ბათუმი,მთავარი,სიახლეები •

საბორნე გადაზიდვების ტვირთბრუნვა 58%-ით გაიზარდა – ბათუმის საზღვაო ნავსადგური

12.11.2026
საბორნე გადაზიდვების ტვირთბრუნვა 58%-ით გაიზარდა – ბათუმის საზღვაო ნავსადგური

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ცნობით, 2026 წლის 10 თვის მონაცემებით ნავსადგურის ტვირთბრუნვა 13%-ით გაზარდა.

„2026 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, სს „ყაზტრანსოილის“ საზღვარგარეთულმა აქტივმა – შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ 6 მილიონ 900 ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება“ – წერს საზღვაო ნავსადგური და იქვე განმარტავს, რომ ზრდა განპირობებულია მშრალი, საკონტეინერო და საბორნე ტვირთების გადაზიდვების ზრდით.

ამავე დროს. 2026 წლის პირველ ათ თვეში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გავლით მშრალი ტვირთების ბრუნვამ 1 მილიონ 596 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10%-ით მეტია.

რაც შეეხება საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვას, ამავე პერიოდში, გადაიზიდა 3 მილიონ 264 ათასი ტონა ტვირთი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება.

„არსებითი ზრდა დაფიქსირდა საბორნე გადაზიდვების სეგმენტში, სადაც ტვირთბრუნვამ მიმდინარე წლის 10 თვის შედეგებით 467 ათასი ტონა შეადგინა და 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58%-ით იმატა. დადებითი დინამიკა, კერძოდ, დაკავშირებულია დამატებითი ხაზის „კონსტანცა — ბათუმი“ გახსნასთან და „ვარნა — ბათუმის“ ხაზზე კიდევ ერთი ბორნის ექსპლუატაციაში შესვლასთან“ – წერს ორგანიზაცია.

ნავთობპროდუქტების გადაზიდვამ 10 თვეში 1 მილიონ 571 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3%-იანი ზრდაა.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურს „კაზტრანსოილი“ მართავს, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მეშვეობით, 100%-იანი წილის მართვის ექსკლუზიური უფლებით.

___________

ფოტო: ბათუმის საზღვაო ნავსადგური

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: