვირტუალურ ლაბორატორიაში, გაანალიზოს შედეგები და გამოიტანოს სათანადო მეცნიერულად არგუმენტირებული დასკვნები. 2020 წელს 10 საჯარო …

ფინკა ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო

ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო. „ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი მათი, ვისი …

თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ივნისის ჩათვლით თიბისი ეტაპობრივად დაუკავშირდება და შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას. ასევე, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ბანკის მიერ არიან იდენტიფიცირებული …

Tbccredit.ge-ზე სამომხმარებლო სესხის აღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

აქ, Tbccredit.ge-ზე ახლა, სამომხმარებლო სესხის აღება უკვე დისტანციურად, რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. Tbccredit.ge თიბისის ციფრული პლატფორმაა, სადაც სამომხარებლო სესხის მიღება სახლიდან გაუსვლელად, ფილიალის მსგავსი პირობებითაა შესაძლებელი. ონლაინსესხით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა ვებგვერდზე www.tbcredit.ge მარტივი განაცხადი უნდა შეავსოს, რამდენიმე წუთში კი ის დამტკიცებული ლიმიტის შესახებ მიიღებს პასუხს. სესხის მისაღებად მომხმარებელს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა არ სჭრიდება. ონლაინსესხის მაქსიმალური ლიმიტი 50 000 …

„უცხო ენის მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიაში“ – საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ ჩატარდება

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ ორგანიზებით 20 ივნისს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “უცხო ენის მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიაში”. ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ონლაინრეჟიმში ჩატარდება. კონფერენციის მიზანია ცნობიერების ამაღლება უცხო ენების მნიშვნელობის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობა აკადემიურ პერსონალის გარდა სტუდენტებსაც შეუძლიათ. მნიშვნელოვანი თარიღები: [checklist] 2020 წლის 20 მაისი- რეგისტრაციის ბოლო დღე …

ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს – საუკეთესო პირობები დეპოზიტზე

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალი მუდამ წინა ხაზზეა – ექიმები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ ვირუსის დამარცხებას და ჩვენს გადარჩენას. საქართველოში ვირუსის, შედარებით ნაკლებად და სტაბილურად გავრცელებაში ამ ადამიანებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. ფინკა ბანკი მადლიერების გამოხატვის ნიშნად დეპოზიტებზე განსხვავებულ, საუკეთესო პირობებს სთავაზობს სამედიცინო პერსონალის სრულ შემადგენლობას: არ აქვს მნიშვნელობა, თბილისში მუშაობთ თუ საქართველოს სხვა ნაწილში …

აჭარის გზების დეპარტამენტი საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ხუთივე მუნიციპალიტეტში ახორციელებს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხუთივე მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. ამჯერად ხელვაჩაურში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ახალსოფელში 1,320 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, ცხაურები და კიუვეტები მოეწყო. პროექტის ღირებულება 173 000 ლარია.  გზა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდათ. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სოფელში მცხოვრებ ოთხასამდე ოჯახს გადაადგილება გაუმარტივდება. ასევე …

თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი – შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ გაიხსნა

ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი – შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია. საწარმო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ტერიტორიაზე განლაგდა. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება. აქ ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები …

რას სთავაზობს მედცენტრის უროლოგიის განყოფილება პაციენტებს

ჰოსპიტალ „მედცენტრის“უროლოგიის დეპარტამენტი ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, რაც ეფექტური მკურნალობისა და ოპერაციული ჩარევების საშუალებას იძლევა. „მედცენტრის“ უროლოგიურ დეპარტამენტში მკურნალობენ შემდეგ დაავადებებს: საშარდე გზების ინფექციები ანთებითი დაავადებები (როგორიცაა: პროსტატიტი, ცისტიტი, ურეთრიტი და ა.შ); შარდის ურგენტული შეუკავებლობა რაც შეეხება ოპერაციულ მომსახურებას, ტარდება: მცირეინვაზიური ლაპარასკოპიული მკურნალობა ონკოუროლოგიური დაავადებების დროს შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობა ლაზერით ღია ქირურგიული მეთოდით მკურნალობა მასშტაბური ონკოლოგიური …

ფინკა ბანკი – ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) – ROE 13.19%, …

აჭარის განათლების სამინისტრომ 15 საჯარო სკოლას ბიბლიოთეკებისთვის წიგნები გადასცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2013 წლიდან საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების შევსებას ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათისა და სხვა სახის ლიტერატურით. 2020 წელს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში შეტანილია 8560 სხვადასხვა დასახელების მხატვრული ლიტერატურა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 65210.80 ლარი. …

სილქნეტმა თბილისში მომსახურების ცენტრები დაამატა და სამუშაო საათები გაზარდა

გლდანში, საბურთალოზე, ვარკეთილსა და  დიდუბეში სილქნეტის ოფისები ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო შაბათს 10:00-16:00 საათამდე. აბონენტთა მომსახურების ოფისებში ერთდროულად მხოლოდ 2 პირი დაიშვება. კომპანიის შენობებში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. კომპანია თხოვს მომხმარებლებს დაიცვან დისტანცია და იქონიონ პირბადე. ამ ეტაპზე თბილისსა და რეგიონებში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ემსახურებიან სერვის ცენტრები შემდეგ მისამართებზე: თბილისი …

