ბათუმში დღეს, 31 დეკემბერს გაზის მიწოდება ეტაპობრივად შეუწყდა რამდენიმე ქუჩას [გენერალ ასლან აბაშიძის, ალექსანდრე ჩხაიძის, ლერმონტოვის და სხვ.]
„ბათუმელებმა“ სცადა კომპანია „სოკართან“ დაკავშირება, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. ზარებს არ უპასუხეს „სოკარის“ ცხელ ხაზზეც.
მოგვიანებით კომპანიამ აბონენტებთან მოკლე ტექსტური შეტყობინებები დააგზავნა:
„ბუნებრივი გაზის სისტემაში წნევის მკვეთრი ვარდნის გამო შეგიწყდათ გაზის მოწოდება.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 2026 წლის 1-ლი იანვრის დილის 9 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე“. – წერია „სოკარის“ შეტყობინებაში.
- ბათუმში 18 000 აბონენტს გაზის მიწოდება გუშინ, 30 დეკემბერსაც შეუწყდა:
ბათუმში 18 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება – ავარიული გათიშვა



