მთავარი,სიახლეები

ბათუმში მერიის მორიგი ახალი სერვისცენტრი გაიხსნება – რა მომსახურებას მიიღებთ სერვისცენტრში

10.01.2019
ბათუმში მერიის მორიგი ახალი სერვისცენტრი გაიხსნება – რა მომსახურებას მიიღებთ სერვისცენტრში

ბათუმის მერია იანვრის ბოლომდე კიდევ ერთ სერვისცენტრს გახსნის, რომელიც ლუკა ასათიანის №36-ში მდებარეობს. ეს იქნება მეორე ახალი სერვისცენტრი. გასულ წელს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ახალი სერვისცენტრი ვაჟა-ფშაველას 93-ში გაიხსნა. მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრის შენობის მშენებლობა.

ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი სერვისცენტრების მშენებლობა ქალაქის მერიამ 2018 წლის ნოემბერში დააანონსა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, თითო ცენტრის მშენებლობაზე დაახლოებით ასი ათასი ლარი დაიხარჯება და ქალაქში სულ 14 სერვისცენტრი აშენდება.

„ახალ სერვისცენტრში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთ უბანში, სწრაფად და კომფორტულად, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიიღონ მერიის სერვისები.

სერვიცენტრებში მოქალაქეებს შეუძლიათ: წარადგინონ განცხადებები; მიიღონ პასუხი განცხადებებზე; მიიღონ პირველადი კონსულტაცია ან ინფორმაცია მუნიციპალური პროგრამებისა და მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ.“ – აცხადებენ სერვისების სააგენტოში – „ახალი სერვისცენტრების მშენებლობა ეტაპობრივად გაგრძელდება, რომლებშიც ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების ადმინისტრაციები განთავსდება“.

2019 წლის განმავლობაში მუნიციპალური სერვისების სააგენტოსა და მუნიციპალური სერვისების ადმინისტრაციული შენობების დალაგება-დასუფთავებაზე ორი დღის წინ სააგენტომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 45 ათასი ლარია.

სააგენტოსა და მუნიციპალური სერვისების ადმინისტრაციული შენობები ბათუმში შემდეგ მისამართებზეა განთავსებული:

წერეთლის ქ. №2; დიდაჭარის N21; ფრიდონ ხალვაშის გამზირი N12/2; თამარ მეფის გამზირი N42; აფსაროსის გზადკეცილი მე-3 შესახვევი N22; აეროპორტის გზატკეცილი N55; აეროპორტის გზატკეცილი N257; აღმაშენებლის ქ. №19; ჯავახიშვილის ქ. №70; მაიაკოვსკის ქ. №23; გრიშაშვილის ქ. №11-13; ლერმონტოვის ქ. №8; აბუსერიძის ქ. № 7; ვაჟა ფშაველას ქ. №93; ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ №36.

მთავარი ფოტო: ახალი სერვისცენტრი ლუკა ასათიანის ქუჩაზე, რომელიც 2019 წლის იანვრის ბოლომდე გაიხსნება / სააგენტოს ფოტო.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: