მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს

04.07.2026
აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები: ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, ლევან ურიდია, გაბრიელა კვაჭანტირაძე და სალომე გეგეშიძე მაუწყებელს სასამართლოში უჩივიან და გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ – წერს „მედია ჩექერი“.

აჭარის მაუწყებლიდან ჟურნალისტები ერთი თვის წინ გაათავისუფლეს –  2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს  თანამშრომლებმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიგეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათი სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ტელევიზიაში გამოცხადებული რეორგანიზაცია გახდა.

ჟურნალისტებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელებით უკვე მიმართეს. მათ ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლო და დაუსაბუთებელი უწოდა.

„…გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება“ – ნათქვამი ქარტიის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ 2 ივნისს გაავრცელა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: