მთავარი,რეკლამა,სიახლეები

საქართველოში შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

22.06.2018
საქართველოში შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი,  შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს, რისთვისაც საქართველოს რკინიგზამ, თბილისის მერიამ და შვეიცარულმა ,,შტადლერმა’’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

კომპანია ,,შტადლერს’’ უკვე აქვს საქართველოში რეალიზებული პროექტი  – Stadler KISS-ის ტიპის ორსართულიანი ოთხი ერთეული მატარებლის სახით, აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობენ, ისინი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და სრულად პასუხობენ უსაფრთხოებისა და კომფორტის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს.

შვეიცარული კომპანიისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო  და საქართველოს მთავრობის, საქართველოს რკინიგზისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გეგმავს რეგიონული საწარმოს პროექტის რეალიზებას.

ამგვარი მაღალტექნოლოგიური  საწარმოს აშენება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის. კომპანია ,,შტადლერი” აწარმოებს როგორც რკინიგზის  სამგზავრო მატარებლებს, ასევე მეტროსა და ტრამვაის შემადგენლობებს და მას მსოფლიო მასშტაბით გააჩნია სხვადასხვა სიმძლავრის საწარმოები.

საქართველოში წარმოებული პროდუქცია განკუთვნილი იქნება როგორც ლოკალური, ასევე რეგიონული ბაზრისათვის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.