მთავარი,სიახლეები

5,5 მილიონი ლარი „AEROSMITH“-ის კონცერტისთვის

09.01.2017 • 5250
5,5 მილიონი ლარი „AEROSMITH“-ის კონცერტისთვის

შეკვეთილში, „Black Sea Arena“-ს საკონცერტო დარბაზში 2017 წლის 20 მაისს დაგეგმილია ამერიკული როკ ჯგუფ „AEROSMITH“-ის კონცერტი. შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“, აღნიშნული კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განახორციელებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ითხოვს, რისთვისაც შესაბამისი წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა. სააგენტოში საკითხის განხილვის საბოლოო თარიღია 11 იანვარი.

აღნიშნული კონცერტისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 5,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ თანხიდან 5 მილიონი ლარი ჰონორარია [გადასახადების ჩათვლით], ხოლო ნახევარი მილიონი ლარი კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას მოხმარდება.

„საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოში კონცერტის ჩასატარებლად სავალდებულოა წინასწარი კონტრაქტების გაფორმება მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურად კონცერტის ჩატარების დღე იქნება 2017 წლის 20 მაისი. კონტრაქტი უნდა გაფორმდეს კონკრეტულ ამერიკული ჯგუფ „AEROSMITH“-ის პროვაიდერ სააგენტოსთან „International Talent Booking“-თან. რაც შეეხება, დამატებით მომსახურებებს, როგორიცაა სასტუმრო მომსახურება, კვება, სატრანსპორტო მომსახურება, სარეკლამო მომსახურება, განათება-გახმოვანებით მომსახურება, მათი რაოდენობა და ზუსტი მახასიათებლები უნდა შეთანხმდეს შემსრულებელ ჯგუფთან ხელშეკრულების დადების შემდგომ, რა პერიოდისთვისაც ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელება ვერ მოესწრება“ – აღნიშნულია „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ წერილში.

„ბლექ სი არენა ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ „ღონიძიება გეგმად ისახავს საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს განხორციელებული პროექტის „Check In Georgia“-ს მიმდინერე წელსაც გაგრძელებას, საქართველოში მსოფლოში აღიარებული ვარსკვლავური და ლეგენდად ქცეული მუსიკალური ჯგუფების, არტისტების ჩამოყვანას – კონცერტების ჩატარებას“.

koncerttt-e1483962470270

გადაბეჭდვის წესი


ასევე: