ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ლოდებს აფეთქებენ, რათა ჩამოწოლილი მეწყრისგან გზა გაწმინდონ. მეწყერი ავტომაგისტრალზე, ქედაში, დღეს, 10 მაისს ჩამოწვა, რის შედეგადაც ავტომობილების მოძრაობა შეფერხდა.
ქედის მერის, ლევან გორგილაძის განცხადებით, სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს და შესაძლოა, მაგისტრალზე რამდენიმე საათში მოძრაობა ცალმხრივად აღდგეს.
მისივე თქმით, შესაძლებელია შემოვლითი გზით სარგებლობა, თუმცა მხოლოდ ორხიდიანი მანქანებისთვის.





