რეკლამა,სიახლეები •

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

12.11.2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

ბიზნესების ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისი მუდმივად ავითარებს  მეწარმეების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს.

იმისთვის, რომ ბიზნესების წარმომადგენლებმა ერთ სივრცეში შეძლონ მათთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღება და ნაკლები დრო დახარჯონ ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პროცესებზე, თიბისიში, ბოლო პერიოდში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,  5 სიახლე დაინერგა.

  • ბიზნესის რეგისტრაცია თიბისის ფილიალში – თიბისიში, ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის 16 ფილიალში, დარეგისტრირდნენ შპს -დ ან ინდივიდუალურ მეწარმედ და ამისათვის, დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო აღარაა. ერთი ვიზიტით, ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, საბანკო ანგარიშიც გახსნას და საჭირო მომსახურებაც მიიღოს.
  • ბიზნეს ანაბარი გაუმჯობესებული პირობებით – თიბისიში, ბიზნესანაბრის გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა და მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ – წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება – 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია),  წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე.
  • თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის – ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება. ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის.
  • ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება ონლაინ – ტენდერში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის. პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული.  ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება განაცხადის დაფიქსირებიდან, 30 წუთშია შესაძლებელი.
  • 70 000₾-მდე დაფინანსება მეწარმეებისთვის, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით – თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000₾-დან 70 000₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.  პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას.

თიბისი ბიზნესის ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/business

თიბისი ბიზნესის გუნდი, უახლოეს მომავალში, მეწარმეებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ  კიდევ არაერთ საინტერესო პროდუქტსა და მომსახურებას შესთავაზებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: