ბათუმში პოლიცია ეძებს რუსეთის მოქალაქეს.
ტელეგრამზე წერენ, რომ 34 წლის კრასნოდარელი სერგეი კოპილოვი 13 ნოემბერს გავიდა სახლიდან სასეირნოდ და არ დაბრუნებულა.
ტელეგრამ-არხი „ბაზა“ წერს, რომ ესაუბრა რუსეთის მოქალაქის მეუღლეს, რომელმაც „ბაზას“ უთხრა, რომ მისი ქმარი რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა საქართველოში სამუშაოდ. ცოლის თქმით, რომელიც რუსეთში იმყოფება, კაცმა სახლში დატოვა ყველა ნივთი და მასთან სატელეფონო კავშირის დამყარებას ვერ ახერხებს. იგი აღნიშნავს, რომ მისი ქმარი აქამდე არასდროს გამქრალა გაფრთხილების გარეშე.
ასევე „ბაზას“ ცნობით, ბათუმში კაცი კოლეგასთან ცხოვრობდა, რომელიც ამჟამად მას ეძებს.
შს სამინისტროში „ბათუმელებს“ ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველები ჩართულები არიან სამძებრო ღონისძიებებში.






