საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა პროკურატურის 136 თანამშრომელი დააჯილდოვა „სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის“ 30 მაისს, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით.
დაჯილდოებულთა შორისაა თორნიკე გოგეშვილი, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი.
პროკურორი თორნიკე გოგეშვილი, მზია ამაღლობელის საქმის კიდევ ერთ პროკურორთან, ვლადიმერ თურმანიძესთან ერთად, ესტონეთის მიერაა სანქცირებული.
ასევე, დაჯილდოებულნი არიან პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეების პროკურორები, რომელთა უმეტესობა სანქცირებულია ევროპის ქვეყნების მიერ. დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული საქართველოს პროკურორიც, გიორგი გაბიტაშვილი.
„თითოეული თქვენგანი ხართ ჩვენი ქვეყნის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საყრდენი“, – ასე მიმართა გაბიტაშვილმა დაჯილდოებულებს.
პროკურორი თორნიკე გოგეშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა, ესტონეთმა დაასანქცირა. ის, სავარაუდოდ, დაასანქცირა ლიეტუვამაც.
პროკურატურის ვერსიით, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელებს ეძახდა – „ძაღლებო, ღორებო“. სინამდვილეში კი მზია ამაღლობელი ისე დააკავეს, ხმა არ ამოუღია, რაც ნათლად ჩანს მისი დაკავების ვიდეოკადრებში. შესაბამისად, პროკურატურამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის დასაკავებლად გაყალბებული ოქმი გამოიყენა.
ამავე თემაზე:






