ბათუმის მერიამ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის განრიგი გამოაქვეყნა.
ბიუჯეტის განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში 19 ნოემბრიდან დაიწყება. საჯარო განხილვები ეტაპობრივად, 14 ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.
საჯარო განხილვებზე მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მერიას წარუდგონოს საკუთარი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები.
ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი ბათუმის მერიას საკრებულოში უკვე წარდგენილი აქვს. საკრებულომ მერიას ბიუჯეტი თავისი შენიშვნებით უნდა დაუბრუნოს, შემდეგ კი შესწორებული ვარიანტი მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს 10 დეკემბრამდე.
ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.
ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვების გრაფიკი ადმინისტრაციულ ერთეულებში:
- 19 ნოემბერი
12:00 საათი – მწვანე კონცხისა და თამარის ადმინისტრაციული ერთეულები ი. გრიშაშვილის ქუჩა №5
16:00 საათი – ბონი-გოროდოკისა და ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეულები. ვ. მაიაკოვსკის ქუჩა №1
- 20 ნოემბერი
16:00 საათი – რუსთაველისა და ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულები ზ. გორგილაძის ქუჩა №19
- 24 ნოემბერი
12:00 საათი – ბაგრატიონი 2-სა და ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეულები, ნ. ფიროსმანის ქუჩა №16
16:00 საათი – ჯავახიშვილისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულები პ. ბაგრატიონის ქუჩა №151
- 25 ნოემბერი
12:00 საათი – სამრეწველო და კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულები, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №83
16:00 საათი – აეროპორტისა და გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეულები, აფსაროსის გზატკეცილი №105.
დასწრება თავისუფალია.






