ჯანდაცვის მინისტრი ავტოავარიის დროს დაშავებულთა მდგომარეობაზე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დღეს, აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ  საზღვართან მომხდარი ავტოავარიის შემდეგ, „სხვადასხვა კლინიკაში გადაყვანილია 29 მოქალაქე. პირველადი კვლევების შემდეგ კი დადასტურდა ოთხი საოპერაციო შემთხვევა მოტეხილობის გამო, მათ შორის ორ შემთხვევაში დაფიქსირდა სახის ძვლების მოტეხილობა. დაშავებულთაგან არც ერთს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღეს, დაახლოებით დილის ექვს საათზე აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან ერთმანეთს ორი სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი