დღეს, 15 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გონიოს დასახლებაში, რის შედეგადაც, როგორც „ბათუმელებმა“ დაადგინა, დაშავდა 3 პირი.
თვითმხილველთა თქმით, დაიმტვრა სამი ავტომობილი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო.
განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოგვიანებით მოგვწერეს, რომ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
- ავარიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.







