სიახლეები

6 ახალი ავიარეისი ბათუმის მიმართულებით

23.05.2017 • 1933
6 ახალი ავიარეისი ბათუმის მიმართულებით

ივნისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს 6 ახალი ავიაკომპანია იწყებს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ფრენები დუბაიდან, ბეირუთიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და სანკტ პეტერბურგიდან შესრულდება.

პირველ რეისს 2 ივნისს Nordstar Airlines-ი შეასრულებს მოსკოვი – ბათუმი – მოსკოვის მიმართულებით. როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, Nordstar Airlines-ი რეისებს ოქტომბრამდე რეგულარულად შეასრულებს კვირაში სამ დღეს – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს.

კვირაში სამი დღე იფრენს  Fly Dubai-ც. დუბაი-ბათუმი-დუბაის  მიმართულებით ავიარეისები სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

კვირაში ორი დღე, ოთხშაბათსა და კვირას იფრენს „Wings of Lebanon“-ი  ბეირუთი- ბათუმი-ბეირუთის მიმართულებით.

ასევე კვირაში ორჯერ აქვთ ავიარეისები „Anda Air“  კიევი-ბათუმი-კიევი და „Nordavia“-ს  სანკტ პეტერბურგი-ბათუმი-სანკტ პეტერბურგის მიმართულებით.

კვირაში ერთხელ, შაბათობით შეასრულებს ავიარეისებს ავიაკომპანია „Severstal“ ჩერეპოვეცი-ბათუმი-ჩერეპოვეცის მიმართულებით.

ავიარეისები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დაემატა და ოქტომბრის ბოლომდე შესრულდება. ზაფხულში ფრენებს ბათუმის მიმართულებით ჯამში სულ 21 ავიაკომპანია შეასრულებს. გარდა ამისა, იქნება ჩარტერული რეისებიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: