სიახლეები

მერიის პრესცენტრი დაცვის ამპულაში

30.05.2012
მერიის პრესცენტრი დაცვის ამპულაში

ქეთი ლაბაძე

დღეს ბათუმის ბულვარში აქცია “საჭესთან ფრთხილად!” გაიმართა, რომელიც ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის ინიციატივით. ბათუმელი სტუდენტებთან ერთად საზაფხულო ავტობუსიდან სანდრა რულოვსიც არიგებდა ფლეიერებს.

ამ პროცეს ყველა ნაციონალური არხი აშუქებდა. მე კი რატომღაც ამიკრძალეს გადაღება, ბიჯის წარდგენა და გადაღებული მასალის წაშლა მომთხოვეს. ავუხსენით, რომ `ბათუმელების~ სტაჟიორები ვიყავით, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი თან არ გვქონდა, ამიტომ რედაქციაში მოსვლა და ინფორმაციის დაზუსტება შევთავაზეთ. ამის მიუხედავად ფოტოები მაინც წაგვაშლევინეს.

ამ პროცესში თავისი წვლილი ბათუმის მერიის პრეს სამსახურის უფროსმა ირინა შერვაშიძემაც შეიტანა. ის სანდრა რულოვსის დაცვას გამოექომაგა. ალბათ სანდრა რულოვსი რომ არ წასულიყო იმ წუთებში ბულვარიდან, არ მოგვეშვებოდნენ. ჩემი ჟურნალისტური პრაქტიკის განმავლობაში ამ ქალბატონს უკვე მეორედ გადავეყარე. მაშინ პრეზიდენტის დაცვას “ექომაგებოდა”

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.