შსს-ს ინფორმაციით, ხელვაჩაურში ერთი პირი დააკავეს, ადამიანის დაჭრის ფაქტზე.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2004 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“ – აცხადებს შსს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია და ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






