მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია „ბონის“ დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობას გეგმავს

10.01.2017 • 6892
ბათუმის მერია „ბონის“ დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობას გეგმავს

ოცამდე ქუჩის, შესახვევისა და ჩიხის კეთილმოწყობას იწყებს ბათუმის მერია ე.წ. „ბონის“ დასახლებაში, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან  4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

მერიის ინფორმაციით შემდეგი ქუჩები კეთილმოეწყობა:

bonis quCebi

შესაბამისი ტენდერი ბათუმის მერიამ უკვე გამოაცხადა სავარაუდო ღირებულებით – 3 მილიონ 994 ათას 837 ლარი. ქუჩებზე დაიგება ასფალტბეტონი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ფილები.

სატენდერო პირობების თანახმად, კაპიტალური სამუშაოების ჩატარებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მერე მეორე ნახევარზე ტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით.

ამასთან, სამუშაოების დაწყებამდე ტენდერში გამარჯვე ბულმა მიმწოდებელმა მერიას შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს სანიაღვრე სისტემების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია შესაბამისი ნიშნულების და ქანობების მითითებით.

სამუშაოები სრულად უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გა ფორმებიდან 2018 წლის 1 ივნისამდე პერიოდში.

დანართი N7-6 - Copyთითოეულ ობიექტზე სამუშაოები უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ბათუმის მერიის მხრიდან მიიღებს წერილობით შეტყობინებას სამუშაოების დაწყების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული იქნება სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი და სამუშაოების შესრულების კონკრეტული ვადა კონკრეტულ ქუჩაზე ან მონაკვეთზე;

ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს უნდა შეეძლოს სამუშაოების დაწყება ერთდროულად მინიმუმ ორ და მაქსიმუმ სამ ობიექტზე შემსყიდველის მხრიდან წერი- ლობითი შეტყობინების მიღებიდან; შემსრულებელს საკუთარი სურვილის შესაბამისად შეუძლია სამუშაოების წარმოება ერთდროულად სამზე მეტ ობიექტზე.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაიწყება და 14 თებერვალს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: