მთავარი,სიახლეები

5 დასახელების პროდუქტზე კორონავირუსის მიზეზით ფასები შემცირდა

09.03.2020
5 დასახელების პროდუქტზე კორონავირუსის მიზეზით ფასები შემცირდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაცით, 9 მარტის მონაცემებით, სამომხმარებლო კალათის 5 ძირითად პროდუქტზე – რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი, 4-თვიანი უწყვეტი ციკლის შემდგომ პირველად ფასები 1%-ით შემცირდა და 180 ქულა შეადგინა, რაც 8.1%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

FAO-ს ცნობით, ფასების შემცირების მიზეზი კორონავირუსით გამოწეული მოლოდინი იყო, „რომლის თანახმადაც, ეპიდემიას შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით შეემცირებინა მოთხოვნა სავაჭრო პროდუქტებზე“.

ამავე წყაროს ცნობით, თებერვალში მცენარეულ ზეთზე ფასების 10%-ით შემცირების მთავარ მიზეზად, ერთი მხრივ, კორონავირუსით გამოწვეული მოლოდინი სახელდება,  ხოლო მეორე მხრივ, ფასის შემცირებას ხელი შეუწყო ინდოეთის მხრიდან მცენარეულ ზეთზე მოთხოვნის კლებამ.

0.9%-ით შემცირდა FAO-ს მარცვლეულის ფასებიც. „სხვა მარცვლეულ კულტურებთან შედარებით, თებერვალში ყველაზე დაბალი ფასი ხორბალზე დაფიქსირდა, რაც კულტურის უხვი საბაზრო მარაგებით იყო განპირობებული. მეცხოველეობის სექტორში შემცირებული მოთხოვნის გამო, იკლო სიმინდის ფასების ინდექსმა. ხორბლისა და სიმინდისგან განსხვავებით, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში გაზრდილი მოთხოვნის გამო, გაიზარდა ბრინჯის ფასების ინდექსი“.

სამომხმარებლო კალათის სხვა პროდუქტებთან შედარებით, თებერვლის თვეში 2%-ით შემცირდა ხორცის ფასების ინდექსი „რაც, ძირითადად ჩინეთში შემცირებული იმპორტითა და ახალ ზელანდიაში პროდუქტის დიდი მარაგებით იყო განპირობებული.

4.6%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც ავსტრალიაში ნედლი რძის მარაგის სიმცირით იყო გამოწვეული. ნედლი რძისა და რძის პროდუქტებისგან განსხვავებით, შემცირებულია რძის ფხვნილის ფასები, რისი მიზეზიც, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში არსებული საწარმოო პრობლემები იყო.

იანვრის თვესთან შედარებით 4.5%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი, რაც ინდოეთსა და ტაილანდში წარმოების შემცირებამ და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: