მთავარი,სიახლეები

„ისე შენ დედას შ…“ – საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება მოსამართლის გინებაზე

06.06.2018
„ისე შენ დედას შ…“ – საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება მოსამართლის გინებაზე

„ისე შენი დედას შ… რამდენი შენ სიმართლეს ლაპარკობ,“ – ეს კომენტარი სოციალურ ქსელ ფეისბუქში მოქალაქე გია ფაცურიას მისამართით დაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა. დღეს, 6 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლო ამ კონფლიქტს განცხადებით გამოეხმაურა.

ტექსტი განცხადებიდან, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსამართლე ცაბუტაშვილი ბოდიშს იხდის:

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამოთქვამს წუხილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესა და ერთ-ერთ მოსარჩელეს შორის სოციალურ ქსელში მომხდარი ინციდენტის გამო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიესალმება და ემიჯნება კომუნიკაციის შეურაცხმყოფელი ფორმების გამოყენებას. საჯარო სივრცეში აზრის დაფიქსირებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს განსაკუთრებულად მოეთხოვებათ ეთიკის ნორმების დაცვა.

თამაზ ცაბუტაშვილი

დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას ხშირად თან სდევს კრიტიკა, მათ შორის, ზოგჯერ დაუსაბუთებელიც. შესაბამისად, სასამართლოს წევრებს მართებთ გარკვეული კრიტიკის მიღება და დაუსაბუთებელ, შეურაცხმყოფელ, განცხადებებზე არაკორექტული ფორმით რეაგირებისაგან თავის შეკავება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, აუცილებლად მოხდება ხსენებული ფაქტის სამართლებრივი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირება.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თამაზ ცაბუტაშვილი კი თავის მხრივ, ბოდიშს უხდის საზოგადოებას მის მიერ გამოთქმული არაკორექტული გამონათქვამების გამო“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: