უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 246 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500]
- ტანკი – 4 216 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 8 205 ერთეული [+17]
- საარტილერიო სისტემა – 4 839 ერთეული [+23]
- MLRS – 699 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 462 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 027 ერთეული [+10]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 324ერთეული [+32]
- სპეცტექნიკა – 718 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 458 თვითმფრინავი
- 245 ვერტმფრენი
- 5 402 უპილოტო საფრენი აპარატი
- 427 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 067 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 141 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 699 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 003 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რამდენად შეძლებს რუსეთი შავ ზღვაში უკრაინის ბლოკადას? – ინტერვიუ გენერალთან