თიბისი კაპიტალის განახლებული კვლევა – COVID 19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

თიბისი კაპიტალმა ხელმეორედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნეს სექტორებზე COVID 19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკროპარამეტრების პროგნოზები და ეკონომიკის აღდგენის მოლოდინები განიხილეს. ასევე, ცალკეულ ბიზნესსექტორებთან დაკავშირებით 2020-2021 წლის პროგნოზები გაჟღერდა. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის მეორე კვარტლის მკვეთრი ვარდნის …

აჭარის განათლების სამინისტრომ 10 საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2020 წლის საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლებს უზრუნველყოფს სპორტული ინვენტარით. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებმა საჭიროებების შესაბამისად მიიღეს მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის აღჭურვილობა, ჰანტელები და სხვა სპორტული ინვენტარი. 2020 წელს სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფილი იქნა 10 საჯარო სკოლა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 32032 …

ბათუმში, „კოლუმბია შიფმენეჯმენტის“ გემზე ქართველი მეზღვაურების როტაცია განხორციელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელშეწყობით ქართველი მეზღვაურების როტაციის პროცესი მიმდინარეობს. სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი საზღვაო ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც განახორციელა კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული რეგულაციების ადაპტირება და კრიზისის საპასუხო ნაბიჯების გადადგმა მეზღვაურებისათვის არსებული მდგომარეობის შესამსუბუქებლად. „ამ ეტაპზე ქართველი მეზღვაურების, როგორც ძირითადი სამუშაო ძალის წარმომადგენლების, რეპატრიაციის პარალელურად, საზღვაო ტრანსპორტის …

თიბისის პირველი ციფრული ბარათი უკვე 600-მდე მომხმარებელმა გაიაქტიურა

საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს უკვე 600-მდე მომხმარებელი ჰყავს. ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის და ვიზას ინიციატივით შეიქმნა და ის ხელმისაწვდომი 2 დღის წინ გახდა. ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. უახლოეს მომავალში ბარათს ონლაინ …

სკოლა „პროგრესი“ მოსწავლეთა შერჩევას იწყებს, რჩეულები 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ

სკოლა პროგრესი იწყებს ახალ პროექტს – “პროგრესული სკოლა”, რომელიც მოიცავს 15-ზე მეტი დასახელების საგნის შესწავლას არასასკოლო დღეებში. საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევას, “პროგრესულ სკოლაში” 100%-იანი დაფინანსებით ისწავლიან. “სკოლა პროგრესი ყოველთვის გამოირჩეოდა სოციალური პასუხისმგებლობით და“პროგრესული სკოლაც” ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. ეს არის ერთგვარი საშაბათო სკოლა, რომელიც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს სთავაზობს საინტერესო საგნებს. კურიკულუმი …

ფინკა ბანკი ფერმერების მხარდაჭერას აგრძელებს – ექსკლუზიური პირობები აგრო სესხებზე

ფინკა ბანკი ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად აგრძელებს ფერმერთა მხარდაჭერას და კომპანია „აგროსფეროსთან“ ერთად მომხმარებლებს აგრო სესხებზე ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს – წლიური განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.65%-დან) იწყება. ფინკა ბანკის აგრო სესხის განვადება განკუთვნილია მათთვის, ვინც „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელში შეიძენს სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობას და მასალებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო პროდუქციას. აგრო …

თიბისი დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა

თიბისი დაზღვევამ, აგროდაზღვევის ფარგლებში, 2019 წელს 228 ფერმერს ჯამში 2 მლნ ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა. აგროდაზღვევა ფერმერებს იმ მოულოდნელი ხარჯისგან იცავს, რომელიც შესაძლოა სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს. დაზღვეული რისკებია: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსნები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები და ვაზი. სახელმწიფო პროგრამით გათვალისიწინებული აგროდაზღვევის მიმართულება სოფლის მეურნეობის პროექტების …

ქართველი-თურქი მოსწავლე: „ჩვენ ერთნი ვართ განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა“

ჩემი სახელია ჰავილ დენიზ, ვარ 18 წლის. დავიბადე ბათუმში, გავიზარდე აქვე. ჩემი ოჯახი მულტიკულტურულია. მამა წარმოშობით თურქია. ჩემი გვარი დენიზ – თურქულად ზღვას ნიშნავს. დედა ქართველია, ბელარუსში დაიბადა. მყავს და, ის ჩემზე ორი წლით პატარაა და მისი სახელია მელექ, ანუ ანგელოზი. მიყვარს ცეკვა, სიმღერა, ცხოველები, ფოტოგრაფია. ალბათ კორონას ეპიდემიასაც ნიღბიანი სურათებით გავიხსენებთ. მშობლები მეუბნებიან, რომ …

Exit mobile version