მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია „თინეთი“ რვა პლატფორმას გააერთიანებს

07.07.2022
ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია „თინეთი“ რვა პლატფორმას გააერთიანებს

„თინეთი“ (TNET) თიბისი ჯგუფის წევრი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოსა და რეგიონში, რომელიც სხვადასხვა ციფრულ პლატფორმას გააერთიანებს და მომხმარებელს ონლაინ სერვისების მიღებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ეს პლატფორმებია: myauto.ge, vedoo.ge, tkt.ge, livo.ge, mymarket.ge, myhome.ge, myparts.ge და swoop.ge.

„თინეთში“ შემავალ ციფრულ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70% -ია და ჯამში მთელი ქართული ინტერნეტ ტრეფიკის 40% უჭირავს.

„თინეთი“ ახლაც და მომავალშიც მომხმარებელს 4 ძირითადი მიმართულებით შეთავაზებს სრულყოფილ პროდუქტებს და მომსახურებას. ესენია: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება. მომავალში კი ეს მიმართულებები სუპერ აპში მოიყრის თავს. Super app – ის შექმნის მიზანი ადამიანების ყოველდღიურად გამოყენებადი, საჭირო სერვისების ერთ აპლიკაციაში გაერთიანებაა, რომელიც წლების განმავლობაში განვითარდება და მარტივი ნავიგაციით მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული და მორგებული იქნება

„ჩვენი მისია ტექნოლოგიური საშუალებებით ადამიანების ცხოვრების გამარტივება და ისეთი სერვისების და პროდუქტების შეთავაზებაა, რომლებიც დაუზოგავს მათ ფინანსებსა და დროს. „თინეთის“ შექმნაც სწორედ ამ მისიას ემსახურება. ჩვენი ამბიციაა, რეგიონში უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია გავხდეთ და ჩვენი სერვისებითა და პროდუქტებით კიდევ  უფრო გავუმარტივოთ მომხმარებლებს სასურველი მომსახურების მიღება,“ – გიორგი ჩუმაშვილი, თინეთის გენერალური დირექტორი.

ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 300 – მდე თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობა IT სფეროს წარმომადგენელია. მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლების რაოდენობა 500 – მდე გაიზრდება, რითაც კომპანია IT  სფეროში საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი გახდება. „თინეთი“ ყველა დასაქმებულს პროფესიონალური განვითარების 3 წლიან გეგმას შესთავაზებს. ტექნოლოგიები, ფრეიმვორკები და ენები, რომელსაც „თინეთი“ იყენებს, მრავალფეროვანია: Node. Js; Python; Laravel; C – sharp; Vue Js, React, Angular, iOS, Android, Flater.

ჯამში „თინეთი“ აერთიანებს 8 ვებ-გვერდს და 5 iOS და ანდროიდ აპლიკაცის, იგეგმება ახალი პლატფორმების შექმნაც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: