მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა

20.06.2020
ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი თავისი ფუნქციურობითა და მასშტაბურობით უნიკალური პროექტია. ის აერთიანებს სპორტის მრავალი სახეობის მიმართულებას.

დარბაზების საერთო ფართი 10 240 მ2-ია, ხოლო პროექტის ღირებულება კი 62 მლნ ლარია.

პროექტი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დასრულდა გადახურვის, ფასადის შეფუთვის, დარბაზებში სპორტული განათების, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სამუშაოები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო, გარე კეთილმოწყობისა და სპორტული იატაკების მოწყობის სამუშაოები.

უახლოეს პერიოდში მთავარ დარბაზში ფიბას საერთაშორისო სტანდარტის  შესაბამისი იატაკის დაგება დაიწყება.

სამუშაოები ყველა სახის სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: