მთავარი,სიახლეები

დადასტურდა კოვიდის 2 784 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 ადამიანი – 18 დეკემბერი

18.12.2021
დადასტურდა კოვიდის 2 784 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 ადამიანი – 18 დეკემბერი

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 784  ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 53 ადამიანი.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 854 630

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 054 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 611 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  906 965-ს.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 236 შემთხვევა, აჭარა – 215, იმერეთი – 429, ქვემო ქართლი – 137, შიდა ქართლი – 205, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 174, კახეთი – 143, მცხეთა-მთიანეთი – 88, სამცხე-ჯავახეთი – 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: