შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში სამი პირი დააკავა „გლოვოს“ კურიერზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით.
პოლიციის ინფორმაციით, 3 დაკავებულიდან 2 არასრულწლოვანია.
შშს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.
3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.






