სიახლეები

მოსწავლეებს პროფესიის შერჩევაში დაეხმარებიან

21.01.2014 • 1338
მოსწავლეებს პროფესიის შერჩევაში დაეხმარებიან

 

 

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეებს პროფკონსულტანტები მომავალი პროფესიის არჩევაში, საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებასა და განვითარებაში დაეხმარონ.  

  

 პედაგოგების საქმიანობის კოორდინირებასა და მონიტორინგს, სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრი ახორციელებს. ცენტრში უკვე დასრულდა პროფკონსულტანტების გადამზადების პირველი ეტაპი.  

 

კონკურსის წესით შერჩეულმა 103-მა პროფკონსულტანტმა და ხუთმა კოორდინატორმა  ეტაპობრივად გაიარა გადამზადება შემდეგ მოდულებში: მოზარდის ასაკობრივი თავისებურებები, ეფექტური კომუნიკაცია, მართვის უნარჩვევები, პროფორიენტაცია.

 

 გადამზადებული პროფკონსულტანტები კლასის დამრიგებლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარებაში, უზრუნველყოფენ სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას, სკოლებისთვის შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე ინფორმაციის მიწოდებას, სკოლებისა და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და თანამშრომლობას.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: