15 ნოემბერს ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე, სამგზავრო მატარებელი დაეჯახა მსუბუქ ავტომანქანას.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომანქანის მძღოლი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.






