დღეს, აჭარის ა.რ. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის თარიღად ოფიციალურად გამოაცხადა 30 ოქტომბერი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო შედეგის მქონე 2 საარჩევნო სუბიექტის, ანუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები.
უსკოს ცნობით, დამტკიცდა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ტექსტები.
დადგენილების თანახმად მედია საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აკრედიტაციის ვადა (რომლებსაც აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მიეცათ აკრედიტაცია) გაგრძელდა არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმის გამოცემამდე. გარდა ამისა (სურვილის შემთხვევაში) მათ შეუძლიათ დამატებით წარმოადგინონ დამკვირვებელთა სიები.
მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმების გამოცემამდე გაგრძელდა ხულოს N73 მაჟორიტარულ ოლქში შემავალი საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება. (აქ არჩევნების მეორე ტური მხოლოდ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ კანდიდატებს შორის გაიმართება).