მთავარი,სიახლეები

რატომ არ არიან საარჩევნო სიებში ეროვნული უმცირესობები – შეხვედრა კანდიდატებთან

14.10.2017 • 1722
რატომ არ არიან საარჩევნო სიებში ეროვნული უმცირესობები – შეხვედრა კანდიდატებთან

დღეს, 14 ოქტომბერს, ეროვნულ უმცირესობების წარმომადგენლებს  ბათუმის მერობის ოთხი კანდიდატი – ლაშა კომახიძე, ლევან ანთაძე, თენგიზ თავდგირიძე და ომარ ფარტენაძ შეხვდნენე. რატომ არ არიან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები საარჩევნო სიებში და არის თუ არა ბათუმი ტოლერანტული ქალაქი? – ეს კითხვები დღეს, „თავისუფალ სივრცეში“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ბათუმის მერობის კანდიდატებთან შეხვედრის დროს დაისვა.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს „კუკავა-ლორთქიფანიძე- დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა, ომარ ფარტენაძემ და ენმ-ის კანდიდატმა – ლევან ანთაძემ უთხრეს, რომ მათ შესთავაზეს თავიანთ მეგობრებს – ეთნიკურად აზერბაიჯანელებს და სომხებს თავიანთ სიაში მოხვედრა, მაგრამ უარი მიიღეს. მართველი გუნდის პასუხი კი დღეს ამ კითხვაზე გაურკვეველი დარჩა, რადგან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ლაშა კომახიძე კითხვის დასმის დროისთვის უკვე წასული იყო შეხვედრიდან.

ზოგადად კი, მერობის კანდიდატები ირწმუნებოდნენ, რომ ბათუმი ტოლერანტული ქალაქი იყო ყოველთვის და ახლაც ასეა.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ასევე აინტერესებდათ კანდიდატების ხედვა ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნებაზე, ქალაქში გადატვირთული პრობლემის მოგვარებაზე და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე.

შეხვედრა ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით შედგა.

22519858_1553855294660565_3816504302288170250_o

22426373_1553854201327341_3993435095986947776_o

22424655_1553853984660696_2087495029690956700_o

დისკუსიაში მონაწილეობდნენ შემდეგი კვალიფიციური სუბიექტების კანდიდატები:
ლაშა კომახიძე – „ქართული ოცნება“

ლევან ანთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ომარ ფარტენაძე  – „კუკავა – ლორთქიფანიძე – დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო“
თენგიზ თავდგირიძე – „პატრიოტთა ალიანსი“.

დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი განთავსდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ვებ-გვერდზე www.media.org.ge

შეხვედრა შედგა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „საქართველო ჩემი სამშობლოა, ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“.

პროექტი მიზნად ისახავს ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობას.
22384392_1553853977994030_3679255656930688379_o

გადაბეჭდვის წესი