სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს-ი] უფროსის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
თამაზ ბორაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილე იყო 2025 წლის სექტემბრიდან. ამ პოზიციაზე დანიშვნამდე იგი სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
სუს-ის ყოფილმა უფროსმა, გეკა გელაძემ თანამდებობა დღეს, 14 სექტემბერს, დილით დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნდება. გეკა გელაძე შს მინისტრის პოზიციაზე მუშაობდა 2025-2026 წლებში, ჯამში ერთ წლამდე პერიოდში.






