მთავარი,სიახლეები

დამეწყრილ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს

02.10.2020
დამეწყრილ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყრის დროს დაკარგულ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს. მაშველები დაკარგულებს  16 საათის განმავლობაში ეძებდნენ. სოფელში გრძელდება კიდევ სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები.

მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ  ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი სოფელ ჯოჭოში. წინასწარი ინფორმაციით, სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი არასრულწლოვანი. მაშველები დილიდან ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. ძებნაში ჩართულია 120 მაშველი.


სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლის ძებნას მაშველები შავი ზღვის სანაპიროზე (იქ, სადაც მდინარე მეჯინისწყალი შავ ზღვას უერთდება) განაგრძობენ. ადიდებულმა მდინარე მეჯინისწყალმა, ხიდზე მიმავალი მანქანა გაიტაცა. მანქანაში მსხდომი ორი პირიდან ერთმა გადმოხტომა შეძლო, მეორეს კი ამ დრომდე [2 ოქტომბერი –  15:00] ეძებენ.

მეწყერში მოყოლილი ავტომანქანა იპოვეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: