მთავარი,სიახლეები

კოვიდით კიდევ 68 ადამიანი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 2 164 ახალი შემთხვევა

23.12.2021
კოვიდით კიდევ 68 ადამიანი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 2 164 ახალი შემთხვევა

23 დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 68 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დაფიქსირდა 2 164 ახალი შემთხვევა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 437 კვლევა ტესტით, მათ შორის, 25 020 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 417 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 164 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  918 641-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.94%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 873 178.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 13 289 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა, აჭარაში – 149, იმერეთში – 291, ქვემო ქართლში – 89, შიდა ქართლში – 142, გურიაში – 79, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 113, კახეთში -111, მცხეთა-მთიანეთში -70, სამცხე-ჯავახეთში – 26, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 32 148, მათგან: 5 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 221, აჭარაში – 521, იმერეთში – 1 064.

  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 336 პირი, მათ შორის, თბილისში – 558, აჭარაში – 130, იმერეთში – 390.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი,  მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 34, იმერეთში – 35.
  • 1 009 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 639 – თბილისში, 243- აჭარაში.
  • 25 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, აჭარაში – 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 993  ადამიანი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: