მეწყერში მოყოლილი ავტომანქანა იპოვეს

ხელვაჩაურში, მეწყრის დროს დაკარგული ავტომანქანა იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია მანქანაში მყოფი ორი პირის მდგომარეობა. მეწყერი სოფელ ჯოჭოში 1-ელ  ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი. წინასწარი ინფორმაციით სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი არასრულწლოვანი, ხოლო მანქანაში – 2. მაშველები დილიდან ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. ძებნაში ჩართულია 120 მაშველი.