მთავარი,სიახლეები

აჭარაში ხრეშის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

27.06.2021
აჭარაში ხრეშის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს.

2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ქალაქ ბათუმში, 2 ფაქტი კი – ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, მოქალაქეები სპეციალური ტექნიკით (ექსკავატორით) მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას – ქვიშასა და ხრეშს.  სამართალდამრღვევებს ჯამში უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ 42 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ მოქალაქემ ექსკავატორის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 2 კუბური მეტრი ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში).

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში კი, სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა ანდეზიტი-ბაზალტი და სხვა საშენი მასალები. წიაღისეულისა და საშენი მასალების უკანონოდ მოპოვების შედეგად, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 21 151 ლარი შეადგინა.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

„ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება“ – წერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: