სიახლეები

„სახალხო კრების“ აქტივისტი დააკავეს

30.05.2012 • • 1070
„სახალხო კრების“ აქტივისტი დააკავეს

ნათია ზოიძე, ნეტგაზეთი

სამართალდამცავებმა ბათუმში “სახალხო კრების” ახალგაზრდა აქტივისტი, 23 წლის ცოტნე ანანიძე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მას ბრალს 21 მაისს აჭარის ტელევიზიის ბლოკირებასა და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის გამო წაუყენებენ. წინასწარი ინფორმაციით ანანიძის ინტერესებს სამი ადვოკატი: მედეა ვასაძე, ედიშერ მახარაძე და გია ქარცივაზე დაიცავს.

“სახალხო კრების”  აქტივისტებს – გოჩა მუხაშავრიას, ვახტანგ სიორიძეს, დიმიტრი ჭეიშვილს, ანზორ სოლომონიძეს, ხვიჩა გამარჯობაძეს, დავით ფარტენაძეს და ტარიელ ფუტკარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლით (ტელერადიო მაუწყებლობის ბლოკირება, ხელში ჩაგდების მცდელობა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა) წაუყენეს, რაც 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვებ-გვერდის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ: „21 მაისს ბათუმში, აჭარის ტელევიზიის წინ, „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა ქვები და სხვადასხვა სახის საგნები ესროლეს და დააზიანეს ტელევიზიის შენობა.

აჭარის ტელევიზიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პირდაპირ ეთერს ითხოვდნენ. მაშინ აქციის მონაწილეებმა  მედიის წარმომადგენლებთან განაცხადეს, რომ ქვები სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ისროლეს.

გადაბეჭდვის წესი