მთავარი,სიახლეები

2021 წელს სახელმწიფო საგარეო ვალის დასაფარად 2,4 მილიარდი ლარი იქნება საჭირო

24.04.2019
2021 წელს სახელმწიფო საგარეო ვალის დასაფარად 2,4 მილიარდი ლარი იქნება საჭირო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით ბიუჯეტის მონიტორმა 2018 წლის სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები შეაჯამა. მონიტორის მონაცემებით საქართველოს საშინაო ვალი, 2018 წელს, წინა, 2017  წელთან შედარებით, 11%-ით, საგარეო ვალი კი 8%-ით გაიზარდა.

სახელმწიფო ვალის დასაფარად [ვალის მომსახურებაში] ყველაზე დიდი ხარჯის – 2,4 მილიარდი ლარის გაღება კი უახლოეს წლებში ქვეყანას 2021 წელს მოუწევს. ამ თანხით უნდა დაიფაროს 2011 წელს გამოშვებული ევრობონდები.

წყარო: აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის ინფორმაციით საგარეო ვალის დაფარვაზე 2018 წელს 984 მილიონი ლარი დაიხარჯა, საშინაო ვალის დაფარვაზე კი – 1,496 მილიონი ლარი.

წყარო: აუდიტის სამსახური

2019 წლის [საპროგნოზო] მონაცემებით საქართველოს საშინაო და საგარეო ვალი მთლიანობაში 20 მილიარდი ლარია, ხოლო შარშან 18,4 მილიარდი ლარი იყო.

———

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 17.8 მლრდ აშშ დოლარი [47.5 მლრდ ლარი] შეადგინა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: