ბათუმის მერია 3 მილიონი ლარის ღირებულების ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟის სამუშაოებს შეისყიდის. გარდა ამისა, მერიამ ბიუჯეტში 2380 ვიდეოსათვალთვალო კამერის მოვლა-პატრონობის ხარჯის სახით ბიუჯეტში 2 მილიონამდე ლარი გაითვალისწინა [1 965 100] 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში.
375 ვიდეო-სათვალთვალო კამერის შეძენაზე მერიამ ტენდერში 2026 წლის სექტემბერშიც გამოაცხადა. შესყიდვის ბიუჯეტი 1 მილიონ 993 450 ლარი იყო. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შპს „დელტა კონსალტინგთან“ 20 ოქტომბერს გააფორმეს.
ბათუმის მერიის საქალაქო და ინფრასტრუქტურის სამმართველომ 2 მილიონამდე ღირებულების [1 972 300] ვიდეო სათვალთვალო კამერები იყიდა გასულ წელსაც, მიმწოდებელი ამ შემთხვევაშიც იგივე კომპანია, შპს „დელტა კონსალტინგი“ იყო.
ამ კომპანიისგან ბათუმის მერიას 2021-2024 წლებში ჯამში 7 მილიონამდე ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმებია იგივე მომსახურებაზე.
შპს „დელტა კონსალტინგი“ 2014 წელს დაფუძნებული კომპანიაა, კომპანიის წილებს დავით გიორგაძე [20%] გიორგი მიროტაძე [20%] და დავით ჯალიაშვილი ფლობენ [60%].
2027 წელს 1 მილიონ 124 420 ლარის ღირებულების ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟის სამუშაოების შესყიდვას გეგმავს ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია.






