მთავარი,სიახლეები

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ამერიკულ კუთხეში უსაფრთხოების გამო მუშაობა შეჩერდა

09.03.2020
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ამერიკულ კუთხეში უსაფრთხოების გამო მუშაობა შეჩერდა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის ორგანიზაციების მკაცრი რეკომენდაციების გათვალისწინებით, 16 მარტამდე აჩერებს სამუშაო პროცესს. საჯარო ბიბლიოთეკის ინფორმაციით,  ამ პერიოდში ადმინისტრაციული პერსონალი გააგრძელებს მუშაობას.

ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, დროებით შეაჩერებს მუშაობას ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებული ბათუმის ამერიკული კუთხეც. “სამწუხაროდ, ამერიკულ კუთხეშიც დროებით ყველა აქტივობა გაუქმებულია. ამ ეტაპზე, 16 მარტამდე, შევაჩერეთ მუშაობა. თუ მთავრობის განკარგულებით კიდევ გაგრძელდება ეს პერიოდი, ჩვენც დავემორჩილებით,” – ამბობს ბათუმის ამერიკული კუთხის პროგრამების კოორდინატორი მამუკა საფარიძე.

იხილეთ სამუშაო კლუბების ცხრილი, რომელთა მონაწილეებთან მუშაობას ამერიკული კუთხე 16 მარტიდან განაახლებს:

1. საბავშვო ინგლისურენოვანი კლუბები (ოთხშაბათი 12:00 სთ; ოთხშაბათი 16:30 სთ; ოთხშაბათი 18:00 სთ)
2. Critical Thinking Club (პარასკევი 16.45 სთ)
3. Public Speaking Club (ხუთშაბათი 18:00 სთ)
4. სადისკუსიო ინგლისურენოვანი კლუბი (პარასკევი 18:00 სთ)
5. რობოტექნოლოგიის კლუბი (ორშაბათი 16:00 სთ)
6. ვირტუალური რეინჯერების კლუბი (ორშაბათი 17:30 სთ)

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: