მთავარი,სიახლეები

“380 ლარის ზიანი” – 23 წლის სტუდენტს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

12.09.2025
“380 ლარის ზიანი” – 23 წლის სტუდენტს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

23 წლის სტუდენტს, მეგი დიასამიძეს წუხელ, გვიან ღამით, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

მეგი დიასამიძის ადვოკატის, მარიამ ჯიქიას ინფორმაციით, პროკურატურა 23 წლის სტუდენტს, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატისთვის, კახა კალაძისთვის 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.

მეგი დიასამიძეს პროკურატურა სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ედავება, რაც სხვისი  ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსგავსი ქმედება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის წესით 10 სექტემბერს დააკავეს.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განმარტებით, მეგი დიასამიძე დააკავეს ლანჩხუთში, გზაზე, როდესაც ის თბილისიდან აჭარაში მიდიოდა, საკუთარ სოფელში. მეგი დიასამიძეს დაკავებისთანავე წაართვეს ტელეფონი და განმავლობაში მიეცა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის საშუალება. ამასთან მთელი 9 საათის განმავლობაში ხელები ზურგს უკან ჰქონდა ბორკილებით შეკრული.

ამავე თემაზე:

“9 საათი ზურგს უკან ხელებშეკრული ატარეს” – ადვოკატი დაკავებული მეგი დიასამიძის შესახებ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: