მთავარი,სიახლეები

კორონავირუსით აჭარაში 9 პაციენტი გარდაიცვალა

29.10.2020
კორონავირუსით აჭარაში 9 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა, ქვეყანაში – 20.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტები ბათუმის და ქობულეთის კლინიკებში იყვნენ მოთავსებული. მათი ასაკი  63-დან 78 წლამდეა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 63 წლის კაცი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 71 წლის კაცი, რომლის დიაგნოზიც იყო: ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, პარკინსონის დაავადება. კიდევ ერთი გარდაცვლილი 76 წლის კაცია, მასაც ორმხრივი პნევმონია აწუხებდა, ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება.

ბათუმის რესპუბლიკურში გარდაიცვალა 71 წლის ქალი, რომელსაც ჰქონდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და  შაქრიანი დიაბეტი. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 75 წლის ქალი, მას ორმხრივი პნევმონია აწუხებდა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და რესპირაციული დისტრეს-სინდრომი.

73 წლის კაცი გარდაიცვალა კლინიკა „მედცენტრში“, მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, იყო ინსულინდამოუკიდებელი.

76 წლის კაცი გარდაიცვალა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში. მას აწუხებდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, კომა და ზოგადი სიმსუქნე. ამავე ჰოსპიტალში გარდაიცვალა 75 წლის კაცი, რომელსაც ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სისხლდენით, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, თირკმლების მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი.

78 წლის ქალი გარდაიცვალა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. მას ჰქონდა დაუზუსტებელი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, გადატანილი ინფარქტი, სტენტირება.

29 ოქტომბრის დილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 437 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: